Connect with us

ჯანმრთელობა

სახლში დამზადებული მალამო სისხლჩაქცევებისა და სილურჯეებისთვის

ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ მოვამზადოთ მალამო, რათა შევიმსუბუქოთ დარტყმებითა და დაზიანებებით გამოწვეული ტკივილი.
მალამო კიდევ ერთი სამკურნალო ელემენტია რომელიც ნატურალურ და არატრადიციულ მედიცინაში გამოიყენება.

როგორ მოვამზადოთ მალამო დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებებისთვის

იმისთვის რომ მალამო დამზადდეს, ბალახებს რბილ ცვილში ადუღებენ. მაგალითად პარაფინში, ფუტკრის ცვილში ან ვაზელინსა და ცხიმებში.

მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ წყალი არ გამოიყენება. დუღების შემდეგ ისინი ერთმანეთისგან ცალკევდებიან და მაგრდებიან, შედეგად ჩნდება მყარი ნარევი მცენარეული წამლისგან. ის არაჩვეულებრივი მოკავშირეა არატრადიციულ მედიცინაში ისეთი პრობლემების სამკურნალოდ როგორიცაა დაჭიმულობა, კუნთების ტკივილი და სხვადასხვა დაზიანებები.

როგორ გამოვიყენოთ მალამო

მალამოს დაზიანებულ ადგილზე ისვამენ. მისი მეშვეობით ორგანიზმში გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ინგრედიენტები გადადიან. თმცა მასაჟის ინტენსივობა დაზიანებულ ადგილზეა დამოკიდებული. ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მგრძნობიარე კანის მქონე ადგილებში სასურველია მასაჟს თავი აარიდოთ.

აუცილებელი ინგრედიენტები:

  • 50% კრაზანას ზეთი
  • 20% სალბი
  • 20% კალენდულა
  • 10% არნიკა

მომზადების წესი:

დაუმატეთ ფუტკრის ცვილი და მიეცით საშუალება ცხელი წყლის აბაზანაზე დადნეს. მიეცით საშუალება გაცივდეს და დაუმატეთ არნიკის ნაყენი, პროპორციით: 10% ინგრედიენტების სრული შემადგენლობისა. გახსოვდეთ, თქვენ კარგად უნდა აურიოთ პრეპარატი.

მნიშვნელოვანია: თუ დარტყმულ ადგილზე ღია ჭრილობა გაქვთ, არნიკის ნაყენი არ უნდა დაუმატოთ მალამოს – რათა თავი ავარიდოთ გართულებებს.
თმცა ღირს ავღნიშნოთ, რომ ყველა ჭრილობისა და ტრამვის მკურნალობა არ შეიძლება მათი გაჩენის ჭეშმარიტი მიზეზის ცოდნის გარეშე!