Connect with us

საკითხავი

სამზარეულოს პირსახოცები იდეალურად თეთრი და ქათქათა გახდება, თუ მარტივ საშუალებებს გამოიყენებთ

დიასახლისებს სამზარეულოს პირსახოცების გარეცხვა ხშირად უწევთ, რადგან ეს ქსოვილები ადვილად ჭუჭყიანდება. ამასთან, სხვადასხვა თანამედროვე სარეცხი საშუალებებიც კი იდეალური სისუფთავის მიღწევაში ვერ გვეხმარება.

ჩვენ გამოცდილ, ბებიებს რეცეპტს გთავაზობთ, რომლის გამოყენების შემდეგ პირსახოცები იდეალურად თეთრი გახდება. ამასთან, ყოველგვარი ძალისხმევის და ფულის დახარჯვის გარეშე.

რეცხვა ფრანგულად

ზუსტად არ ვიცი, ლაქების ამოყვანის ამ მეთოდს სწორედ ასე რატომ უწოდებენ. შესაძლოა, ფრანგი დიასახლისებისგან ისწავლეს. ერთი რამ ცხადია: გარეცხილი ქსოვილის ხარისხი უბრალოდ შეუდარებელია!

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 5 ლ წყალი
  • 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ს/კ ნებისმიერი მათეთრებელი

როგორ გავრეცხოთ:

1. პირსახოცები წინასწარ რამდენიმე საათით ცივ წყალში ჩაალბეთ.

2. დიდ ქვაბში, ტაშტში ან ვედროში წყალი ჩაასხით. ჭურჭელი გაზზე შემოდგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.

3. შემდეგ ცეცხლი გამორთეთ. წყალს მათეთრებელი და ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

4. წინასწარ დასველებული პირსახოცები ამ ნარევში მოათავსეთ. აურიეთ და თავზე დაახურეთ. გაგრილებამდე დატოვეთ (კარგი იქნება, თუ მთელი ღამე გააჩერებთ).

5. შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ (შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ). წყალი კარგად გაავლეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ პირსახოცი ქათქათა გახდება.

ლაქების ამოსაყვან სახლის საშუალებაში მცენარეულის ზეთის არსებობამ არ შეგაშინოთ. მდუღარე წყალში ის გამხსნელის სახით იმოქმედებს და ქსოვილს არ დააზიანებს. ამის შესახებ ესპანელმა მწარმოებლებმა იცოდნენ, რომლებმაც გადამუშავებულ მცენარეულ ზეთზე დაფუძნებული სარეცხი გელი შექმნეს.

მთავარია, ქსოვილის ეტიკეტს ყურადღება მიაქციოთ: წყლის მაქსიმალურ რამდენ ტემპერატურაზეა დაშვებული რეცხვა. მდუღარე წყალში პირსახოცის მოთავსებამდე დარწმუნდით, რომ ქსოვილი ამით არ დაზიანდება.

რეცხვა მცენარეული ზეთით და სარეცხი ფხვნილით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 7 ლ წყალი
  • 2 ს/კ მათეთრებელი ან ლაქის ამომყვანი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ჭიქა სარეცხი ფხვნილი

როგორ გავრეცხოთ:

1. ქსოვილი წინასწარ ცივ წყალში დაასველეთ.

2. წყალი აადუღეთ და გაზიდან გადმოდგით. მათეთრებელი, ზეთი და ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

3. მზად ცხელ ნარევში ბინძური პირსახოცი მოათავსეთ. ჭურჭელს თავზე დაახურეთ და სრულ გაგრილებამდე დატოვეთ.

4. ამის შემდეგ ქსოვილი ჩვეული მეთოდით გარეცხეთ (შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ). წყალი კარგად გაავლეთ.

რეცხვა იაპონურად

ამ მეთოდს ძველი თაობის ბევრი დიასახლისი დღემდე იყენებს. მის მოსამზადებელ ინგრედიენტებს ნებისმიერ სახლში იპოვით. მათი კომპლექსური მოქმედება ყველა მოლოდინს აჭარბებს. ასეთი რეცხვა გამოდგება ქსოვილისთვის, რომელიც მაქსიმუმ 60 გრადუს წყალში შეიძლება გაირეცხოს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 6-8 ლ წყალი
  • 1 ს/კ ძმარი (9%)
  • 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი
  • 2 ს/კ სამარხვო ზეთი

როგორ გავრეცხოთ:

1. წყალი 60 გრადუსამდე გააცხელეთ ( უმჯობესია იქნება, თუ უკვე ადუღებულია. ამ შემთხვევაში უბრალოდ სასურველ ტემპერატურამდე გააგრილეთ).

2. წყალს მდოგვის ფხვნილი, კარაქი და ძმარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

3. მიღებულ სითხეში პირსახოცები ჩაალბეთ, კარგად აურიეთ და 10-12 საათი გააჩერეთ.

4. ამის შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. ცივი და ცხელი წყალის მონაცვლეობით პირსახოცს წყალი რამდენჯერმე გაავლეთ.

დუღილით

ეს დღემდე ყველაზე ცნობილი და პოპულარული მეთოდია. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად წყალს შემდეგი კომპონენტები დაუმატეთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 8 ლ წყალი
  • 2 ს/კ დიასახლისის საპონი ბურბუშელას სახით
  • 2 ს/კ ნატრიუმის კარბონატი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1-2 ს/კ მათეთრებელი

როგორ გავრეცხოთ:

1. დიდი უჟანგავი ფოლადის ქვაბში ან ვედროში წყალი ჩაასხით. წყალი 40 გრადუსამდე გააცხელეთ.

2. დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. მიღებულ ხსნარში პირსახოცები მოათავსეთ. ერთად დაახლოებით 15 წუთით ადუღეთ.

4. შემდეგ პირსახოცები ჩვეული მეთოდით გარეცხეთ, სასურველია მათეთრებელი საშუალებით. წყალი კარგად გაავლეთ.

საპონი, ზეთი და მდუღარე წყალი ჩამჯდარ ჭუჭყს ადვილად უმკლავდება. მათეთრებელი საშუალებით საკონტროლო რეცხვის შემდეგ სამზარეულოს პირსახოცების ცნობას ვერ შეძლებთ: ფერადი ნივთები უნაკლო ფერს მიიღებს, ხოლო თეთრი ვაფლის და თეთრეულის პირსახოცები იდეალურად ქათქათა გახდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement