Connect with us

მოდა და სტილი

სანდლები – 2019 წლის მოდური ტენდენციები

ზაფხული განახლებული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოჩენის საშუალებას გვაძლევს. ამით შეგვიძლია საკუთარ ინდივიდუალობას და ეფექტურობას ხაზი გავუსვათ. დიზაინერები 2019 წლის მოდური სანდლების საკმაოდ მრავალფეროვან ვარიანტებს გვთავაზობენ. სიმსუბუქე და პრაქტიკულობა – მთავარი პუნქტებია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ზაფხულის მცხუნვარე ამინდში კომფორტის შეგრძნება ყველაზე მნიშვნელოვანია.

2019 წლის მოდური სანდლები

ბევრი ქალისთვის აქტუალურია საკითხი, თუ 2019 წლის ზაფხულში როგორი სანდალი შეიძინოს. სტილისტების მიერ შემოთავაზებულ ტენდენციებს შორის აღსანიშნავია:

  • ტრენდული ფეხსაცმელი როგორც მაღალ ქუსლზე, ასევე დაბალ ძირზე შეიძლება იყოს.
  • პოპულარობის პიკზე რჩება პლატფორმის ან ტანგეტკა ძირის მქონე ფეხსაცმელი. ასეთი ვარიანტი ნებისმიერ სიტუაციაში არ გამოგადგებათ, მაგრამ ნაზ ფერებთან და სწორი კომბინაციის ხარჯზე შეგიძლიათ შთამბეჭდავი სტილი შექმნათ. ტანგეტკა ლაკონური და ელეგანტურია მოდელია, მასში შეგიძლიათ თავი კომფორტულად იგრძნოთ და კაბებით და შორტებით ელეგანტური ხაზი შექმნათ.
  • დიზაინერები არჩევანს ხშირად გამჭვირვალე ნაწილის მქონე ფეხსაცმელზე აკეთებენ. გამჭვირვალე ქუსლის მქონე საზაფხულო სანდლები ნაკლებად მოდური არაა.
  • საზაფხულო მოდელები ლითონის დეტალებით ან ტყავის ჩანართებით არის გაფორმებული. ასევე ქვეწარმავლების ტყავიც ძალიან პოპულარულია.
  • ფეხსაცმელს შეიძლება ყველა შესაძლო თასმა, სახვევი ან შესაკვრელი ჰქონდეს, რომელიც უკვე მნიშვნელოვანი დეტალი გახდა.
  • შეგიძლიათ არჩევანი არა მხოლოდ ღია, არამედ დახურულ მოდელზე გააკეთოთ.

2019 წლის სანდლები პლატფორმაზე

სანდლები პლატფორმაზე წარმოუდგენლად კომფორტულია:

  • მოდელის შერჩევის დროს ყურადღება შიდა ზედაპირის მასალას მიაქციეთ. საუკეთესო ვარიანტში მას ნატურალური ტყავის ზედაპირი უნდა ჰქონდეს. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შექმნეს ეკო მასალა, რომელიც ტარების დროს კომფორტულია და ფეხსაცმელს არ აზიანებს.
  • ზედა მასალის სახით შეგიძლიათ ტყავი, ზამში, ან ნაჭერი გამოიყენოთ.
  • არსებობს ძალიან მოდური ვარიანტები, რომლებიც შეგიძლიათ წვეულებებზე ან საქმიან შეხვედრებზე გამოიყენოთ. ლამაზი მოდელი თასმებით და სახვევებით პლატფორმაზე შეიძლება შეგხვდეთ.
  • დახურული სანდლები პლატფორმაზე ასევე შეიძლება შეგხვდეთ, ამასთან თითებთან ფიქსაცია ერთი თხელი ზოლით ხდება.
  • დეკორაციისთვის შეგიძლიათ ფერადი აქსესუარი, მოცულობითი ბაფთა გამოიყენოთ. ფერადი ნაქარგები 2019 წლის მოდურ სანდლებს დაამშვენებს. ასევე მოდურ ტენდენციებში ყვავილის პრინტებსაც შეხვდებით.

2019 წლის სანდლები ტანგეტკაზე

2019 წლის სანდლები ტანგეტკაზე წარმოუდგენლად ქალურად გამოიყურება:

  • მოდაშია ნაქსოვი ფეხსაცმლის ძირი. ეფექტური ფეხსაცმელი ღია ფერის ელემენტებით, ლითონის დეტალებით, ბაფთებით და თასმებით იქმნება.
  • ყოველდღიური, ქუჩის სტილის ან სპორტული სანდლები ძალიან პრაქტიკულებია.
  • დიზაინერები ახალ კოლექციებში ძველ მოტივებს ხშირად იხსენებენ. მაგალითად, რეტრო პლატფორმა წვრილი თასმებით და ღია საზაფხულო ხაზებით.
  • კიდევ ერთი ვარიანტი ნაჭრის ფეხსაცმელია – ფერადი ხაზები მძივებით ან ქვებით არის გაფორმებული.
  • ახალი მოდელები უფრო თავშეკავებულ ფერებს შეიცავს. მაგალითად, ყავისფერი შეფერილობა, ხოლო ფოჩები ამ ფეხსაცმელს შესანიშნავად ამკობს.

2019 წლის მაღალქუსლიანი სანდლები

ელეგანტურობის მოყვარულები 2019 წლის მაღალქუსლიანი სანდლების მოდელებს ღირსეულად დააფასებენ.

  • განსხვავებული ვარიანტები გვხვდება, შეიძლება იყოს ღია ან დახურული ქუსლით, სხვადასხვა რაოდენობის შესაკვრელებით, გამჭვირვალე დეტალებით.
  • შავ-თეთრი მოდელი კვლავ კლასიკას წარმოადგენს, ფეხსაცმელი ორნამენტების და გეომეტრიული პრინტის გაფორმებას მოიცავს.
  • ახლა გაფორმებული ქუსლის სანდლები ტრენდშია. ასეთი ფეხსაცმელი სტილს და ელეგანტურობას ხაზს უსვამს.
  • განსაკუთრებულ ინტერესს სქელი ქუსლი წარმოადგენს. ამ ფეხსაცმელს ძალიან ორიგინალური დიზაინი აქვს.
  • ქუსლიანი სანდლის ელეგანტური ვარიანტიც არსებობს, რომელსაც დეკორის სახით მძივები, ჯაჭვები ან ეგზოტიკური ფრინველის ბუმბულები აქვს.
  • მოდის გავლენის გარეშე რჩება მაღალ ქუსლიანი სანდლები. ასეთი ფეხსაცმელი უბრალოდ შეუდარებელია.
  • ზამშის ფეხსაცმელი – მოდური ნივთია, რომელიც საღამოს ლუქში თქვენი მთავარი დეტალი გახდება.
  • კოვბოის თემა ქუსლზეც არის გამოყენებული. ფოჩოები შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაციით იყოს წარმოდგენილი.

2019 წლის სანდლები ქუსლების გარეშე

თუ კომფორტი პირველ ადგილზეა, სანდლები ბრტყელ ძირზე წაუგებელი ვარიანტი იქნება:

  • ასეთი მოდელი სანდალს ჰგავს, თუმცა ელეგანტურად და საინტერესოდ გამოიყურება. დეკორაციისთვის ხშირად სხვადასხვა თასმები ან რეზინის შესაკვრელები გამოიყენება. მათი დახმარებით ფეხსაცმელი ფეხზე მყარად გაზით.
  • ასეთი მოდელი სანაპიროზე გამოგადგებათ. ბრტყელი ლანჩის დახმარებით ფეხი პრაქტიკულად არ დაგეღლებათ.
  • უქუსლო ფეხსაცმელი ძალიან პრაქტიკული და კომფორტულია.
  • 2019 წლის სანდლების მოდურ ტენდენციებში არა მხოლოდ ერთფეროვანი ვარიანტები, არამედ ყველა შესაძლო დეტალი (ლითონის ჯაჭვი, ბეჭედი და სხვადასხვა ფიგურები) გვხვდება.
  • შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ ფეხსაცმელი რისთვის გჭირდებათ. თუ სანაპიროსთვის, რეზინის შესაკვრელი შესანიშნავად გამოგადგებათ.
  • აქტიური სეირნობისთვის უპირატესობა ფართო და სქელი შესაკვრელის მქონე ფეხსაცმელს მიანიჭეთ. ის სიარულის დროს კომფორტულია.
  • თუ საღამოსთვის არჩევთ, მაშინ ძვირადღირებული ქვების, ყვავილების და სხვა დეტალების მქონე ფეხსაცმელზე გააკეთეთ არჩევანი.

2019 წლის სანდლები – ტრენდი

დიზაინერები 2019 წელს ყველა შესაძლო ვარიანტს გვთავაზობენ. მოდური, ორიგინალური ტენდენციები მრავალფეროვანია:

  • 90-იანი წლების ფეხსაცმელი მოდაში დაბრუნდა. მას ელეგანტური ქუსლი და ბევრი, წვრილი შესაკრავი აქვს, რომელსაც სხვადასხვა მიმართულება შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, თითების ან ტერფის მხარეს.
  • მოდაში კვადრატული ცხვირის მქონე ფეხსაცმელი დაბრუნდა. ასეთი გეომეტრიული მოდელი ტყავის ან ზამშის მასალისგან შეიძლება შეგხვდეთ. ფეხზე ორიგინალურად გამოიყურება.
  • დიზაინერებმა პლასტმასის გამოყენება დაიწყეს. მოდელი ელეგანტური, მაგრამ სასიარულოდ საკმაოდ პრაქტიკულია.
  • 2019 წელს შეიძლება შეხვდეთ მსხვილ ფოჩიან სანდლებს.
  • კიდევ ერთი ვარიანტი – თეატრალური ბუმბული. ეს ელემენტი ქუსლზე ან წინა ნაწილზე მაგრდება და რომანტიულ სტილს ქმნის.
  • საზაფხულო ვარიანტისთვის შეიძლება ზღვის თემატიკას შეხვდეთ. მაგალითად, ნიჟარები, ზღვის ვარსკვლავები.

2019 წლის სანდლები სქელ ძირზე

სპორტული სტილის სანდლები ხშირად არის წარმოდგენილი:

  • მათი გაფორმების დროს სხვადასხვა მასალა და შესაკვრელი გამოიყენება.
  • სპორტული ფეხსაცმელი სხვადასხვა ფერის ზედაპირით ხშირად არის გაფორმებული.
  • მსხვილი ლანჩის მქონე სანდლებზე შეიძლება გამჭვირვალე შესაკვრელებს შეხვდეთ. ასეთი სანდალი ლითონის დეტალებით ან ლაკონური შეფერილობით გაფორმებული შეიძლება იყოს.

2019 წლის სანდლები წვრილ ქუსლზე

წვრილი ქუსლი უცვლელი ტრენდია, რომელიც 2019 წელსაც არის წარმოდგენილი:

  • ეს ძალიან ელეგანტური, ქალური მოდელებია, რომლებიც სპეციალურად საღამოსთვის და წვეულებებისთვის არის შექმნილი.
  • მთავარი აქტუალური მოდელი გახდა ფართო, განივი აპკის და მარტივი შესაკვრელი წვრილი თასმებით. წვრილ ქუსლთან კომბინაციაში შესანიშნავად გამოიყურება.
  • ტრენდიაში ფეხსაცმელი, რომელიც კოჭზე წვრილი თასმებით მაგრდება.
  • მთავარი ფერებია გაჯერებული კენკრის, ხილის ან ყვავილოვანი ტონები.
  • წითელი ან შავი სანდლები მოდაში რჩება. მათ შორის სხვადასხვა ვარიანტით: ღია წითელი მუქ შინდისფრამდე.
  • შავი სანდლები შეიძლება ლითონის ქუსლით იყოს გაფორმებული.
  • ასეთი ფეხსაცმლის შიდა ნაწილში ნატურალური მასალა ხშირად გამოიყენება.
  • შესანიშნავ ვარიანტს წარმოადგენს რბილი და ნაზი ტყავი მინიმალური ნაკერებით.
  • საზაფხულო სანდლების შესანიშნავი ვარიანტია თეთრი ფერის მასალა, რომელიც ბევრი ბრჭყვიალით იქნება გაფორმებული.

2019 წლის სანდლები ტრაქტორის ძირზე

ახალგაზრდა გოგოებში ასეთი ვარიანტი საკმაოდ პოპულარულია:

  • ხშირად შავი ან თეთრი მოდელი გვხვდება. მასიური ძირის წყლობით უფრო უხეშად გამოიყურება, ამიტომ ელეგანტურობისთვის ზედა ტანსაცმელი სწორად უნდა შეარჩიოთ.
  • ასეთ ძირს ქუსლი შეიძლება არც ჰქონდეს. ხშირად თეთრი ძირი აქვს, მაგრამ შეიძლება სხვა ფერისაც შეგხვდეთ. მაგალითად შავი, კრემსფერი ან ყავისფერი.
  • ფეხსაცმელი ძალიან პრაქტიკულია და ტარების დროს თავს კომფორტულად იგრძნობთ.
  • დიზაინერებს ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ და ხშირად ღია ყვავილოვან პრინტებს იყენებენ.
  • ფიქსირება ქამრით ხდება, რომელიც წვივზე მაგრდება.

2019 წლის სანდლები დახურული ცხვირით

უფრო გრილი ამინდისთვის ასეთი მოდელის სანდლები შეუცვლელი გახდება:

  • შეიძლება სრულად დახურული იყოს ან მხოლოდ ქუსლი და ცხვირი ჰქონდეს დახურული.
  • ყველაზე პოპულარულ მოდელად ჰორიზონტალური შესაკვრელების მქონე სანდლები ითვლება. გვხვდება ორი შესაკვრელით, ერთი ვერტიკალური, მეორე ჰორიზონტალური.
  • კრემისფერი ან ხორცისფერი შეფერილობის სანდლები მოდური ვარიანტი იქნება.
  • გხვდება ღია ქუსლის და დახურული ცხვირის მქონე მოდელი. შეიძლება წვრილი ქუსლით ან ტანგეტკით, მსხვილი შესაკვრელით იყოს გაფორმებული.
  • დახურული ცხვირის მქონე სანდალი ტრაქტორის ძირზე ძალიან საინტერესოდ გამოიყურება.
  • მსგავსი მოდელი ვიწრო ჯინსებთან, საზაფხულო სარაფნებთან და ჰაეროვან კაბებთან მოდურად გამოიყურება.

2019 წლის სანდლები „კლდეზე“

ამ სეზონზე მოდაშია არა მხოლოდ დაბალი ძირის, არამედ მაღალი მოდელი:

  • ეს ტანგეტკის სხვადასხვა ვარიანტს წარმაოდგენს, რომელიც ვიწრო ფორმით ხასიათდება.
  • ძირი შეიძლება ბრჭყვიალა ან ლითონის ვარიანტის ჰქონდეს.
  • ასეთი დიზაინი ქალურობით გამოირჩევა და საღამოს ლუქისთვისს იდეალურია.

2019 წლის სპორტული სანდლები

აქტიური ცხოვრების წესის მქონე გოგოებში სანდალი-ბოტასი საკმაოდ პოპულარულია:

  • სპორტული მოდელი ნატურალური ტყავისგან იქმნება.
  • კომპანია Nike-მა ისეთი მოდელი შექმნა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას უძლებს. მასში რბილი ლანჩააა, საინტერესო დიზაინი აქვს, რაც ფეხზე ჰარმონიულად გამოიყურება.
  • ამ სეზონზე მოდაში სპორტული მოდელები სქელი პლატფორმით. ასეთ ფეხსაცმელს რბილი, წებოვანი შესაკვრელი აქვს.
  • ფერების მიხედვით არჩევანი დიდია. წელს სიახლეს ჯინსის სპორტული სანდლები წარმოადგენს, რომელიც კეტებს ჰგავს, მაგრამ ამასთან გვერდები სიმეტრიულად ამოჭრილი აქვს.

2019 წლის შავი სანდლები

წარმოუდგენლად პოპულარული გადაწყვეტილება:

  • მათ უდაო უპირატესობას უნივერსალურობა წარმოადგენს, რაც შავი ფერით და სხვადასხვა ფერებთან მისი შეხამებით არის განპირობებული.
  • მოსაწყენი სტილი რომ არ შექმნათ, შავ ფერს შეგიძლიათ სხვა ფერები შეუხამოთ, მაგალითად წითელი ან თეთრი.

2019 წლის თეთრი სანდლები

საზაფხული ლუქისთვის თეთრი ფერის ქუსლიანი ან უქუსლო, პლატფორმის ან ტანგეტკის ძირის მქონე სანდლის შერჩევა წაუგებელი ვარიანტია. ის ქალურ სიმსუბუქესთან და დახვეწილობასთან ასოცირდება. შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთი შეუხამოთ.

რა ჩავიცვათ სანდლებთან

ბევრი მოდის მიმდევარისთვის აქტუალურია საკითხი, თუ ქალური სანდლები რას შეუხამონ:

  • სხვადასხვა ვარიანტის თავისუფალი ლუქები საინტერესოდ გამოიყურება.
  • სანდლებთან შეგიძლიათ შორტები გრძელ კოსტიუმთან ერთად ჩაიცვათ. ეს ორიგინალური სტილია, რომელიც ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს.
  • საღამოს შეხვედრისთვის კოსტიუმი და მოტკეცილი შარვალი წაუგებელი ვარიანტი იქნება. ძალიან მოდურ და სექსუალურ სტილს შექმნით.
  • სანდლები და ყვავილებიანი პრინტების მქონე სარაფნები ერთმანეთს შესანიშნავად ეწყობიან. შეგიძლიათ მოკლე კაბა და გრძელქუსლიანი ან პლატფრომის მქონე სანდალი შეარჩიოთ.
  • მასიურ ფეხსაცმელთან შიფონის ტანსაცმელი გამოგადგებათ.

ქალური ლუქები სანდლებთან

საზაფხულო სანდლებთან მრავალფეროვანი ლუქის შექმნა შეიძლება:

  • ოფისისთვის შეგიძლიათ თეთრი პერანტი ან სწორი, შავი კაბა და ლაკონური, ერთი ფერის ფეხსაცმელი შეარჩიოთ.
  • სეირნობის დროს ღია ფერის სანდლებს უპირატესობა მიანიჭეთ. ტანსაცმელიდან კი მოკლე, უმკლავო სარაფანა შეარჩიეთ.
  • ქუსლებთან არა მხოლოდ კაბა, არამედ ჯინსი, მაისური ან მასიური კარდიგანი შეიძლება ჩაიცვათ.
  • ტრენდშია კომბინიზონი, რომელიც კონტრასტულ სანდლებს უხდება.
  • პერანგს ან ქვედაბოლოს თანამედროვე მოდელის ფეხსაცმელი შეუხამეთ.

Advertisement
ჯანმრთელობა9 hours ago

რა მოსდის თქვენ სხეულს, როცა ყველა სასმელს წყლით ანაცვლებთ

ტესტები9 hours ago

აირჩიეთ 1 სურათი და გაიგეთ თქვენი ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ

ჯანმრთელობა10 hours ago

დარიჩინი – წამალი 10 დაავადების წინააღმდეგ, დღეგრძელების სანელებელი

საკითხავი12 hours ago

ტუალეტში უნიტაზისა და ჩასარეცხი ავზის გვერდით კბილის პასტა მიდევს

ვიდეო12 hours ago

სპა პროცედურები თმის ბზინვარებისა და სიძლიერისთვის. მარტივი და ეფექტური მეთოდი.

თავის მოვლა12 hours ago

3 ნატურალური ჯადოსნური ზეთი კანის დაბერების საწინააღმდეგოდ

თავის მოვლა1 day ago

თუთიის პასტა – რაში გვეხმარება და როგორ გამოვიყენოთ სწორად ეს უნიკალური საშუალება

ტესტები2 days ago

ნებისმიერი სურვილი აგისრულდებათ, თუ…

ყვავილები2 days ago

თუ აგარაკზე ბოსტნეული დარგეთ, ეს რჩევები თქვენთვის ფასდაუდებელი იქნება

ჯანმრთელობა2 days ago

9 ნიშანი, რომ ორგანიზმში ცილების ძალიან დაბალი დონე გაქვთ

საკითხავი3 weeks ago

ფეხები ვაშლის ძმარში ჩააწყვეთ და დაავადებების შესახებ დაივიწყეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ვაშლის ძმარი ამ 10 დაავადებისგან გაგათავისუფლებთ

საკითხავი2 weeks ago

ასპირინის გამოყენების 7 უჩვეულო გზა, რომელთა შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა1 week ago

სახსრების ტკივილს ერთ დღეში ასე იქრობენ: შინაურული „სასწრაფო დახმარება“

ჯანმრთელობა4 weeks ago

ძლიერი სამკურნალო ბალახი ტვინის სისხლის მიმოქცევის, გულის, სისხლძარღვების, თირკმელზედა ჯირკვლების, სახსრების, კანის და თმისთვის

ჯანმრთელობა3 weeks ago

10 პროდუქტი, რომელიც შარდმჟავას კრისტალებს შლის და კურნავს პოდაგრას, კენჭებს, სახსრების ტკივილებს

სხვა3 days ago

ეს ყველაფერი ყველა ქალმა უნდა იცოდეს! შეინახეთ, დაგჭირდებათ

თავის მოვლა4 weeks ago

ძილის წინ თვალის ქვეშ სოდის წასმა უკვე ჩვევად მექცა. მიზეზის გაგების შემდეგ, თქვენც ასე მოიქცევით

ყვავილები2 weeks ago

5 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის – ისე გაიზრდება, როგორც არასდროს

საკითხავი7 days ago

წყალბადის ზეჟანგი: 30 არასტანდარტული გამოყენების მეთოდი

ტრენდული