Connect with us

საკითხავი

სარეცხი საპონი გაცილებით მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია! ის ჯანმრთელობის და სილამაზის საწინდარია

ოდესღაც ყველა დიასახლისს სახლში სარეცხი საპონი ჰქონდა, მაგრამ მას მხოლოდ სარეცხად არ იყენებდნენ! თუ ეს ჯადოსნური საშუალება ჯერ კიდევ არ გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ, რადგან თეთრები ღირს, ხოლო გამოყენების ფართო სპექტრი აქვს.

სარეცხი საპნის გამოყენება

1. სქელი თმისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ

თუ გრძელი და სქელი თმა ან ქერტლის მოშორება გსურთ, სარეცხ საპონზე უკეთეს საშუალებას ვერ იპოვით. ჯერ შამპუნი გამოიყენეთ, შემდეგ თავი საპნით დაიბანეთ. შემდეგ წყალს რამდენიმე წვეთი ძმარი დაუმატეთ და ეს ნარევი თავზე გადაივლეთ. ეს მეთოდე ცხიმიანი თმის მფლობელებს ყველაზე მეტად გამოადგებათ.

2. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ

დეპილაციის შემდეგ კანის მგრძნობიარობა რომ არ იგრძნოთ, კანი საპნით დაიმუშავეთ.

3. კანის გასაახალგაზრდავებლად

სახე კვირაში ორჯერ სახე სარეცხი საპნით დაიბანეთ. შემდეგ ჩვეულებრივი საბავშვო კრემი წაისვით. ეფექტი შესანიშნავი იქნება.

4. აბანოს მოყვარულებისთვის

სარეცხი საპნის ხსნარში დასველებული არყის ტოტით დაბანა კანს შესანიშნავად წმენდს.

5. სურდოს დროს

სურდო გაქრება, თუ მკურნალობას პირველი ნიშნებისთანავე დაიწყებთ. საპნიანი ხსნარი მოამზადეთ, ბამბის დისკი დაასველეთ და ცხვირის ნესტოები დაიმუშავეთ.

6. სოკოს საწინააღმდეგოდ

ტერფებზე სოკოს დაავადების დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ. დაზიანებული ადგილი სარეცხი საპნით და ჯაგრისით დაიბანეთ, შემდეგ კანი იოდით დაიმუშავეთ.

7. დეზინფექციისთვის

გირჩევთ კბილის ჯაგრისი სარეცხი საპნის ხსნარში ჩადოთ და მთელი ღამე დატოვოთ. საუკეთესო დეზინფექციის საშუალებაა.

8. შეშუპების და სილურჯის დროს

შეშუპების და სილურჯის გასაქრობად საპონი წყალში გახსენით და კანი დაიმუშავეთ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე ჩაიტარეთ.

9. აბსცესის დროს

ამისთვის 1:1 პროპორციით გახეხილი ხახვი, სარეცხი საპონი და შაქარი აურიეთ. მალამო ძილის წინ ჩირქგროვაზე დაიდეთ და ბინტით შეიხვიეთ.

10. დახეთქილი ქუსლებისთვის

2 ლ ცხელ წყალს 1 ჩ/კ სოდა და 1 ს/კ გახეხილი სარეცხი საპონი დაუმატეთ და ფეხის აბაზანა გაიკეთეთ.

11. მზის დამწვრობის დროს

მზის დამწვრობის დროს დაზიანებულ ადგილზე სარეცხი საპონი წაისვით და გაშრობა აცადეთ. ასე კანის სიწითლე და დამწვრობით გაჩენილი ბუშტები შემცირდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.