Connect with us

ჯანმრთელობა

სელის თესლს უზმოზე ვღეჭავ და წყალს ვაყოლებ – რუტინა, რომელიც მყარი ჯანმრთელობის საწინდარია

სელის თესლს უზმოზე ვღეჭავ და წყალს ვაყოლებ. აი, რატომ უნდა მოიქცეთ ასე

უკვე მრავალი წელია, ყოველ დილით ცოტა სელის თესლს ვჭამ და მას ჩემი მყარი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მიზეზად ვთვლი. ვეღარ ვიხსენებ ბოლოს ექიმთან როდის ვიყავი და ყველაფერი ამ შესანიშნავი პროდუქტის წყალობით, რომლის წარმოუდგენელი თვისებების შესახებ მეგობრისგან გავიგე. სელი მთელ მსოფლიოში აღიარებული პროდუქტია, რაც ჯანმრთელობაზე მისი დადებითი გავლენითაა განპირობებული.

უძველესი დროიდან კაცობრიობა სელს სასარგებლო თვისებების გამო აფასებდა. მას ლათინურად „სასარგებლო სელი“ უწოდეს. მცენარის ღეროს ქსოვილის დასამზადებლად, ხოლო თესლს – კულინარიაში, მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენებდნენ.

როგორ გამოვიყენოთ სელის თესლი

სელის თესლი სასარგებლო მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. მასში ბევრი კალციუმი, მანგანუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, ნატრიუმი და სპილენძი შედის.

ვიტამინების ნაკრები ასევე შთამბეჭდავია: A, B1, B2, B3, B6, B9, C, E. მასში არსებული უჯრედისის, ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავების, ლიგნანების და ამინომჟავების წყალობით, სელს მთელ ორგანიზმზე დადებითი გავლენა აქვს. ყველაზე სასარგებლო მისი დილით, უზმოზე მიღებაა.

ხანგრძლივი ძილის შემდეგ (უფრო ზუსტად, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე) ორგანიზმი სელის თესლის დადებით თვისებებს უკეთ აღიქვამს. მაგალითად, წონაში დაკლების სურვილის შემთხვევაში, უზმოზე 1 ჩ/კ სელის თესლი დაღეჭეთ, შეჭამეთ და რამდენიმე ჭიქა წყალი დააყოლეთ.

სითხის წყალობით კუჭში სელის თესლი გაფუვდება და შიმშილის გრძნობას გააქრობს. სწორედ ამიტომ, სინაყრის განცდა ხანგრძლივი პერიოდით შეგინარჩუნდებათ. სელის თესლს ორგანიზმიდან ჭარბი სითხე, წიდები და ტოქსინები გამოაქვს, ამიტომ ჭარბ წონას სწრაფად დაემშვიდობებით. სელის თესლით ორგანიზმის დეტოქსიკაცია წონაში დაკლების შესანიშნავი მეთოდია!

რას კურნავს სელის თესლი? სელის თესლი თმისთვის, კანისათვის და ფრჩხილებისთვის შესანიშნავი საშუალებაა. ნახევრად გაუჯერებელი მჟავების, ასევე A, B, E ვიტამინების წყალობით, თმა გლუვი და დამჯერი, ფრჩხილები ძლიერი და მბზინვარე გახდება, ხოლო კანი – გაახალგაზრდავდება.

სელის თესლის კომპონენტებს სისხლძარღვების სისტემაზე დადებითი გავლენა აქვს, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, ზრდის პოტენციას, აუმჯობესებს მხედველობას და თავიდან გვარიდებს კიბოს ზოგიერთ სახეობას. ხშირად მას პურ-ცომეულის გამოცხობის დროს იყენებენ.

ჩვეულებრივ, მიიღება სელის მთელი მარცვლები, ასევე მისგან ნაყენებს და მკვებავ ნარევებს ამზადებენ. დიეტოლოგოგები დაქუცმაცებული სელის თესლის და ჯემის ან თაფლის შესანიშნავ კომბინაციას ხაზს უსვამენ.

სასარგებლო თვისებების მიუხედავად, მისი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. ყოველდღიურად 2 ს/კ სელის თესლზე მეტი არ მიიღოთ.

განსაკუთრებით ყურადღებით ორსული ქალები უნდა იყვნენ. სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი თირკმელებთან, ნაწლავებთან, ნაღვის ბუშტთან და შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის დროს. ასეთ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის გავლაა აუცილებელი.

Advertisement