ჯანმრთელობა
საუკეთესო პროდუქტები, რომელიც სახსრებს აძლიერებს და მის დაბერებას ანელებს
სახსრების ტკივილი და დილის შებოჭილობა შეიძლება ახალი ტრავმით, ქრონიკული ანთებით და ართრიტით გამოწვეული იყოს. დაავადება მუდმივ ყურადღებას და კონტროლს მოითხოვს, რომ სიმპტომები არ გამწვავდეს. კარგი ამბავი გვაქვს: ზოგიერთი პროდუქტების ჯგუფის მიღება მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. Alltime.ge–ს რედაქცია გაგაცნობთ მეცნიერების კვლევის შედეგს და გიამბობთ, როგორ გააძლიეროთ სახსრები კვებით.
როგორ გავაძლიეროთ სახსრები კვებით
კალციუმით მდიდარი პროდუქტები მიირთვით
კალციუმი ძვლების და სახსრების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბავშვობაში კალციუმის დიდ წილს რძით და რძის პროდუქტებით ვიღებდით. ასაკთან ერთად მათი მოხმარება მცირდება. ზრდასრულ ასაკში, თუ ადამიანს შიდა ქიმიური პროცესებისთვის კალციუმი არ ყოფნის, ძვლოვანი ქსოვილების დეპოდან იღებს.
ამ ხარჯის ასანაზღაურებლად კალციუმის მარაგი ყოველთვის დროულად შეავსეთ. პირველ რიგში, თევზს და რძემჟავა პროდუქტებს ყურადღება მიაქციეთ. ესაა ხაჭო, კეფირი, იოგურტი. ხმელი ყველი ბევრ კალციუმს შეიცავს. 1000 მგ 100 გ პროდუქტზე, ხოლო სეზამი – 780 მგ. კაკალი მიირთვით: 100 გ ნუშიდან 250 მგ კალციუმს მიიღებთ, ხოლო თხილიდან – 225 მგ.
სელენით მდიდარი პროდუქტები მიირთვით
სელენი, როგორც კალციუმი, სახსრების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ის უჯრედებში მეტაბოლურ პროცესებს არეგულირებს და მყესების მოქნილობას ინარჩუნებს. სელენის მარაგის შესავსებად მიირთვით პარკოსანი, თესლი, კაკალი, ნიორი, კვერცხი, ქათამი, ინდაური, ძროხის ღვიძლი და სოკო.
გოგირდით მდიდარი პროდუქტები მიირთვით
გოგირდი სახსრების და მყესების მოქნილობაზე გავლენას ახდენს. გოგირდი პირდაპირ ახალგაზრდობაზეა პასუხისმგებელი. გოგირდი ქონდროიტინისა და გლუკოზამინის წარმოებაში მონაწილეობს, თავისუფალ და უმტკივნეულო მოძრაობას უზრუნველყოფს. ართრიტის პრევენციისა და მკურნალობისთვის, ასევე სახსრების სხვა დაავადებების დროს საკვებიდან გოგირდის საკმარისი რაოდენობით მიღება მნიშვნელოვანია.
გოგირდით მდიდარია ყველა ცილოვანი პროდუქტი: კვერცხი, თევზი, ყველა სახის ხორცი, რძემჟავა პროდუქტი, ასევე პარკოსანი. ბევრ გოგირდს ფრინველის და ცხოველის ღვიძლი შეიცავს.
რაციონი ზემოთ მოცემული რეკომენდაციების მიხედვით შეცვალეთ, რომ სახსრები გაახალგაზრდავდეს და გააძლიერდეს. ასე უსიამოვნო სიმპტომები დიდხანს არ შეგაწუხებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!