ჯანმრთელობა
სანატორიუმის ექიმი: თუ ქალი 25-დან 70 წლამდეა, მან მაგნიუმის ქლორიდი ყოველდღე უნდა მიიღოს. ყოველგვარი ხრიკების გარეშე
თუ მოულოდნელად შეამჩნიეთ, რომ ძილი გაგიუარესდათ, განწყობის სწრაფი ცვლილება გაწუხებთ, წვრილმანებზე ღიზიანდებით და რაიმეს კეთების ძალა არ გაქვთ, თქვენ, სავარაუდოდ, მაგნიუმის დეფიციტი გაწუხებთ. რისთვის არის საჭირო ეს მინერალი და როგორ შევივსოთ მარაგი?
მაგნიუმის ქლორიდის ხსნარი
რატომ სჭირდება ყველა ქალს მაგნიუმი ისე, როგორც ჰაერი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მაგნიუმის დონეს ნორმაში შეინარჩუნებთ.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თანამედროვე ქალი სათანადოდ არ იკვებება. შედეგად – ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები ნაადრევად ჩნდება. ძალიან ხშირად ამ დაავადებებს ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი იწვევს.
მაგნიუმის დეფიციტი, როგორც რკინის ან კალციუმის დეფიციტი გავრცელებული მოვლენაა. ექიმები განგაშს ტეხენ, ეს ფაქტი საერთო სამედიცინო პრობლემა გახდა! 25 წლის შემდეგ ქალებს მაგნიუმის ქლორიდი სასიცოცხლოდ სჭირდებათ.
სად ავიღოთ ეს აუცილებელი მიკროელემენტი? პირველ რიგში, კვების პროდუქტებში. მაგნიუმის შემცველობით ლიდერი პროდუქტებია ზღვის წყალმცენარეები, ხორბლის ქატო, გოგრის თესლი, სეზამი, ნუში, არაქისი, ნიგოზი, ისპანახი, ლობიო, ფინიკი და მზესუმზირას თესლები.
თუ რაციონის შეცვლას ვერ ახერხებთ, მაგნიუმი ბიოდანამატის სახით უნდა მიიღოთ. ეს შეიძლება იყოს მაგნიუმის ქლორიდის წყლის ხსნარი ან მაგნიუმის ქლორიდის აბები.
რატომ სწორედ მაგნიუმის ქლორიდი? როგორც აღმოჩნდა, ეს ნაერთი არა მხოლოდ მაგნიუმის დონეს ზრდის. მაგნიუმის ქლორიდი კალციუმის სწორად ათვისებას ხელს უწყობს. ამ დანამატის ყოველდღიური მიღებით აპათიას, დაღლილობას და დეპრესიას დაამარცხებთ.
მაგნიუმის ქლორიდი უძველესი ზღვის ფსკერიდან ბუნებრივი მინერალია. ის ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სასარგებლო გავლენას ახდენს. ასევე ბუნებრივ ანტიდეპრესანტად ითვლება.
რით არის სასარგებლო მაგნიუმის ქლორიდი
1. სისხლს წმენდს, ორგანიზმში მჟავე-ტუტე ბალანსს არეგულირებს.
2. თირკმლებს წმენდს და კენჭებს და მარილებს დაგროვებაში ხელს უშლის.
3. ტვინის მუშაობას სტიმულირებს და ნერვულ ნაერთებს აძლიერებს.
4. დაღლილობას და გადატვირთვას შესანიშნავად ებრძვის.
5. სისხლძარღვებს წმენდს და გულის კუნთებს აძლიერებს.
6. ორგანიზმში კალციუმის ბალანსისთვის აუცილებელია.
7. “ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
8. ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას აფერხებს.
9. ყაბზობას კურნავს და წონის დაკლებას ხელს უწყობს.
10. სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის და ნაადრევ დაბერებას აფერხებს.
11. მენოპაუზის ნიშნებს ამცირებს და ჰორმონალურ ფონს აღადგენს. მენოპაუზის დროს აუცილებელია!
მაგნიუმის ქლორიდის გამოყენება შემდეგში მდგომარეობს. თქვენ დაგჭირდებათ მზა მაგნიუმის ქლორიდი აბების ან წვეთების სახით (აფთიაქში იყიდება), ან კრისტალური მინერალი (რომ ხსნარი თავად მოამზადოთ).
საკვები ხსნარის მომზადება საკმაოდ მარტივია. 30 გრ მაგნიუმის ქლორიდის კრისტალი აიღეთ და 1 ლ თბილ, მდუღარე წყალში გახსენით. აურიეთ და მინის ქილაში გადაასხით.
ხსნარი შემდეგი სქემით მიიღეთ. 40 წლამდე ქალებმა 1 ს/კ დღეში ერთხელ დილით, 40-დან 60 წლამდე ქალებმა – 2 ს/კ. 70 წლის შემდეგ მაგნიუმის ქლორიდი 2 ს/კ დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს მიიღეთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მაგნიუმის ქლორიდი უკუჩვენებულია წყლულოვანი კოლიტის, ქრონიკული დიარეას და მწვავე თირკმლის უკმარისობის დროს. დანამატის მიღება ანტიბიოტიკთან ერთად არ შეიძლება, ასე მისი ეფექტურობა შემცირდება. 12 წლამდე ბავშვებში მისი მიღება აკრძალულია.
გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, ის დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში თქვენ ნამდვილად მაგნიუმის დეფიციტი გაქვთ, თუ სხვა დაავადება. ამისთვის ზოგიერთი ანალიზის ჩაბარება მოგიწევთ.
ნებისმიერ შემთხვევაში სწორად კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა არ დაგავიწყდეთ. დიახ, ეს რთულია, მაგრამ ეს თქვენი ცხოვრებაა და დიდი ძალისხმევა უნდა გაწიოთ, რომ დაავადებების გარეშე დიდხანს ბედნიერად იცხოვროთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.