Connect with us

ჯანმრთელობა

სალა მსოფლიოში ოფიციალურად ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად აღიარეს. აი, რატომ

სალა მსოფლიოში ოფიციალურად ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად აღიარეს. აი, რატომ

ცოტა ხნის მეცნიერებმა 1000-ზე მეტი ნედლი პროდუქტი გაანალიზეს, რომ მათი კვებითი ღირებულება შეეფასებინათ და აღმოაჩინეს, რომ სალა, ჩია, ნუში და ჭარხალი ერთ დონეზე არიან.

თითოეულ პროდუქტს „საკვები ქულა“ მიანიჭეს. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ ერთ-ერთი ეს პროდუქტი საკვები ღირებულების დღიური ნორმის დასაკმაყოფილებლად საკმარისია.

კვლევამ ტოპ 100 მკვებავი პროდუქტი დაასახელა, რომელთა შორის სალამ მე-8 ადგილი დაიკავა. ამასთან მან უკან მოიტოვა ისეთი პოპულარული პროდუქტები, როგორიცაა რუკოლი, ისპანახი, თინუსი, ორაგული და ნიგოზი!

აი, ყველაზე მკვებავი პროდუქტების პირველი ათეული:

1.ნუში (საკვები ქულა – 97)

2.ჩერიმოია (96)

3.წყნარი ოკეანის პერჩი (89)

4.კამბალა (88)

5.ჩიას თესლი (85)

6.გოგრის თესლი (84)

7.მანგოლდი (78)

8.სალა (73)

9.ჭარხალი (70)

10.წითელი ქორჭილა (69)

სალა B ჯგუფის ვიტამინების და მიკროელემენტების კარგი წყაროა.

გარდა ამისა, ის უფრო მეტად სასარგებლო ნახევრად გაუჯერებელი ცხიმია, ვიდრე ძროხის და ცხვრის ხორცი. რა თქმა უნდა, სალა ზომიერად უნდა მოიხმაროთ.

სალა არაქიდონორ მჟავას შეიცავს, რომელიც ოთხიდან ერთ-ერთი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავაა. არაქიდონური მჟავა ძვლის ქსოვილების სწორ მუშაობას უზრუნველყოფს, ძვლების უჯრედების ზრდაზე, გულის, თირკმლების მუშაობაზე პასუხისმგებელია და ქოლესტერინის მეტაბოლიზმში მონაწილეობს.

ასე რომ. თუ ვინმე სალის მოყვარულს გიწოდებთ, აღარ გეწყინოთ! თქვენ უფრო დიდხანს იცხოვრებთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement