Connect with us

ჰოროსკოპი

საყოფაცხოვრებო მაგია: რომელი არომატები იზიდავენ ფულს, ჯანმრთელობას და სიყვარულს

თუ ფიქრობთ, რომ დიდი ფულის მხოლოდ მოპარვა შეიძლება, სიყვარულის – საუკუნის ბოლომდე ლოდინი, ხოლო ჯანმრთელობის გაძლიერება – ექიმთან რეგულარული ვიზიტით, თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს. არსებობს საშუალება, რომელიც როგორც რაღაც ერთის, ასევე ერთდროულად ყველას მიღებაში დაგეხმარებათ. ეს ნატურალური არომატებია. თქვენ შეგიძლიათ მზა კომპოზიციები შეიძინოთ. მაგალითად, პარფიუმერის და ტუალეტის წყალი ან სუნამო. ასევე შეგიძლიათ სუფთა ან შერეული არომაზეთებით, საკმევლით, ხის ტოტებით, ჩაით ან საშეთი არომათერაპია ჩაიტაროთ.

ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოს მოსაზიდად რიტუალი რომ დაიწყოთ, გაარკვიეთ, თუ რა მოგწონთ ყველაზე მეტად. აქტიური სპორტის მოყვარულებს, ალერგიულებს, მათ, ვისაც მკვეთრი სუნები არ უყვართ და საერთოდ დამწყებებს შეუძლიათ დაიწყონ კარადაში არომატული ტომრების გამოყენებით, ფლორენციული საშეთი ან სააბაზანო ოთახის დიფუზორით.

საძინებლისა და სამუშაო ოთახებისთვის არომატის შერჩევა რთულია, რადგან ძლიერმა სუნმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. დოზირება სცადეთ და ახალი არომატები თქვენს ცხოვრებაში თანდათან შემოიტანეთ. თუ სუნამოებს აგროვებთ, საკმევლით მედიტირებთ და მეზობლებს და ბოიფრენდს ოთახის შესაბოლი მორიგი ნაკრებით აოცებთ, ყურადღება მიაქციეთ სელექციურ არომატებს და ნიშ პარფიუმერიას, ასევე კომპოზიციების შემადგენლობა ყურადღებით შეისწავლეთ, რომ სუნები მონოკომპოზიციაში შეამოწმოთ. შესაძლოა, ერთმა რომელიმე ნოტმა პარფიუმერიის შესახებ თქვენი წარმოდგენა გააფართოვოს და დაგეხმაროთ გაცნობიერებულ არომათერაპიაში, სადაც თქვენთვის საჭირო ასპექტებზე იმუშავებთ.

არომატები, რომლებიც იზიდავს ფულს, იღბალს და შთაგონებას

პაჩულის ზეთი ითვლება ყველაზე ძლიერ სურნელად, რომელიც კეთილდღეობას იზიდავს. ეს ფულის ნამდვილი მაგნიტია. დიდი ნომინალის კუპიურები რომ მოიზიდოთ, ქაღალდის ფული აიღეთ, რამდენიმე წვეთი პაჩულის ზეთი დააწვეთეთ, ხელისგულებით გასრისეთ და საფულეში ჩაიდეთ. როცა სუნი აორთქლდება, რიტუალი გაიმეორეთ. ქაღალდის კუპიურა თქვენი ფულის თილისმა გახდება.

კიდევ ერთი არომატი, რომელიც მოგებას იზიდავს, – დარიჩინი. თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე ჩხირი დარიჩინი სამზარეულოს კარადაში ჩადოთ ან საყვარელ ყავას, ღვეზელს ან ნებისმიერ სხვა ტკბილეულს დაუმატოთ. თუ ამ სანელებელზე ალერგია გაქვთ, კედრის ხე ან სანდალი გამოგადგებათ. ეს სუნები მამაკაცურად ითვლება და „უნისექსის“ კატეგორიაში გადის, მაგრამ ეს უბრალოდ ფორმალობაა, განსაკუთრებით, თუ რეჰანის, წითელი ფორთოხლის ან ტყავის ნოტებს აურევთ.

ბერგამოტი (ჩაიში თავისთავად) სასიცოცხლო ენერგიებს ააქტიურებს და კრეატივს ზრდის, რომლებიც ძალიან კარგად ნაზღაურდება. თუ გრძნობთ, რომ სამსახურში საქმე დაგიგროვდათ, მოტივაცია ნულზეა, ხოლო უფროსებს სწრაფი გენიალური შედეგი სჭირდებათ, სწორედ ბერგამოტის ზეთი გამოიყენეთ – ერთი წვეთი საკმარისია.

ლიმონი სწრაფ ცვლილებებთან შეგუებასა და კონფლიქტურ სიტუაციებში საღი გონების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით დიდი გარიგების ან მსხვილი კონტრაქტის დროს გამოგადგებათ. შეგიძიათ ლიმონის ზეთი ხელის კრემს ან საყვარელ თმის სპრეის დაუმატოთ, რომ არომატი მომაბეზრებელი არ იყოს.

როზმარინი ყველაზე თავდაუჯერებელ გოგოებს საჩუქრების და კომპლიმენტების მიღებაში ეხმარება. თუ ჩანთის შიგნითა მხარეს ნაჭერზე როზმარინს დააწვეთებთ, კოლეგებისა და მადლიერი კლიენტებისგან სასიამოვნო სიტყვებს ყოველთვის მოისმენთ. ამ მცენარის ეთერზეთი კერამიკის ყულაბის ფსკერს წაუსვით ან სეიფში როზმარინის ტოტი ჩადეთ, რომ სწრაფად შეივსოს.

პიტნა არა მხოლოდ ნერვებს ამშვიდებს, არამედ ფულის გამომუშავებას ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის. გაუმჭვირვალე მინის ბოთლი პიტნის ზეთით, პიტნის საღეჭი რეზინა, პასტა ან კანფეტი თან ატარეთ და არომატი სამუშაოს დაწყების წინ გამოიყენეთ.

ჯანმრთელობის გამაძლიერებელი სუნები

ლავანდა პირველი მეგობარია სუნებს შორის, რომელიც ჯანმრთელობას და სულის ნეტარებას გჩუქნით. ის საშუალებას გაძლევთ მოდუნდეთ, ფიქრები მოაწესრიგოთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ და მშვიდად გამოიძინოთ. ტალკი, საშე თეთრეულის კარადაში, სხეულის მისტი ან ერთ საღამოს აბაზანა 3-4 წვეთი ლავანდის ზეთით ადამიანს ფოლადის ნერვებს მისცემს, უძილობას გაუქრობს და სილამაზეს შემატებს. ლავანდის წყალი დამწვრობას და ეგზემას კურნავს, გულისრევას, თავბრუსხვევას და თავის ტკივილს აქრობს. სხვათა შორის, ლავანდა განსაკუთრებით ზაფხულში გამოგადგებათ. შესანიშნავი რეპელენტია, რომელიც კოღოებს და შავ ბუზებს აფრთხობს.

ჩაის ხის ზეთი ყველას არ მოსწონს, მაგრამ ის სასარგებლოა. მისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში დაფასებული იყო. როგორც ის, რომ რეკორდულ ვადაში სისხლჩაქცევებს კურნავს, ჭრილობებს ახორცებს, ქერტლს და კანის გამონაყარს ებრძვის. საუკეთესო ეფექტისთვის რამდენიმე წვეთი ჰაერის დამატენიანებელს, საყვარელ კოსმეტიკას ან აბაზანას დაუმატეთ, მაგრამ სუფთა სახით არ გამოიყენოთ.

კიდევ რამდენიმ ზეთი არსებობს, რომლებიც შინაურულ აფთიაქში უნდა ჩართოთ, მაგრამ ფრთხილად და მცირე მოცულობით გამოიყენოთ, რადგან ძალიან ძლიერია. ევკალიპტი სურდოს დროს დაგეხმარებათ, ყელს დაარბილებს და ცხვირის გაჭედილობას მოგიხსნით. მიხაკი კბილის ტკივილს ამცირებს. გვირილას ანთების, ალერგიის და ასთმის საწინააღმდეგოდ იყენებენ. საკმეველს სახსრების ტკივილის საწინააღმდეგოდ იყენებენ. გრეიფრუტი ცელულიტთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

სიყვარულისა და ვნებისთვის

ვნების გასაღვივებლად და სიყვარულის მოსაზიდად ზეთების მთელი სია არსებობს, მათ შორისაა არომატული აფროდიზიაკები. ფორთოხალი, გრეიფრუტი და მანდარინი, როგორც საკვებში, ასევე სუნამოში, კომპლექსებს მოგაშორებთ და საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში სითამამეს შეგმატებთ.

ვერბენა ყველაზე მორცხვ გოგოშიც თავგადასავლებისა და ეროტიული თამაშებისკენ მიდრეკილებას გააღვივებს. ვეტივერია ბიჭებისთვის თამაშობს, მაგრამ გოგოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. პოტენციას ზრდის და სქესობრივ კავშირს ახანგრძლივებს, ასე რომ მისი ადგილი საძინებელშია.

ილანგ–ილანგი, მუსკატი და ნეროლი ბუნებრივ მაგნეტიზმს აძლიერებს, მგრძნობელობას ამძაფრებს, აღგზნებას ზრდის, შინაგან საზღვრებს ანადგურებს, გიჟურ ფანტაზიებს და მათი განხორციელების სურვილებს იწვევს. ვარდი ვნებას აღვიძებს, წიწაკა, როგორც წითელი, ასევე შავი, სასიყვარულო თამაშებში უშრეტ ენერგიას მოგანიჭებთ. და არ დაგავიწყდეთ, ვანილი – მისი სურნელი საპირისპირო სქესს იზიდავს.