ჯანმრთელობა
სადჰგურუმ მასწავლა, როგორ გამოვიყენო მიწის ძალა ჯანმრთელობისთვის
ზოგჯერ გვავიწყდება, რამდენად ძლიერი კავშირია ადამიანსა და ბუნებას შორის. ინდოელი იოგინი, სადჰგურუ ამბობს, რომ ჩვენი სხეული მხოლოდ მიწის ნაწილია. ხალხი ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს, სანამ თავად დავიწყებას არ მიეცემა. მისტიკოსის თქმით, ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისთვის მიწასთან კონტაქტი არ უნდა გავწყვიტოთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის მიწასთან კავშირის ქონა მნიშვნელოვანი.
ადამიანის კავშირი ბუნებასთან
მიწასთან კონტაქტის ნაკლებობამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. სისუსტე, ჯანმრთელობის გაუარესება, მთელი სხეულის დესტაბილიზაცია. ამის თავიდან ასაცილებლად საკმარისია სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ, მიწასთან, მცენარეებთან და წყალთან იმუშაოთ.
სადჰგურუ დარწმუნებულია, რომ ორგანიზმის განახლების და რეგენერაციის პროცესის ჩართვა ძალიან ადვილია. ამისთვის მიწას ყოველდღე კავშირი უნდა გქონდეთ: უბრალოდ მიწას ხელები დაადეთ. მდიდრები სპა ცენტრებში ფულს ხარჯავენ, სადაც ტალახის აბაზანებს იღებენ. ეს აუცილებელი არაა, რადგან გარეთ ბუნება უფასოა.
როცა თქვენი ხელისგულები და შიშველი ტერფები მიწას ეხება, ეს თქვენს მსოფლმხედველობას ცვლის. თუ კონტაქტი წლების განმავლობაში გაწყვეტილია, სხეული მთლიანობის დაკარგვას იწყებს. ადამიანის ორგანიზმს ბევრი რამ შეუძლია. ამ შესაძლებლობებს ადამიანი თავად კარგავს.
სადჰგურუს რჩევები
ინდოელი მისტიკოსი გირჩევთ, რომ სადილობის და ვახშმობის წინ შესაძლებლობის მიხედვით ისეირნოთ. იდეალურია, თუ ნახევარი საათი ბალახზე ფეხშიშველა ივლით. ასე მიწასთან კავშირს დაამყარებთ და მომავალი ტრაპეზისთვის განეწყობით. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეთი სეირნობით საჭმლის მომნელებელი სისტემა უკეთ ამუშავდება. შედეგად, საკვებიდან ყველა მკვებავ ნივთიერებას უკეთ აითვისებთ.
მიწაზე ფეხშიშველა სიარული ახალი მოდური ტენდენცია ხდება. ამ თემაზე ბევრი სამეცნიერო კვლევა უკვე არსებობს. მაგალითად, საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციამ Quartz მიწის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. მკვლევარების თქმით, მიწას მიკრობიომი აქვს, ამიტომ ანტიდეპრესანტის როლს ასრულებს.
სადჰგურუ ბავშვების მიწასთან კონტაქტის აუცილებლობას ხაზს უსვამს. ასე კოორდინაცია და წონასწორობა, ასევე გონებრივი შესაძლებლობები უმჯობესდება. ტერფებზე ბევრი მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებაა. როცა ბავშვის ფეხები მიწას ეხება, გარემოს უკეთ აღიქვამს და საკუთარ სხეულს უკეთ აცნობიერებს.
ფეხშიშველა სიარული ადამიანის სიმარდეს აუმჯობესებს. ფეხის კუნთებს აძლიერებს და ტრავმის მიღების რისკს ამცირებს. ჩვენს სხეულს საკუთარი მეხსიერება აქვს. მისტიკოსის თქმით, ის მენტალურ მეხსიერებაზე უფრო მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი ყოველდღე მიწას შეეხება, სხეული დაიმახსოვრებს, რომ მარადიული არაა. ეს სულიერი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იოგინი საინტერესო რჩევას აძლევს მათ, ვინც ხშირად ავადმყოფობს. თუ ორგანიზმი დასუსტებულია, იატაკზე დაწოლა სცადეთ. რაც უფრო ახლოსაა ადამიანი მიწასთან, მით უკეთ იგრძნობს თავს. სადჰგურუს აზრით, მთელი ჯანმრთელობის 80% გარე სამყაროსთან კონტაქტზეა დამოკიდებული.
ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირის გადაჭარბებით შეფასება რთულია. წყალი, მიწა, ცეცხლი, ჰაერი და სივრცე – 5 ელემენტია, რომელზეც ყველა ადამიანის კეთილდღეობაა დამოკიდებული. თუ ადამიანი ამ ყველაფრის მხარდაჭერას ახერხებს, სირთულეები ვერ შეაშინებს.
იოგინი მოგიწოდებთ, რომ ამ ელემენტებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. „უბრალოდ თითოეულს პატივი ეცით“. პლანეტას ჩვენი სიყვარული სჭირდება, რადგან ის ვართ ჩვენ. საკუთარ თავს ჰკითხეთ, როდის გქონდათ ბუნებასთან კონტაქტი ბოლოს? ბევრი ქალაქელისთვის ეს ფუფუნება გახდა, მაგრამ ეს კავშირი ჩვენი სიცოცხლის მთავარი წყაროა.
იმედი გვაქვს, შთაგაგონეთ, რომ სუფთა ჰაერზე და გარემომცველ სამყაროსთან მეტი დრო გაატაროთ. გაიხსენეთ, რამდენ ძალას გვაძლევს მიწა ფეხქვეშ. ეს ძვირი ღირს!