Connect with us

ჯანმრთელობა

სისხლის სიმსივნის 6 ადრეული ნიშანი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება

სისხლის სიმსივნე სახიფათო დაავადებაა. თქვენ იცით, რომ სისხლი ორი ტიპის უჯრედისგან შედგება, რომელთაც ერითროციტებსა და ლეიკოციტებს უწოდებენ. ლეიკოციტი ორგანიზმის დაცვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ისინი სრულად განსაზღვრული სახით იზრდებიან და იყოფიან, რითაც ორგანიზმის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ.

ლეიკეიმიის დროს ძვლის ტვინი მათ უწესრიგოდ აწარმოებს და რაოდენობის ზრდის მიუხედავად დამცველ ფუნქციებს სათანადოდ ვერ ასრულებენ, რადგან დეფექტურები არიან. დაავადების განვითარებასთან ერთად სისხლის სხვა უჯრედების წარმოებაში ჩარევაც ხდება, როგორიცაა ერითროციტები და თრომბოციტები. მაშინ იქმნება ანემია, სისხლდენა და ორგანიზმი სხვადასხვა ინფექციების მიმართ დაუცველი ხდება.

1. ხშირი ინფექციური დაავადება

ლეიკემიის ნებისმიერი ფორმა იმუნური სისტემის ინფექციების გამომწვევ პათოგენებთან ბრძოლის უნარს ამცირებს. ამ მიზეზით მსგავსი დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აწუხებთ ცხელება და რესპირატორული ინფექციები, როგორიცაა გრიპი და სურდო.

ხშირად ეს დაკავშირებულია სიმსივნურ უჯრედებთან, რომლებიც ლეიკოციტებს ვირუსების და ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში ხელს უშლიან.

2. უჩვეულო სისხლდენა

ნებისმიერი უჩვეულო და აუხსნელი სისხლდენა შეიძლება ლეიკემიის ნიშანი იყოს. ამის შემჩნევა რთული არაა. თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლის შედედებას ამცირებს, რაც სისხლდენის ალბათობას ზრდის.

3. დაღლილობა და მოდუნება

რა თქმა უნდა, დაღლილობის ან ზოგადი სისუსტის დროს ლეიკემიის დაავადებაში ეჭვის შეპარება გაგიჭირდებათ. თუმცა ამ სიმპტომის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან ის შეიძლება სისხლის სიმსივნესთან კავშირში იყოს.

ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედი) შემცირება ჟანგბადის და მკვებავი ნივთიერებების გადაზიდვის უნარზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც ანემიას და ქრონიკულ დაღლილობას იწვევს.

4. წონის სწრაფი კლება

თუ მოულოდნელად, როგორც მინიმუმ, 1 თვის განმავლობაში 2,5 კგ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დაიკელით, ეს შეიძლება ორგანიზმში პრობლემების ნიშანი იყოს. ლეიკემიის სიმსივნემ შეიძლება მოულოდნელი და აუხსნელი წონის დაკლება გამოიწვიოს. ეს შეიძლება დაღლილობის და მადის დაქვეითების გვერდითი ეფექტი იყოს და უდაოდ განგაშის ასატეხი ნიშანია.

5. სახსრების ტკივილი

სახსრების და ძვლების ტკივილს ბევრი დაავადება იწვევს. ლეიკემიის დროს ეს ტკივილი დეფექტური ლეიკოციტების დაგროვებასთან არის დაკავშირებული. ადამიანმა შეიძლება იგრძნოს მჩხვლეტავი ან ყრუ ტკივილი, რომლის სიხშირე დაზიანებული კანის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.

6. მადის დაქვეითება და კუჭის აშლილობა

სისხლის სიმსივნე საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ცუდ გავლენას ახდენს. ამ მიზეზით ვლინდება ყაბზობა, კუჭის აშლილობა, მსხვილი ნაწლავიდან ან შარდის ბუშტიდან სისხლდენა. თუ ამ ნიშნებს შეამჩნევთ, ექიმთან მიზეზის გარკვევა აუცილებლად სცადეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.