Connect with us

ჰოროსკოპი

სექტემბერში, ზოდიაქოს 4 ნიშანი კარმულ გაკვეთილებს მიიღებს

კარმა, სულის მიერ წინა ცხოვრებებში მიღებული დადებითი ან უარყოფითი გამოცდილებებია. ორ კვანძს (ჩრდილოეთი და სამხრეთი ან რახუ და კეტუ) კარმული და სულიერი მნიშვნელობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეალური ციური სხეულები არ არიან. კვანძები ჩვენს კარმულ გაკვეთილებსა და ჩვენს მისიას განსაზღვრავენ. სექტემბერში მთავრის კვანძები ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე იმყოფებიან და ამ ორ ნიშანზე ეს განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს, გავლენის ქვეშ მოყვებიან ის იმ პლანეტათა მმართველობაში მყოფი ზოდიაქოებიც, რომლებიც კუთხეებთან ასპექტებს შექმნიან, ესენია – კურო, ლომი, ქალწული და სასწორი. ახლა კი უფრო ზუსტად:

1. 3 სექტემბერი – ტყუპები, ქალწულები და მშვილდოსნები

მერკურის კვადრატურა მთვარის კვანძებთან ინფორმაციულ ჩახლართულობას შექმნის. გაგიჭირდებათ აქტუალური ინფორმაციის მოძველებული და მცდარი ინფორმაციისგან გამორჩევა. თქვენ მთელი ძალით ეცდებით ლოგიკურად იმოქმედოთ და ინტელქტუალური მიდგომა დააფასოთ. ეხვედრებზე შეიძლება მოსაწყენი გახდეთ. შეიძლება იმ დროს როცა ყველა უკვე რამდენჯერმე გამოხატა თავისი აზრი და სათქმელი, თქვენ იმაზე ჩაიციკლოთ თუ რატომ არის დაწერილი ხელშეკრულება ამ ფონტით და სხვა ვარიანტით. პირად საუბრებშიც, შეიძლება ვერ შენიშნოთ თუ როგორ მობეზრდა თანამოსაუბრეს ეს თემა და ვერ მიხვდეთ, რომ მან უკვე დიდი ხანია რაც გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დღეს გირცევთ დროულ ინფორმაციას დაუჯეროთ და მოძველებული და უკვე დიდი ხნის წინ გადადებულ ტემებს მოეშვათ.

2. 16 – 17 სექტემბერი – ტყუპები, ლომები, ქალწულები და მშვილდოსნები

ეს ასპექტი სირთულეებს მოიტანს გამოხატვაში. შეიძლება გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ გარშემომყოფები თქვენს შრომას არ აფსებენ. ამ დროს იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე იმუშაოთ და იპოვოთ საკუთარი თავის უკეთ შეთავაზებისა და წარმოჩენის უნარები, ყურადრების მიქცევის არასტანდარტულ მეთოდებს მიმართავთ. შეიძლება თავის სამუშაოთი დაიტვირთოთ და აჩვენოტ თუ როგორი შეუცვლელი ხართ, ან ავად გახდეთ რათა უმადურებმა იგრძნონ რამდენად იხარჯებოდით მათთვის. ამ დღეების კარმული ამოცანაა – მიხვდეთ, როგორი შრომა მიგიყვანთ საკუთარი თავის გაუმჯობესებასთან, თუ რომელ ვადებულებებს დაათრევთ იმისთვის, რომ კომფორტის ზონიდან არ გამოხვიდეთ, რადგან ასე მოქცეას მიეჩვიეთ.

3. 22 სექტემბერი – ტყუპები, ქალწულები, სასწორები და მშვილდოსნები

ეს კი შესანიშნავი დღე იქნება. ახალ ადამიანებს გაიცნობთ, შეიტყობთ რაიმე ახალს, მოინახულებთ ახალ ადგილებს, ეს ყველაფერი კი თქვენს სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს. იგრძნობთ, რომ თქვენს გარშემო არსებული სამყარო გაფართვდა და რომ მასში ბევრი რამ არის ისეთი რაც აქამდე არც კი შეგიმჩნევიათ. ახალი ინფორმაცია გაჩვენებთ მიმართულებას, რომლისკენაც უნდა იაროთ რათა თქვენი კარმული მისია შეასრულოთ. თქვენს ცხოვრებაში ახლად გამოჩენილი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან და ძალიან დადებით როლს ითამაშებენ. ინტელექტუალურ საქმეებში შთაგონება გეწვევათ. თქვენი დღევანდელი ამოცანაა – აქტიურად იურთიერთოთ, იპოვოთ პრინციპულად ახალი მიდგომები ადამიანებთან, მათთან ახალ დონეზე იურთიერთოთ, მოიძიოთ ინფორმაცია რომელიც ცხოვრების გაგების ახალ დონეზე გაგიყვანთ.

4. 27 სექტემბერი – კურო, ტყუპები, ლომები, სასწორები და მშვილდოსნები

დაღმავალ კვანძთან ვენერას ტრინი, საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ის გამოცდილება რომელიც წინა განსხეულებაში მოიპოვეთ. ეს გარკვეულ ინტიუიციურ ინფორმაციას მოგცემთ, რომელიც დაგეხმარებათ მიხვდეთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ სასიყვარულო, სოციალურ ან ფინანსურ სფეროებში. წარსულიდან (შესაძლებელი წინა ცხოვრებიდან) შეიძლება ადამიანი ან ნივთი დაბრუნდეთ. მისი შეხვედრისას მაშინვე იგრძნობთ თითქოს მას დიდი ხანია იცნობდით. ნივთიც მაშინვე საჭირო ნივთად მოგეჩვენებათ, რომელიც სპეციალურად თქვენთვის შექმნეს. დრეს ასევე შესაძლებელია წარსულში ჩადენილი სიკეთისთვის საჩუქრად ფული ან სიყვარული მიიღოთ, იმისთვის, რომ რაღაცას ქმნიდით, ვიღაცას უზიარებდით, გიყვარდათ, დაეხმარეთ და ა.შ.

Advertisement