Connect with us

თავის მოვლა

სელის თესლი უბრუნებს კანს ელასტიურობას, გვაშორებს ლაქებს და აგლუვებს ნაოჭებს. მთავარია, სწორად გამოიყენოთ ის

სელის თესლი – სამკურნალო პროდუქტია, რომელსაც მედიცინაში, კულინარიასა და კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ. ეს საშუალება ფართოდ გამოიყენება კანის, სახის კანის, სხეულისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სელის თესლის შემადგენლობაში შედის ისეთი სასარგებლო ვიტამინები, როგორებიცაა: F, A და Е. ისინი უზრუნველჰყოფს ინტენსიურ კვებას, კანის დატენიანებას, იცავენ მას ნაადრევი დაბერებისგან.

დღეს ჩვენი რედაქცია ნატურალური ლიფტინგ-ნიღაბის უნიკალურ რეცეპტს გაგიზიარებთ. ეს კოსმეტიკური საშუალება სელის ზეთის შემცველობით, აკორექტირებს სახის ოვალს და აგლუვებს წვრილ ნაოჭებს.

სელის ზეთი სახის კანისთვის

ინგრედიენტები

  • 1 ჩ.კ. სელის თესლი
  • 60 გ წყალი

მომზადება და გამოყენება

1. მოათავსეთ სელის თესლი ფინჯანში ან თასში, დაასხით წყალი და ანჯღრიეთ მასა რამდენიმე წუთის მანძილზე.

2. დაახურეთ მასას ქაღალდის ხელსახოცი და გააჩერეთ 2-3 საათით.

Advertisement

3. დროის გასვლის შემდეგ, სელის თესლი გამოყოფს სასარგებლო ლორწოს. გაატარეთ იგი საცერში, რათა თესლს დააშოროთ. წაისვით ნივთიერება გაწმენდილი სახისა და კისრის კანზე ტამპონის გამოყენებით.

4. დაიტანეთ მასა მინიმუმ 5 ფენად, თითოეულს მიეცით კარგად გამოშრობის საშუალება.

ყველა ფენის დატანის შემდეგ წამოწექით დახუჭული თვალებით 15-20 წუთით, ეცადეთ, სახეზე მიმიკები არ გამოხატოთ. ჩამოიბანეთ ნიღაბი გვირილის თბილი ნახარშით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ასეთი პროცედურა ყოველდღე უნდა გაიმეოროთ, არანაკლებ 15 დღის განმავლობაში.

არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!