Connect with us

ჯანმრთელობა

საუკეთესო და უვარგისი მეგობრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

საუკეთესო და ცუდი მეგობრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. სასწორი

ზოდიაქოს ნიშნებს შორის სასწორი ყველაზე კეთილი და მშვიდობის მოყვარულია. ტკივილს გააზრებულად არასდროს მოგაყენებთ. კარმის სწამს, ამიტომ ყველაფერს საკუთარ თავზე წარმოიდგენს. სასწორი ყოველთვის აკეთებს იმას, რასაც მისგან ითხოვენ, სანაცვლოდ კი არაფერს მოგთხოვთ.

სასწორი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე პოპულარულია. მათი სოციალური წრე ბევრ ადამიანს მოიცავს. წყენას გულში არ იტოვებს და ყოველთვის პირველი პატიობს. მაშინაც კი, თუ შეცდომას არ უშვებენ, ყველაფრის გამოსწორებას ცდილობენ.

2. მორიელი

მორიელი ყველაზე საინტერესო ზოდიაქოს ნიშანი. ის ნდობას და ერთგულებას აფასებს, რის გამოც რეიტინგში მეორე ადგილზეა. როგორც კი მიხვდება, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და დაგიცავთ. თუ თქვენი მეგობარი მორიელი გახდება, იცოდეთ, რომ მთელი ცხოვრების მეგობარი შეიძინეთ.

3. თევზები

თევზები ყველაზე ემოციური ზოდიაქოს ნიშანი. სწორედ ამის გამო ადამიანებთან ღრმა კავშირს ამყარებს. ისინი ნამდვილად ყველაზე მგრძნობიარეები არიან. მათ თქვენი ტკივილის განცდა შეუძლიათ. თუ თევზების მეგობარი გახდებით, გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაუფიქრებლად ენდოთ.

4. ტყუპები

როგორც თევზები, ტყუპები ღრმად მოაზროვნე და მგრძნობიარე ნიშანია, მაგრამ როგორც სასწორი ურთიერთობის მოყვარული. ის შესანიშნავი მეგობარია, რომელთანაც სერიოზულ თემებზე საუბარს და დროის კარგად გატარებას შეძლებთ. მას ორ განსხვავებულ ადამიანთან ყოფნის უნარი აქვს. სხვების მოსმენა და გაგება კარგად შეუძლია.

5. ლომი

ლომი ყველაზე მშვიდი და მიწიერი ნიშანია. მას აქვს უნარი ყველას, მათ შორის მეგობრებს, თავი შეაყვაროს. მათთან მეგობრობაზე ყველა ოცნებობს, რადგან გულწრფელები არიან. შეხვედრებით სიამოვნებას ღებულობს და ჯანსაღ ურთიერთობაში იფურჩქნება. ის პირველი იქნება, ვინც მიხვდება, რომ ურთიერთობა ჯანსაღი არაა და პირველი ეცდება, ამ მდგომაროებიდან გამოგიყვანოთ.

6. მშვილდოსანი

მშვილდოსანს ბევრი მეგობარი არ ჰყავს და ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანი არააა. მას ურჩევნია რამდენიმე მეგობარი ჰყავდეს, რომელთა იმედიც ექნებათ. ძალიან ღრმად აზროვნებს და საკუთარ სამყაროში იკარგება. ზოგჯერ ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი მისი გაგება უჭირთ. ისინი, ყველაზე მეტად არიან დაცული ადამიანებისგან, რომლებიც მათ ტკივილს აყენებენ. ღრმა კავშირებში იხსნება, მაგრამ ასეთი ადამიანის პოვნა უჭირს.

7. მერწყული

ყველაზე უცნაური ზოდიაქოს ნიშანია, მაგრამ მასთან დროს საინტერესოდ გაატარებთ. ის საკუთარ დოლზე უკრავს და ხალხის აზრი არ აინტერესებს. მეგობრებისთვის ქმნის ატმოსფეროს, სადაც თავს საჭიროებად და ლამაზებად გრძნობენ.

8. კირჩხიბი

კირჩხიბი ბევრ დროს მარტოობაში ატარებს. ადამიანებს რომ ენდოთ, დრო სჭირდებათ. კირჩხიბი ყოველთვის ორჯერ უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ღებულობს. მათ კეთილი გული აქვთ, მაგრამ ხშირად გული სტკივათ, ამიტომ მეგობრებთან ზოგჯერ ცივად იქცევა. ის მთელი ძალით ცდილობს მათ პატიებას, მაგრამ ადამიანს მეორე შანს იშვიათად აძლევს. მას ურთიერთობაში თავდაჯერებულობა აკლიათ, ამიტომ პირველი შეხვედრის დროს ადამიანთან თავს უხერხულად გრძნობს.

9. ვერძი

ვერძი სანდო მეგობარს ეძებს. სინამდვილეში ვერძი ძალიან მგრძნობიარეა. მან უბრალოდ ემოციების გამოხატვა არ იცის. ის ფეთქებადია, ამიტომ მასთან ხშირად კონფლიქტები გექნებათ.

10. კურო

ეს ნიშანი ყველაზე ნაკლებად პრობლემურია. ის უზრუნველია და ნამდვილად კარგი და ერთგული მეგობარი შეიძლება იყოს. ურთიერთობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს და ხიდს თავად არასდროს წვავს და რაიმე პრობლემები არ აქვს. მაგრამ ძალიან ჯიუტია. კურო თავისი სიტყვის პატრონია. თუ ამბობს, რომ გააკეთებს, 100 %-ით დარწმუნებული იყავით, ნამდვილად გააკეთებს.

11. თხის რქა

თხის რქა ყველაზე სასაცილო ზოდიაქოს ნიშანია, მაგრამ ეს მათი ყველაზე დიდი პრობელმაა. სხვებს ნამდვილად ცუდ იდეებს პირველი უნერგავენ და არასწორ არჩევანს აკეთებენ. თუ მასთან ერთად თავგადასავლებისთვის მზად ხართ, ეს უნდა იცოდეთ. თხის რქასთან დროს კარგად გაატარებთ, მაგრამ მეგობრების ნაცვლად ყოველთვის ურთიერთობას ირჩევს.

12. ქალწული

ფეთქებადი და ულმობელი ხასიათი გამო მასთან მეგობრობა რთულია. მარტივად რომ ვთქვათ, ის ადამიანია, ვინც სჯობს იყოს თქვენი მეგობარი, ვიდრე მტერი. სწორედ ამიტომ ხალხი მასთან ახლოს ყოფნას ცდილობს, მაგრამ არც თუ ძალიან ახლოს.

Advertisement