Connect with us

ჯანმრთელობა

საკმარისია შვილების სოსისებით გამოკვება! მათი ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის წინაშეა

ამერიკელი ექიმები განგაშის სიგნალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გზავნიან:

საკმარისია ბავშვების სოსისებითა და ჰოთ-დოგებით გამოკვება!

სოსისი ძალზედ გავრცელებული და ყველასთვის საყვარელი პროდუქტია, თუმცა ახალი კვლევების თანახმად, ბავშვებში, რომლებიც ათობით სოსისს მიირთმევენ თვის განმავლობაში, ლეიკემიის განვითარების რისკი 9-ჯერ მეტია.

გარდა ამისა, მშობლები, რომლებიც ორსულობის დროს კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევენ ჰოთ-დოგს, საკუთარ შვილებს მოზარდობის ასაკში თავის ტვინის სიმსივნის განვითარების რისკის ქვეშ აყენებენ.

ამ შემთხვევაში, არც მამაკაცები წარმოადგენენ გამონაკლისს: მამები, რომლებიც ბავშვის ჩასახვამდე სოსისების სიყვარულით გამოირჩევიან, ასევე სიმსივნის განვითარების საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ მომავალ შვილებს.

რაშია პრობლემა? დანამატებში, რომლებსაც ”ნიტრატების” სახელწოდებით ვიცნობთ.

როგორც წესი, ნიტრატებს ბოტულიზმის (ინფექციური დაავადება) წინააღმდეგ საბრძოლველად ამატებენ, თუმცა სოსისების ხარშვის დროს ნიტრატები შედის ქიმიურ რეაქციაში ამინებთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნივთიერება სახელწოდებით ”N-ნიტროზო”, რომელიც სერიოზული კანცეროგენია.

თუ ხშირად იკვებებით სოსისებით, დროა შეზღუდოდ ყოველდღიურად მიღებული ამ პროდუქტის დოზა ან საერთოდ უარი განაცხადოთ მათზე.

კიდევ გინდათ სოსისის ჭამა?

არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.