Connect with us

ჯანმრთელობა

სამკურნალო ბალახები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით თუ არა, რომ ბალახებით მკურნალობისას სჯობს ასტროლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. ასტროლოგები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ბალახები, რომლებიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანთან იდეალურ ჰარმონიას ქმნის.

სამკურნალო ბალახებსა და ასტროლოგიას შორის კავშირი მარტივია. ორივე უძველესი დროიდან ცნობილია. სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანს მცენარის მიმართ განსხვავებული მგრძნობელობა აქვს.

ვერძი

ვერძი ცეცხლოვანი ნიშანია, მისი სუსტი წერტილი – ნერვები. ნევრალგიის, თავის ტკივილის, ჰაიმორიტის, თვალის დაავადებებისკენ მიდრეკილება აქვს. ბალახები ვერძისთვის: თავის ტკივილს და დაძაბულობას აქრობს ბეგქონდარა, ანგელოზა, ბარამბო, პიტნა, კატაბალახას ფესვი. სისხლის გასაწმენდად და ვიტამინების მისაღებად სასარგებლოა კოწახური, ასკილი, ალოე, ღვია, ჭინჭრის ფოთლები.

კურო

კურო ნამდვილი გურმანია. მისი სუსტი ადგილი: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კისრის, ყელის და ტრაქეის დაავადებები. ბალახები კუროსთვის: ანისული, როზმარინი, მაიორანი – საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, კრაზანა და ფიჭვის კვირტები – სურდოს დროს; ბეგქონდარა, ტუხტი და პიტნა – დამამშვიდებელი და ანტიმიკრობული საშუალება.

ტყუპები

ყველაზე ეჭვიანი და მშფოთვარე ნიშნის დაუცველი ადგილი ნერვული სისტემაა. კანის დაავადებების, ნერვული სისტემის, ბრონქების, ფილტვების, მწვავე რესპირატორული ინფექციების, ლავიწი–მხრის სარტყლის ნევრალგიისკენ მიდრეკილება აქვს. ბალახები ტყუპებისთვის: ევკალიპტის ფურცელი, გვირილა, მზიურა, ძირტკბილა, კუნელი, კრაზანა, წითელი სამყურა, ვერბენა, ლაშქარა, ოხრახუში, კამა, კვლიავი, ცერეცო, სტაფილო, კატაბალახა.

კირჩხიბი

კირჩხიბის სუსტ ადგილად საჭმლის მომნელებელი სისტემა ითვლება. კრაზანა და ჭინჭრის ფოთლები კუჭის ტკივილის დროს სასარგებლოა, ხოლო გოგრა, სიმინდის ფუჩეჩი, ბაბუაწვერა და უკვდავა ნაღვლის ბუშტის ანთების დროს. მისთვის ყველაზე ეფექტურია ცაცხვის და ანწლის ყვავილები, ფხიჯა, სალბი, როზმარინი, დანდური.

ლომი

ლომის დაუცველი ადგილია გული და გულ–სისხლძარღვთა სისტემა. დაავადებები: იშემია, სტენოკარდია, ზურგის და მკერდის ტკივილი, ნევროზი, ნაღვლის ბუშტის დაავადებები. ბალახები ლომისთვის: ვირისტერფა, ოროვანდი, რომაული გვირილა, ცაცხვის ყვავილი, ანისული, ანგელოზა, პიტნა, ბაბუაწვერა, ცერეცო, კამა, ოხრახუში, პიტნა.

ქალწული

ამ ზოდიაქოს ნიშნის სუსტ ადგილად კუჭ–ნაწლავის ტრაქტი ითვლება. მისი დაავადებები: საჭმლის მონელების დარღვევები, კოლიტი. სასარგებლო ბალახები: მოცვი, მარწყვი, ლავანდა, პიტნა, სალბი, ლიმონის ვერბენა, როზმარინი, ბეგქონდარა, კატაბალახა, კრაზანა, ასისთავა.

სასწორი

სასწორს კარგი ჯანმრთელობა აქვს, მაგრამ შეიძლება შეაწუხოს შემდეგმა დაავადებებმა: ჰიპერტონია, თავის ტკივილი, თირკმლის და საშარდე გზების დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და მასთან დაკავშირებული დაავადებები. სასარგებლო ბალახები: ჟასმინი, პიტნა, მიხაკი, სამყურა, თავშავა, როზმარინი, ჭინჭარი, სამფერა ია, კოწახური, ფარსმანდუკი, სალბი, ვირისტერფა.

მორიელი

მორიელის სუსტი ადგილები: რეპროდუქციული ორგანოები, შარდსასქესო სისტემის დაავადებები, ჰეპატიტი, ბუასილი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, სწორი ნაწლავი. მისთვის სასარგებლოა: ასკილი, ცხრატყავა, კოჭა, გვირილა, ჩაგა, ჭინჭარი, აბზინდა, რეჰანი, მდოგვი, ჭანგა, მრავალძარღვა, ქინძი, ალოე.

მშვილდოსანი

მისი დაავადებები: რევმატიზმი, იშიასი, სისხლის დაავადებები, ღვიძლის, კუდუსუნის დაავადებები. ბალახები მშვილდოსნისთვის: ოროვანდის ფესვი, მინდვრის შვიტა, ღვიის ნაყოფი, კიტრის ბალახი, მთის ბარისპირა, იფანის ფესვი, ჭინჭარი, ზაფრანა, სალბი, ბეგქონდარა.

თხის რქა

თხის რქა გაღიზიანებული და ზედმეტად მოუსვენარია. საჭმლის მომნელებელი სისტემის, კბილების, კანის, ღვიძლის, ძვლის სისტემის, სახსრების, სურდოს დაავადებები აწუხებთ. ბალახები თხის რქისთვის: ჯენშენი, ელეუტეროკოკი, ლიმონურა, მოცვი, შავი მოცხარი, ბარამბო, ცხრატყავა, ღიღილო, მატიტელა, წიწვოვანი მცენარეები.

მერწყული

სუპერ აქტიური და ნერვული ნიშანი. ლიმფური სისტემის და სისხლის დაავადებების, ვარიკოზული გაფართოებული ვენების, ნერვული სისტემის აშლილობის და ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილება აქვს. მერწყულისთვის სასარგებლოა აბზინდა, თავშავა, ბარამბო, ფეიხოა, ჯენშენი, ლიმონურა, კუნელი, ფარსმანდუკი, კაკლის ფოთლები.

თევზები

განწყობის გასაუმჯობესებლად და დაღლილობის მოსახსნელად თევზებისთვის სასარგებლო მწვანე ჩაი ჟასმინით და რომაული გვირილის ყვავილებით. მისი სამკურნალო მცენარეა წითელი მოცვის ფოთლები, სალბი, პიტნა, თუთა, გულყვითელა, მარწყვი, ველური ვარდკაჭაჭა, წაბლი, ბირკავა, ზიზილა, ანისული, რომაული გვირილა, წიწიბურას ფესვი.

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით სამკურნალო ბალახების მიღება უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ. გამოყენების წინ ფიტოთერაპევტთან კონსულტანციის გავლა არ დაგავიწყდეთ.