ჯანმრთელობა
სტრესი, უძილობა, ჭარბი წონა და კიდევ 7 პრობლემა რომელსაც პილატესი მოგიხსნით
პილატესი ძალიან ეფექტური სავარჯიშო სისტემა გახლავთ რომელიც არა მარტო სხეულს ალამაზებს, არამედ ბევრ შინაგან პრობლემასაც ხსნის!
1. სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები
სასხსრებთან დაკავშირებული პრობლემების მოხსნა პილატესის მეშვეობით სკამოდ ეფექტურად და სწრაფად შეიშლება. პილატესის ვარჯიშები ისეთი პრინციპით არის შერჩეული, რომ სხეულის ყველა სახსარს ამაგრებს, აღადგენს და აახლაგაზრდავებს მათში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მეშვეობით.
პილატესში ჭარბი დატვირთვისგან დაცული ხართ, შესაბამისად ყველანაირი ტრამვაც გამორიცხულია.
2. ტკივილი ზურგში, სპაზმები სხეულში
პილატესის ვარჯიშის დროს სხეულის შიდა კუნთებზე ხდება გავლენა და მუშავდება ე.წ. კუნთოვანი კორსეტი. ეს კორსეტი მხარს უჭერს ჩვენი სხეულის ლამაზი ფორმის შენარჩუნებას. შიდა კუნთების სპაზმები და ტკივილები ხერხემლის პრობლემებს იწვევს, მივყავართ თავის ტკივილებთან, სხეულის ასიმეტრაიასა და სხვა პრობლემებთან. პილატესის დროს ვარჯიში სრულდება გააზრებულად, ნელ-ნელა და ეს ტემპი თუნდაც ჩვენი გაცნობიერების გარეშე ჩვენს შიდა კუნთებამდე აღწევს. , შედეგად ვირებთ გამოჟანრტელებულ შიდა კუნთოვან სისტემას და კუნთების დაძაბულობის მოხსნას.
3. ქრონიკული დაღლილობა
კუნთებთან რეგულარული ბალანსირებული მუშაობა სხეულის დაძაბულობას გვაშორებს და შესაბამისად ვიცილებთ სტრესსაც. 1 თვე რეგულარული ვარჯიშის შემდეგ სიარული ხდება მსუბუქი, მხრები ნაკლებად დაჭიმული ხდება, ხერხემალი სწორდება, სხეული მოდის ტონუსში და ენერგიაც მატულობს. პილატესის დროს თქვენ არა მარტო კუნთების ტონუსში მოყვანას, არამედ მათ მოდუნებასაც სწავლობთ. ნერვული სისტემაც ბალანსს უბრუნდება და საშუალებას გაძლევთ იოლად გადაერთოთ სიფხიზლის რეჟიმიდან დასვენების ან ძილის რეჟიმზე და პირიქით.
4. სტრესი და ენერგიის ნაკლებობა
პილატესის ყველა სავარჯიშო სუნთქვაზე ყურადღების გამახვილებასა და მის მოძრაობასთან სინქრონიზაციას მოიცავს. ეს ყველაფერი კი ტქვენს გონებას წმენდს ყოველგავრი ზედმეტობებისგან და მატულობს თქვენი კონცენტრაციის უნარი. ამის შემდეგ ნაკლებად მგრძნობიარე ხდები პრობლემების და გარე ფაქტორების მიმართ, ხართ უფრო გაწონასწორებული, მკვეთრად აღარ რიაგირებთ უსიამოვნებებზე და შედიხართ ჰარმონიულ მდგომარეობაში, გაქვთ საკმარისი ძალაი იმისთვის, რომ უსიამოვნებებს და სირთულეებს სწორად შეხვდეთ და სწორი რეაგირება მოახდინოთ მათზე.
პილატესით 1-2 თვიანი ვარჯიშის შემდეგ ნათელი გახდება შედეგები არა მარტო ლამაზი სხეულის და ტონუსში მოსული კუნთების მხრივ არამედ მშვიდი ძილით და ცხოვრებისეული გეგმების განხორციელებისთვის საჭირო ენერგიით დამუხტვითაც!
5. უძილობა
პილატესის ვარჯშები მოგიხსნით კიხრის არეში და კუნთებში არსებულ დაძაბულობას, გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელს სხეულში, ეს ყველაფერი კი ჰარმონიულ გავლენას ახდენს თქვენს სხეულზე და ნერვულ სისტემაზე, შესაბამისად უმჯობესდება ძილიც.
6. გართულებული სუნთქვა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები
ასეთ პრობლემებს ხშირად მივყავართ გულ-მკერდის არის და მხრების დაღლილობას და შებოჭილობას, ამ პრობლემამადე მჯდომარე ცხოვრების წესს მივყავართ. პილატესის მეშვეობით ამ პრობლემის მოხსნა ძალიან მარტივად, რბილად და ათანმიმდევრულად შეიძლებაპილატესი ამაგრებს გულ-მკერდისა და ზურგის კუნთებს, ავიტარებს სასუნთქ მუსკულატურას, ხსნის დაძაბულობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ამ ზონაში.
7. დაჭიმული მხრები, მძიმედ სიარული
ლამაზი სიარულის მანერის განუყრელი ატრიბუტი – ჯანმრთელი ჩონჩხი და ტონუსში მყოფი კუნთებია. გაწელვებისა და კუნთების გამაგრების მეშვეობით ხერხემალი სწორ ფორმას იძენს, დუნდება მხრები და უფრო მსუბუქად იწყებთ სიარულს.
8. ჭარბი წონა
ჭარბ წონას საკმაოდ ბერვი პრობლემების მოტანა შეუძლია და მთელს ორგანიზმზე ახდენს გავლენას, აუარესებს კუნთების და სასხსრების მდგომარეობას, ართულებს მოძრაობას. პილატესზე სიარულის დროს ხშირად ხდება წონის კორექტირებაც რადგან ორგანიზმიდა უფრო სწრაფად გამოიდევნება ჭარბი სითხე. თუმცა პილატესის დროს წონის კლება ნელ-ნელა ხდება თუმცა შედეგი დიდი ხნით ნარჩუნდება!
9. სქოლიოზი და სხვა პრობლემები
პილატესის სამყაროში მოგზაურობა – ხერხემლის გასწორებით იწყება, რადგან სწორედ ჯანრთელ ხერხემალზეა დამოკიდებული თქვენი ჯანმრთელობაც და სილამაზეც.
10. რეპროდუქციული სფეროს პრობლემები
ჩვენი ცხოვრების ამ მხარეზეც შეუძლია პილატესს დადებითი გავლენის მოხდენა! პილატესის დროს ხდება მუცლის, წელის და ყველა იმ ადგილის დამუშავება რომელთა ნერვული დაბოლოებებიც სქესობრივი სფეროს ორგანოებთან არის კავშირში. ეს თქვენს ქალურ ან კაცურ ჯანმრთელობას გააუმჯობესებს და დადებით გავლენას მოახდენს თქვენს სქესობრივ ცხოვრებაზეც.
ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ალბათ აღარ გაგიკვირდებათ თუ როგორ ინარჩუნებს პოპულარობას სამხედრო ექიმის – იოზიფ პილატესის მიერ, სამხედროების რეაბილიტაციისთვის შექმნილი მეთოდიკა რომელიც უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის!