Connect with us

ჯანმრთელობა

სანელებელი, რომელიც ცხიმის ძლიერი მტერია. მიიღეთ ვარჯიშის პარალელურად დღეში 1 ჩ.კ. და 3 თვეში მინუს 15 კგ გარანტირებულია

ყველამ კარგად ვიცით, რომ შიმშილი ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სურვილი მინიმალურ დროში მაქსიმალური შედეგის მიღებაა, თუმცა ამის მიღწევა არც ისე მარტივია. სანელებელი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, სტიმულირებს ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესს.

თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტში საინტერესო კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა 2 ფოკუს ჯგუფი შექმნეს, თითოეული ჭარბი წონის მქონე 44 ქალისგან შედგებოდა.

3 თვის განმავლობაში ორივე ჯგუფი ერთნაირი სქემით (დღეში 1200 კალორია) იკვებებოდა იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ 1-ლი ჯგუფის ყოველდღიურ მენიუს 1 ჩ/კ კვლიავის თესლს უმატებდნენ. სანელებელს უცხიმო იუგურტში ან სალათებში ურევდნენ.

შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა: 1-ლი ჯგუფის ქალებმა საშუალოდ 14 %-ით უფრო მეტი ცხიმოვანი მასა დაიკლეს, ვიდრე მე-2 ჯგუფის ქალბატონებმა.

კვლიავის თესლი

ასეთი ეფექტი აიხსნება მასში შემავალი ფიტოსტეროლებით (მცენარის უჯრედის სამშენებლო მასალა), რომელსაც სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება შეუძლია.

სანელებელი მდიდარია კალციუმით, ფოსფორით და რკინით. ის თირკმელების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას სტიმულირებს და შარდმდენი თვისებები აქვს. ორგანიზმში ლიპიდური ცვლის გაუმჯობესებისა და დაჩქარების ხარჯზე, ჭარბ წონასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ითვლება.

ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად დღეში 1 ჩ/კ კვლიავის თესლი უნდა მიიღოთ. სანელებელი შეგიძლიათ კვერცხის, ხორცის, ხაჭოს კერძებს, ასევე სალათებს და იოგურტებს დაუმატოთ.

კვლიავის თესლის გამოყენების უკუჩვენებები: მომატებული მჟავიანობა, კუჭის წყლული, გასტრიტი, შარდ-კენჭოვანი დაავადებები, ნებისმიერი გულის დაავადება და დიაბეტი. ორსულობის პერიოდში კვლიავის გამოყენება რეკომენდებული არაა.

Advertisement