ვიდეო
საშუალება გრეიფრუტით, რომელიც ნიკოტინის მიმართ ლტოლვას ამცირებს
გრეიფრუტს სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციაში განსაკუთრებული უპირატესობა აქვს, რაც მოწევაზე თავის დანებებაში დაგეხმარებათ ისე, რომ ნიკოტინის დეფიციტის შედეგები არ განიცადოთ.
დღესდღეობით, პრაქტიკულად ეჭვი არ არსებობს, რომ თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნის. როცა ეწევით, აუცილებლად დადგება დღე, როცა თავის დანებება მოგინდებათ ან ასე უნდა მოიქცეთ.
რამდენიმე თეორია არსებობს, თუ ყველაზე უკეთ თამბაქოს მოწევას თავი როგორ დაანებოთ. მიუხედავად იმისა, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ, მთავარი მაინც ნებისყოფაა.
ამასთან, თამბაქოს მოწევის გარეშე რაც უფრო დიდხანს გაძლებთ, თავს მით უფრო კარგად იგრძნობთ. სწორი ინსტრუმენტების ძიება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
თამბაქოს მოწევაზე თავის დანებების პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს თარიღის დანიშვნა, როცა მასზე უარს იტყვით.
საკუთარ თავს თამბაქოზე თავის დანებების იდეის ადაპტაციისთვის დრო მიეცით. შორეულ მომავალში არ გადახვიდეთ, თორემ ასე თქვენს შეუპოვრობას დაკარგავთ.
საშუალება გრეიფრუტით თამბაქოს მოწევისთვის თავის დასანებებლად
დღესდღეობით ძალიან ბევრი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომელიც მოწევის სურვილს დაგაკარგვინებთ. ერთ-ერთი მათგანია გრეიფრუტი და შინაურული საშუალება, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ეს საშუალება მოწევის სურვილს შეამცირებს. გრეიფრუტის წვენს დამახასიათებელი გემო აქვს და შეიძლება ცოტა ხნით თქვენი ფიქრები მასზე გადაერთოს. ყოველ დილით თითო ჭიქა წვენის დალევით დაიწყეთ.
სხვა რეცეპტიც არსებობს, რომელიც თავის ეფექტურობას ამტკიცებს. ამ რეცეპტით წვენის დალევა არ მოგიწევთ. საკმარისია, გრეიფრუტით და სხვა ინგრედიენტებით ეს საშუალება მოამზადოთ.
ინგრედიენტები ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია:
- ½ გრეიფრუტი
- ½ ფორთოხალი
- 30 მლ ქოქოსის ზეთი
- 5 გრ თავშავა
- 20 მლ გვირილას ჩაი
- 30 მლ ჟოჟობას ზეთი
- 30 მლ ზეითუნის ზეთი
მომზადების მეთოდი საკმაოდ მარტივია:
- გრეიფრუტი და ფორთოხალი გაწურეთ.
- ეს წვენი დანარჩენ ინგრედიენტებს აურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამის შემდეგ ნარევი მცირე ზომის ბოთლში ჩაასხით, რომ ნებისმიერ ადგილას თან წაღება შეძლოთ.
- ნარევი ცხვირთან ახლოს კანზე უნდა წაისვათ ან რამდენიმე წვეთი საფეთქლებზე წაისვით, რომ ღრმად ჩაისუნთქოთ, როცა მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ.
რჩევები, თუ გრეიფრუტის წვენის დალევას აპირებთ:
თუ გრეიფრუტის წვენის დალევას მიჩვეული არ ხართ, ამის მოთმენა შეიძლება გაგიჭირდეთ. მოწევამდე თავის დანებებამდე 1-2 კვირით ადრე პატარა ჭიქით გრეიფრუტის წვენის დალევა დაიწყეთ.
თუ წვენი კუჭს აღიზიანებს, მაშინ გრეიფრუტი თქვენთვის კარგ ვარიანტს არ წარმოადგენს. ამის ნაცვლად ლიმონათი ან ფორთოხლის წვენი სცადეთ. სანამ ამ საშუალების გამოყენებას დაიწყებთ უნდა იცოდეთ, რომ ეს თქვენს მიზანს ხელს არ შეუშლის.
გაფრთხილება, თუ გრეიფრუტის წვენის დალევას აპირებთ:
გრეიფრუტის წვენის ქიმიური ნივთიერება და რბილობი ზოგიერთ მედიკამენტთან შეიძლება შეუთავსებელი იყოს.
თუ მედიკამენტს რეცეპტით იღებთ, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, სანამ გრეიფრუტის წვენის დალევას გადაწყვეტთ.