ჯანმრთელობა
სიმსივნის 17 ადრეული სიმპტომი, რომლის უგულვებელყოფა არ შეიძლება!
სიმსივნე – ზედმეტი ქსოვილოვანი წანაზარდია, რომელიც ოგანიზმის შეცვლილი უჯრედებისგან შედგება, რომლებმაც დაკარგეს ჩვეულებრივი ფორმა და ფუნქცია. განასხვავებენ კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს. ავთვისებიანი სიმსივნეები იზრდებიან გარშემო ქსოვილებში და შლიან მათ. ამასთანავე ზიანდება სისხლძარღვები, რომლებიც შეიძლება მოხვდნენ კიბოს უჯრედები და სისხლმა და ლიმფამ შეიძლება წაიღოს ისინი მთელ ორგანიზმში და მოხვდნენ სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. ამის შემდეგ ვითარდება მეტასტაზები, ანუ სიმსივნის მეორადი კვანძები.
ცნობილი ჰოლანდიელი ექიმი კორნელიუს მოერმანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება კიბოს შესწავლას შესწირა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყოველ ონკოლოგიურ ავადმყოფს აქვს ერთი ან რამდენიმე სიმპტომი ძირითადი 17 სიმპტომიდან, რაც კიბოსთვის არის დამახასიათებელი. რაც უფრო მეტი სიმპტომი აქვს ადამიანს, მით მეტია დაავადების ალბათობა.
აი, ის ზემოთხსენებული 17 სიმპტომი:
- მშრალი კანი. მისი ელასტიურობა მკვეთრად შემცირებულია, კანი ზოგჯერ მოლურჯო და იქერცლება. ფეხის გულებზე ხშირად ჩნდება მაზოლები.
- ლორწოვანი გარსი ჩვეულებრივზე უფრო ღია ფერისაა, ზოგჯერ მოლურჯო შეფერილობის.
- ღრძილებიდან სისხლდენა. ეს მიუთითებს ორგაიზმში ვიტამინ P-ს და ვიტამინ С-ს ნაკლებობაზე.
- პირის კუთხეებში ნახეთქები, რაც მიუთითებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითებაზე და B2 ვიტამინის ნაკლებობაზე.
- მუდმივი ყავისფერი ნადები ენაზე (რაც მიუთითებს ორგაიზმში წიდების არსებობაზე და კუჭ-ნაწლავის მუშაობის მოუწესრიგებლობაზე).
- კანის აქერცვლა ცხვირ-ტუჩის სამკუთხედთან და წითელი ლაქები ცხვირის გარშემო.
- მშრალი და მყიფე ფრჩხილები ბზინვარება დაკარგული, დამსკდარი კანი ხელებზე. უმნიშვნელო დაწოლისასაც კი ხელის კანზე ჩნდება მუქი ფერის ლაქები (მიუთითებს ვენების შეგუბებაზე და C ვიტამინის ნაკლებობაზე).
- წვრილი თმის ღეროები, რომლებსაც დაკარგული აქვთ პირვანდელი ფერი, ისინი ადვილად ვარდება და ტყდება.
- მუდმივი საერთო დისკომფორტი, სისუსტე, თავბრუსხვევა.
- ჭრილობის, დაბეჟილობის, ნაკაწრის ნელი მოშუშება.
- ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ნელი შეხორცება, ხშირი გართულებები, ნაწიბურების ნელი და არასწორი წარმოქმნა.
- ცხოვრებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, უხალისობა, აპათია, რაიმეს კეთების სურვილის არქონა.
- მკვეთრი გახდომა (ორგანიზმში გოგირდის ნაკლებობა) და უჯრედებისა და ქსოვილების არასაკმარისი კვება, კვების პროდუქტების ცუდი შეწოვის გამო.
- კანის საფარველის და განსაკუთრებით სახის მუდვივი სიფერმკრთალე (ორგანიზმში დარღვეულია კობალტისა და რკინის ცვლა).
- მუდმივი სისუსტე, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში (ვიტამინი E-ს ნაკლებობა).
- ფიზიკური სისუსტე და მუდმივი შეუძლოდ ყოფნა.
- მჟავის ძლიერი მოთხოვნილება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმში მოხდა ტუტე გარემოს შექმნა (ტუტე გარემო მეტნაკლებად სასიკეთოა კიბოს უჯრედების ზრდისთვის).
თითოეული ჩამოთვლილი სიმპტომი ლაპარაკობს ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის ან მიკროელემენტის ნაკლებობაზე. თუმცა ორი ან სამი სიმპტომის არსებობა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს კიბო აქვს, მაგრამ რაც უფრო მეტია სიმპტომები, მით მეტია დაავადების ალბათობა და უნდა მიიღოთ სასწრაფოდ ზომები, რომ თავიდან აიცილოთ ის. ასეთ ზომებს განეკუთვნება, პირველ რიგში: ორგანიზმის გაწმენდა, რადიკალური ცვლილებები კვებაში და ფსიქოლოგიური ცვლილებები (ადამიანი სწრაფად უნდა განთავისუფლდეს ხასიათის უარყოფითი თვისებებისგან და უარყოფითი ემოციებისაგან).
გისურვებთ ჯანმრთელობას!