Connect with us

საკითხავი

სოდის გამოყენების 20 მეთოდი, რომელიც სასარგებლოა იცოდეთ

საყოფაცხოვრებო საქმეებში საკვები სოდის გამოყენების ვარიანტების დათვლა შეუძლებელია, ამიტომ Alltime.ge–ს რედაქცია ყველაზე გავრცელებულ და ცნობილ მეთოდებზე არ გიამბობთ, არამედ უჩვეულო და ეფექტურ მეთოდებს გაგიზიარებთ.

რა არის სოდა?

ნატრიუმის ბიკარბონატი – ნახშირმჟავას და ნატრიუმის მჟავე მარილი წვრილი, თეთრი ფხვნილის სახით. საკვები სოდა მჟავებთან ქიმიურ რეაქციაში შედის, ნახშირორჟანგად და წყლად იშლება. ამას თვალნათლივ აჩვენებს ყველასთვის ნაცნობი მეთოდი – ძმრით ან ლიმონის წვენით სოდის ჩახშობა. სოდა ჭარბ მჟავას ანეიტრალებს, ქიმიური დამშლელი საშუალებაა, რომელიც კულინარიაში ხშირად გამოიყენება, ასევე ცნობილია, როგორც სარეცხი და სუნის გამანეიტრალებელი საშუალება.

თუ მანქანაში თავბრუ გეხვევათ

ადრე ეს საკმაოდ პოპულარული რეკომენდაცია იყო: სუსტი სოდის ხსნარი მანქანით მოგზაურობის დროს დალიეთ. თუმცა დღეს ექიმები სოდის სამკურნალოდ გამოყენებას არ გირჩევენ. ის კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს აშრობს და შეიძლება ხანგრძლივი გამოყენებისას ზიანი მოგაყენოთ.

თმა სოდით დაიბანეთ

ჩვეულებრივ შამპუნს ცოტა სოდა დაუმატეთ და თმა დაიბანეთ. მუდმივი დავარცხნისა და უხვი კოსმეტიკური საშუალებებისგან დაღლილი თმა უფრო მოცულობითი და სუფთა ხდება. დაბანის დროს საშუალება კარგად ქაფდება. რეკომენდებულია, სოდა თმის შეღებვამდე გამოიყენოთ, რომ საღებავი თმაზე კარგად დაჯდეს.

უსიამოვნო სუნი გააქრეთ

სოდა ტენს იწოვს და უსიამოვნო სუნს აქრობს. თუ პატარა ბავშვი ღამით, ლოგინში ჩაიფსა და ლეიბი დაასველა, ასე მოიქეცით: ყვითელ ლაქებს სოდა მოაყარეთ და 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ წარმოქმნილი გოროხები მტვერსასრუტით აიღეთ და ლეიბი ძმარში გაზავებული წყლით ოდნავ დანამეთ.

ხალიჩას ჭუჭყი მოაშორეთ

ხშირად ავადმყოფობა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ახლავს, ბავშვებს ღებინებას აწყებინებს. თუ ეს წარუმატებელ ადგილას, დივანზე, ლოგინზე, ხალიჩაზე მოხდა, დაჭუჭყიანებულ ზედაპირს სოდა მოაყარეთ. თანდათან გოროხად გარდაიქმნება და შეგიძლიათ მშვიდად მოხვეტოთ ან მტვერსასრუტით გაწმინდოთ. ასე ბინძურ ადგილზე კვალი და სუნი არ დარჩება.

გენერალური დალაგება

დროდადრო სოდის დახმარებით შეგიძლიათ ნაკლებად დაჭუჭყიანებული ხალიჩები გაწმინდოთ. ხალიჩას სოდა მოაყარეთ და 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. სოდას ცოტა დარიჩინი დაუმატეთ, ის ცხოველის სუნს შესანიშნავად აქრობს.

ხალიჩის საწმენდი საშუალების მარტივი რეცეპტი:

  • 2 ჭიქა საკვები სოდა
  • ½ ჭიქა სიმინდის ბურღული
  • 4 დაფნის ფოთოლი
  • 1 ს/კ მიხაკი ან დარიჩინი (შეგიძლიათ არ გამოიყენოთ)

ინგრედიენტები აურიეთ, ქილაში გადაიტანეთ და თავსახური დაახურეთ. ნარევი ხალიჩას მოაყარეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ. სოდა მტვერს და ჭუჭყს მოგაშორებთ, დაფნის ფოთოლს და მიხაკს ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და სასიამოვნო სუნს ტოვებს. ამ ნარევით შეგიძლიათ დივანი, სავარძელი, ცხოველის საწოლი დაამუშავოთ.

სოდა, როგორც არომატიზატორი

  • კიდევ როგორ გამოვიყენოთ სოდა სახლში? მაგალითად, არომატიზატორის ნაცვლად. პატარა ქილაში 1 ჩ/კ სოდა ჩაყარეთ და წყალსა და თეთრეულის კონდიციონერში გააზავეთ. თავსახური რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ ან სუნთქვადი ნაჭერი დააფარეთ.
  • თუ სოდით სავსე თეფშს მაცივარში შედებთ, ის არაჯანსაღი პროდუქტების უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებს. ასევე შეგიძლიათ პლასტმასის საკვების კონტეინერების ჩამჯდარი უსიამოვნო სუნი მოიშოროთ.
  • სოდა ხუნდის ფსკერში ჩაყარეთ და შემავსებლის ხშირად შეცვლა არ მოგიწევთ.
  • სოდიდან ფეხსაცმლის არომატიზატორი გააკეთეთ. ამისთვის ნახევარი ჭიქა სოდა სახამებელს აურიეთ და სურვილისამებრ რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი დაუმატეთ. მას შემდეგ, რაც ნარევს გააკეთებთ, ნაჭერზე დაყარეთ და შეკარით. ასეთი საშე ფეხსაცმლიდან ზედმეტ ტენს შთანთქავს და უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს.

არ არის თხუნელა? სოდა დაგეხმარებათ!

ჯაკუზის დაბინძურებული საქშენების გასაწმენდად, ჯაკუზი წყლით გაავსეთ, 1–2 ჭიქა სოდა დაუმატეთ და 10-15 წუთით ჩართეთ. წყალი ჩარეცხეთ და კიდევ ერთხელ სუფთა წყლით გაავსეთ.

სოდა კბილებს ათეთრებს

სოდის და წყალბადის ზეჟანგის ნარევით შეგიძლიათ კბილის მათეთრებელი პასტა გააკეთოთ. ექიმები ამ საშუალების რეგულარულად გამოყენებას არ გირჩევენ – ძლიერი აბრაზიული ზემოქმედებით შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოთ. თუმცა დროებით, რატომაც არა?

სოდის კიდევ ერთი სუპერ თვისება

სოდა შეგიძლიათ კბილის ჯაგრისის, სავარცხლის და სხვა ჰიგიენის საშუალებების სადეზინფექციოდ გამოიყენოთ. ნახევარი ჭიქა საკვები სოდა თეთრეულს, პირსახოცს, ქვედა საცვლებს და ა.შ. უკეთ გარეცხავს, თუ სარეცხ მანქანას ფხვნილის ნაცვლად დაუმატებთ.

სოდიდან შეგიძლიათ ძაღლებისთვის შესანიშნავი მშრალი შამპუნი გააკეთოთ. 1 ს/კ სიმინდის სახამებელი, 1 ჭიქა სოდა და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (მხოლოდ იმისთვის ამატებენ, რომ ცხოველის ბეწვს სასიამოვნო სუნი ჰქონდეს) აურიეთ. ზოგი ამ მიზნით ვანილს იყენებს. მიღებული პუდრა ცხოველის ბეწვს დააყარეთ, 5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ სპეციალური ჯაგრისით კარგად მოაშორეთ. ასეთი დამუშავების შემდეგ ბეწვს ძაღლის სუნი არ ექნება!