Connect with us

ვიდეო

სოკო იღლიის ქვეშ: მიზეზები, სიმპტომები და ბუნებრივად მოშორების მეთოდები

ადამიანის კანზე რამდენიმე სახეობის სოკო ბინადრობს, რომლებიც სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გავრცელდეს. ყველაზე ხშირად ვრცელდება იმ ადგილებში, სადაც სისველესთან ხშირი კონტაქტი არსებობს. ბევრი კომერციული და ეფექტური საშუალების მიუხედავად სჯობს იღლიის ქვეშ სოკოს მოსაშორებლად ბუნებრივი მეთოდი აირჩიოთ.

ნებისმიერი სოკოვანი ინფექცია შეიძლება ძალიან მდგრადი იყოს, განსაკუთრებით ამ ადგილას. მას მაღალი ტენიანობა ახასიათებს, რაც კომერციული მედიკამენტების ეფექტურობას ამცირებს.

იღლიის ქვეშ სოკოს წარმოქმნის მიზეზები

იღლიის ქვეშ სოკო შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გაჩნდეს იმის მიუხედავად, თუ სისუფთავეს რამდენად ინარჩუნებთ. ინფექცია შეიძლება ზოგიერთი დაავადების გამო დაქვეითებულმა იმუნიტეტმა ან მედიკამენტების გვერდითმა ეფექტმა გამოიწვიოს.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი ორგანიზმში ბაქტერია Candida-ს რაოდენობის ზრდაა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ჩნდება.

აი, სოკოვანი ინფექციის გაჩენის რამდენიმე მიზეზი:

  • ჭარბი ოფლიანობა და მაღალი ტენიანოაბა;
  • თმის მოსაშორებლად საპარსი საშუალების ან ცვილის გამოყენება;
  • დაძაბული სიტუაცია, რომელის სტრესს ან შფოთვას იწვევს;
  • კვების, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები;
  • დეზოდორანტი და ანტიპერსპირანტი, რომლებიც შეიცავენ პარფიუმს და სხვა მავნე ნივთიერებას;

იღლიის ქვეშ სოკოს სიმპტომები

სოკოს სიმპტომები კანის სხვა ინფექციის სიმპტომებს ძალიან ჰგავს. მათი განსხვავება მარტივია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სხეულის სხვა ნაწილზე სოკოვანი ინფექცია ადრე გაწუხებდათ.

  • კანის გაღიზიანება
  • მუდმივი სიწითლე ამ ადგილას
  • მუდმივი ქავილი
  • კანის ფერის შფოთური ცვლილება
  • ნახეთქების გაჩენა
  • ფენიანი კანი იღლიის ქვეშ
  • გამონაყარი ნაკეცებში

როგორ მოვიშოროთ სოკო ბუნებრივი მეთოდით?

მკურნალობის ბუნებრივი მეთოდები ეფექტური და ეკონიმიურია. შეძენილ პროდუქტებთან შედარებით შედეგს უფრო მოკლე დროში იძლევიან. იღლიის ქვეშ სოკოს მოშორების ბუნებრივ საშუალებებს შორის საუკეთესოა:

ზღვის მარილი

დაზიანებულ კანზე მარილის გამოყენება მკვდარი უჯრედების მოშორებაში დაგეხმარებათ და ამავდროულად კანის სოკოს შეებრძოლება. ძალიან ბევრი მარილი არ გამოიყენოთ. მცირე რაოდენობით წყალში გახსენით, რომ პასტა მიიღოთ და დაზიანებულ კანზე მსუბუქი და ნაზი წრიული მოძრაობით წაისვით. შეგიძლიათ ორ დღეში ერთხელ გამოიყენოთ.

ალოე

ამ მცენარის გელი ერთ-ერთი საუკეთესო და უძველესი საშუალებაა, რომელსაც კანის ნებისმიერი დაავადების დროს იყენებენ. დამატენიანებელი და აღმდგენი თვისებების გამო უჯრედების აქტივობის სტიმულირებაზეა პასუხისმგებელია, დაბერების პროცესს აფერხებს, ასევე სოკოს და კანის გაღიზიანებას აქრობს. უბრალოდ ახალი წვენი კანზე დღეში რამდენჯერმე შეიზილეთ. შედეგად პრობლემას სწრაფად მოიშორებთ.

ვაშლის ძმარი

სოკოს საწინააღმდეგოდ ვაშლის ძმრის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ცვლის გარემოს, სადაც სოკო ცხოვრობს და რაც გამრავლებისთვის სჭირდება.

ძმრის მჟავის შემადგენლობა ამ მიკროორგანიზმების მოქმედებას აკონტროლებს, ასევე ორგანიზმის ph დონეს არეგულირებს ისე, რომ კანის ბუნებრივ ზეთებს არ ცვლის. მნიშვნელოვანია, რომ ის უშუალოდ დაზიანებულ კანზე არ ისმება, რადგან შეიძლება ძალიან აგრესიული იყოს. ძმარი წყალში 1:1 პროპორციით გახსენით და კანი დღეში 1-2-ჯერ გაიწმინდეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.