Connect with us

ყვავილები

სპატიფილუმი აღარ ყვავილობს. მცენარის მოვლის და გამოკვების წესები

ქალთა ბედნიერების მფლობელები ხშირად ჩივიან: სპატიფილუმი არ ყვავილობს. რა შეიძლება იყოს მიზეზი? Аlltime.ge–ს რედაქცია ამ აქტუალური საკითხის გარკვევას ეცდება. გიზიარებთ ეფექტურ და ბიუჯეტურ მეთოდს პოპულარული ყვავილის გასაზრდელად.

სპატიფილუმი არ ყვავილობს

სპატიფილუმს ნებისმიერი სახლის დამშვენება შეუძლია. მას ქალთა ბედნიერებას ტყუილად არ უწოდებენ. საოცრად ლამაზი და ნაზია. მისი დიდი მწვანე ფოთლები და ნაზი თეთრი ყვავილები ნებისმიერ ინტერიერს გარდაქმნის.

ეგზოტიკური გარეგნობის გარდა ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. მაგალითად, ოთახში ჰაერს წმენდს მავნე ნაერთებისგან, როგორიცაა ფორმალდეჰიდები, ქსილოლები და ტოლუოლები. ასევე ბენზოლისგან, ამიაკისა და ტრიქლორეთილენისგან. ყვავილი ჟანგბადს აწარმოებს და ზედმეტ ტენიანობას შთანთქავს.

როგორც წესი, ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს. მისი ყვავილები შროშანს ჰგავს, აქედან მოდის კიდევ ერთი სახელი მშვიდობის შროშანი. დაჩრდილულ ტროპიკულ ტყეში ყვავილობს, ამიტომ მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანს. მზის სხივების გამო ფოთლები ყავისფერი ლაქებით იფარება.

როგორ ვიზრუნოთ ქალთა ბედნიერებაზე

სპატიფილუმი უპრეტენზიო მცენარეა, თუმცა ხშირად გაიგონებთ მისი მფლობელების ჩივილს, რომ სპატიფილუმი არ ყვავილობს. გავარკვიოთ, რა პირობებით უნდა უზრუნველყოთ მშვიდობის შროშანი. როგორც უკვე ვთქვით, მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს, ამიტომ ნახევრად დაჩრდილული ადგილი უნდა შეურჩიოთ.

Advertisement

ამ მცენარეს ძალიან ნაზი ფესვების სისტემა აქვს, ამიტომ ყვავილი ცივ და ხისტ წყალს ცუდად იტანს. ასეთი წყალი ფოთლებზე ყავისფერ ლაქებს აჩენს. ქოთანში წყლის დაგუბებამ ობი და ყვავილის კვდომა შეიძლება გამოიწვიოს.

სპატიფილუმი სიმწვანით და ყვავილობით რომ გახარებდეს, ოთახის ტემპერატურის დაწდომილი წყლით მორწყეთ. აზოტის სასუქი შეგიძლიათ დაუმატოთ. ფრთხილად იმოქმედეთ. მცენარეს ზრდის ძალას აძლევს, მაგრამ აყვავებას ხელს არ უწყობს.

სპატიფილუმი ტენიან ჰაერს უპირატესობას ანიჭებს. მცენარის დანამვა არ დაგავიწყდეთ. ზაფხულში ხშირად დანამეთ, ხოლო ზამთარში კვირაში ერთხელ. არ დაუშვათ, რომ მცენარის ფესვები წყალში დიდხანს იყოს. მორწყვიდან ცოტა ხანში სადგამზე დაგროვებული წყალი გადაასხით.

როგორ მივაღწიოთ მცენარის ყვავილობას: სასუქის რეცეპტი

თუ ამ მოთხოვნებს შეასრულებთ, ცოტა ხანში შეამჩნევთ, როგორ შეიძენს სპატიფილუმი მწვანე ფერს. უხვი ყვავილობისთვის მარტივი რეცეპტი გამოიყენეთ.

საოცრად ეფექტური და ბიუჯეტურია. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ოთახის ტემპერატურის წყალი და საფუარია. საფუარი როგორც მშრალი, ასევე სველი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

საფუარი ცოტა წყალს დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ სრულად გაიხსნას. შემდეგ ბევრ წყალში გააზავეთ. ამ ხსნარით სპატიფილუმი რეგულარულად მორწყეთ და ცოტა ხანში შედეგს დაინახავთ. მცენარე უხვი ყვავილობით გაგახარებთ, ხოლო ყვავილი დიდი და ლამაზი გაიზრდება.

Advertisement

ცოცხალი ყვავილები სახლში ყოველთვის ძალიან ლამაზი და ესთეტიკურია. მათზე ზრუნვას მოდუნება და ნერვული სისტემის დამშვიდება მოაქვს.

Advertisement