სხვა
სარეკლამო შესვენების გარეშე: 7 სერიალი, რომელთა ყურებას ერთ ამოსუნთქვაზე შეძლებთ
ზოგჯერ პასიური დასვენება ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერია. სერიალები სწორედ ასეთი დროის გატარებისთვისაა შექმნილი. საინტერესო, დინამიური, ინფორმაციული, ისინი სხვა ადამიანების ცხოვრების საიდუმლოებებს გვიზიარებენ, რომლებიც სცენარისტების ფანტაზიის მიერაა შექმნილი.
სერიალები ისე გვიტაცებს, რომ საკუთარი ცხოვრებაც კი გვავიწყდება. სერიალები ყოველდღიური საზრუნავს გვავიწყებს და კინემატოგრაფიის ჯადოსნურ სამყაროში ჩაძირვის საშუალებას გვაძლევს. ამაში მათი ხიბლია.
ერთი ამოსუნქთვით საყურებელი სერიალები
გთავაზობთ სერიალების სია, რომელთა ყურებას ერთ ამოსუნთქვაზე შეძლებთ და გულგრილი ვერ დარჩებით. სწრაფად გადმოწერეთ და ისიამოვნეთ.
1.“შერლოკი“
სერიალი „შერლოკი“ ეკრანზე 2010 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ პოპულარულია. ბენედიქტ კამბერბეჩი, მსახიობი, რომელმაც მთავარი გმირის როლი შეასრულა, ახალი სეზონის გადაღებებზე კონტრაქტის გაფორმებით არ იღლება.
ის თანამედროვე დეტექტივის როლს თამაშობს. სმარტფონით, ნოუთბუქით და პირადი ბლოგით, რომელიც მის ერთგულ მეგობარს და დამხმარეს, ექიმ ჯონ ვატსონს აქვს. იმაზე, თუ როგორ მოხერხებულად ახერხებს ყველაზე რთული ამოცანების გადაჭრას, უსასრულოდ თვალის მიდევნების სურვილი გაგიჩნდებათ.
2.“შავი სარკე“
თითოეული სერია თავისი ცალკეული სიუჟეტებით, რომლებიც წინა და მომდევნო სერიასთან კავშირში არაა. მათ საერთო ხაზი აერთიანებთ – თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების წესის სატირა, რომლებიც სმარტფონების ვირტუალურ სამყაროში უფრო არიან ჩაძირულები, ვიდრე რეალურში.
„შავი სარკე“ ადამიანურ ურთიერთობაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების გავლენას ასახავს და დღევანდელობის აქტუალურ საკითხებს ეხება.
3.“კენედის კლანი“
საზოგადოებას კენედების ოჯახის ცხოვრება დღემდე აინტერესებს. ხოლო აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის, იდუმალი მკვლელობა იმათ ფანტაზიას აღვივებს, ვინც ახსნის პოვნას და გეოპოლიტიკური თემების განხილვას ცდილობს.
კენედების ოჯახი ფლობდნენ სახელს, წარმატებას და სიმდიდრეს, ხოლო დაასრულეს ტკივილით და იმედგაცრუებით. ეს სამართლიანია?
4.“ამერიკული კრიმინალური ისტორია“
კადრში მხოლოდ რეალური შემთხვევებია, რომლებმაც აშშ-ს ისტორიას კვალი დაამჩნია. აქ შეხვდებით გახმაურებელ სასამართლოს საქმეებს, მოდელიორის ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას, კატრინის ქარიშხლის შედეგებს,ბილ კლინტონის და მონიკა ლევინსკის მიერ გამოწვეულ პოლიტიკურ სკანდალებს.
5.“დიდი, პატარა ტყუილები“
რამდენად ხშირად ხდება, რომ ყველაზე დიდ ტკივილს ყველაზე ახლობელი ადამიანი გაყენებთ. განსაკუთრებით მყიფე ურთიერთობა აქვთ ახალგაზრდა ბიჭსა და გოგოს, რომელთაც ერთი ადამიანის ღალატის გამო მთელ სამყაროზე იმედის გაცრუება შეუძლიათ.
სასკოლო წვეულების დროს მკვლელობა ხდება, მაგრამ სერიალი ამის შესახებ არაა. არამედ მღელვარე ცხოვრების შესახებ, რომელიც შემთხვევას წინ უსწრებდა და ასეთი გამოუსწორებელი დანაკარგი გამოიწვია.
6.“ბრწყინვალება“
თქვენს წინაშეა ლოს-ანჯელესი 1985 წელს. უმუშევარი მსახიობები ქალების რესლინგის შესახებ სატელევიზიო შოუში ხვდებიან. ოდესღაც ისინი მეგობრები იყვნენ, მაგრამ ახლა ერთმანეთს მტრობენ, ცდილობენ ერთი მამაკაცი ორზე გაიყონ. სწორედ ამიტომ სცენაზე არ თამაშობენ, არამედ ნამდვილად ჩხუბობენ.
ქალური მეგობრობის ფასი და ამერიკული სატელევიზიო შოუს კულუარები – ახალი სერიალის მთავარი თემა წარსული შეცდომების და მუდმივი ღირებულებების შესახებ.
7.“მისტერ მერსედესი“
საჩუქარი სტივენ კინგის ნამუშევრების მოყვარულთათვის. სერიალი – ამავე სახელობის წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს.
დეტექტივი პენსიაზე გადის, მაგრამ შვილიშვილებთან მშვიდად და უზრუნველად თამაში არ შეუძლია, სანამ ბოლო საქმეს არ გახსნის. ქალაქის ქუჩებში დახეტიალობს მერსედესი, რომელმაც უკვე უამრავი ქვეითად მოსიარულე გაიტანა. ქუჩებში სიარული სახიფათო ხდება. ჩვეულებრივი ქუჩის პატრული რატომღაც უძლურია. მოხუცი შეძლებს საქმის წარმატებით დამთავრებას?
ყველა ამ სერიალის ყურებას ერთ ამოსუნთქვაში შეძლებთ, ვერც კი მიხვდებით, თუ დრო როგორ გავიდა.