ჰოროსკოპი
რჩევები, როგორ შეხვდეთ 2022 წელს, რომ კეთილდღეობაში იბანავოთ
2022 წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ვეფხვის წელი სარგებელს და ბედნიერებას გვპირდება, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც გარკვეულ წესებს დაიცავს. მტაცებლის შემოსვლისთვის ღირსეულად მომზადება აუცილებელია, რომ მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.
Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა იცოდეს ყველამ საახალწლო ხაზის გადაკვეთისას: როგორ მოვამზადოთ სახლი, სად და რაში შევხვდეთ ვეფხვის წელს და როგორ აღვნიშნოთ დღესასწაული. სახლის და სამუშაოს საქმეებში დრო სწრაფად გადის, ამიტომ უკვე ახლა ჩაინიშნეთ.
როგორ მოვამზადოთ სახლი საახალწლოდ
დამდეგ წელს საფულე სავსე რომ იყოს და სულში სიმშვიდე სუფევდეს, გენერალური დალაგება მოაწყვეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სახლი გაწმინდოთ:
- გატეხილი ნივთებისა და გაბზარული ჭურჭლისგან: ისინი სახლში ენერგეტიკას აფუჭებენ და ქაოსს და არეულობას იწვევენ.
- უსარგებლო ჩეკებისგან, რომ სახლში სიღარიბე არ მოიზიდოთ.
- ვაგადასული პროდუქტებისა და მედიკამენტებისგან, რომ ახალ წელს ყველა დანაყრებული და ჯანმრთელი იყოს.
- ძველი ჟურნალ–გაზეთებისგან, რომ თქვენი სახლის კარი კარგი ახალი ამბებისა და მოვლენებისთვის გაიღოს.
რაში შევხვდეთ ვეფხვის წელს
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზარის რეკვისას სანუკვარი სურვილი უნდა ჩაიფიქროთ და შამპანურის ჭიქაში ოქროსფერი მონეტა ჩააგდოთ: ბედნიერებისა და სიუხვისთვის. ბუნებრივია, ახალ წელს სწორ ფერებში უნდა შეხვდეთ.
ცვლილებებზე განეწყვეთ, რადგან ცისფერი ვეფხვი ცვალებადობის სიმბოლოდ ითვლება. აზრობრივად მოემზადეთ, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ძლიერი მტაცებლის დასამშვიდებლად ვეფხვის შეფერილობის ელემენტები შეარჩიეთ:
- ყვითელი
- ნარინჯისფერი
- შავი
- ოქროსფერი
- ქვიშისფერი
- ყავისფერი
რა თქმა უნდა, ლურჯის ყველა შეფერილობას, მათ შორის ფირუზისფერს და ნაცრისფერს, 2022 წლის მასპინძელი მიესალმება. არ დაგავიწყდეთ, რომ 2022 წყლის ვეფხვის წელია! მას ჩაცმულობაში ტალღების და ზოლების ელემენტები, მარგალიტის ან ლითონის აქსესუარები მოეწონება.
რისი ჩაცმა არ შეიძლება ახალ 2022 წელს
ვეფხვს კაშკაშა ხელოვნური (ნეონის) ფერები არ მოეწონება. ასევე იისფერი ჩაცმულობის და აქსესუარების გაკეთება არ ღირს.
როგორ გავშალოთ საახალწლო სუფრა ვეფხვის წელში?
სუფრის გაფორმება წელს ალუბალია ტორტზე! თეთრი გადასაფარებელი და ხელსახოცები აირჩიეთ, შეგიძლიათ ოქროსფერი ჩანართებით გამოიყენოთ. ასეთი დღესასწაული კლასიკურ ფერებს მოითხოვს: წითელი და მწვანე. წელს სჯობს აქცენტად გამოიყენოთ და არა მთავარ ელემენტებად. სანთლები აანთეთ, ახლა ნებისმიერი გემოვნების შეგიძლიათ იპოვოთ: ვერცხლისფერი, ოქროსფერი, საყვარელი პასტელური თასმებით და ლენტებით.
მაგიდაზე ხილი (ფორთოხალი, მანდარინი, ხურმა) აუცილებლად დადეთ. ეს იშვიათი წელია, როცა ხორცი ნებისმიერი სახით მისასალმებელია. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი გმირი მტაცებელია. სწორედ ამიტომ, რაც უფრო მეტ ხორციან კერძს მოამზადებთ, მით უკეთესი! ძროხის, ღორის, კურდღლის, ქათმის ხორცი – მნიშვნელობა არ აქვს, თავად აარჩიეთ.
მწვანე სალათები არ უგულებელყოთ. ვეფხვი მწვანილს პატივისცემით ეპყრობა. სურნელოვანი ტოტებით გაფორმება ეფექტური გადაწყვეტილებაა.
სად შევხვდეთ ახალ 2022 წელს
ვეფხვის წელს შეგიძლიათ სახლში ან სტუმრად შეხვდეთ. ერთი მნიშვნელოვანი პირობა: ხმაურიან კომპანიებს მოერიდეთ. ცხოველი თავისი ბუნებით მარტოხელაა და ბრბოში თავს უხერხულად გრძნობს. საუკეთესო ვარიანტია, თუ სუფრაზე მხოლოდ ახლობლები ან ნათესავები შეიკრიბებიან.
სახლის სწორად გაფორმება
ის, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი სახლი საახალწლო დღესასწაულზე, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ წლის გმირმა თავი მყუდროდ რომ იგრძნოს, მისთვის მშვიდი და კომფორტული ატმოსფერო უნდა შექმნათ. არანაირი მყვირალა ნივთები და ფერები, ისინი სახლში შფოთვას იწვევენ. ვეფხვს, როგორც ყველა კატას, ბალახზე მზეზე წოლა უყვარს. იმიტაცია გააკეთეთ: დეკორატიული ბალიშები, რბილი პლედები დააწვეთ: ეს მყუდროდ და ლამაზად გამოიყურება. ვეფხვს მოეწონება, თუ ყველაფერი სიმწვანეში იქნება. მაგრამ არაფერი ხელოვნური! მხოლოდ ნატურალური გვიმრა, პალმა და სხვა ფოთლოვანი მცენარე.
რაც შეეხება თავად 2022 წელს, საბოლოოდ გლობალური ცვლილებები შეიძლება გადაწყდეს. ზუსტად ის, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით. სამუშაო ადგილის ან საქმიანობის სფეროს შეცვლა სასიამოვნოა. ახალი სპეციალობა და უნარები აითვისეთ, აქტიურად წინ იარეთ. სხვა ყველაფერთან ერთად, ვეფხვის წელში ახალ ადგილას გადასვლა წარმატებული გადაწყვეტილებაა: ბინის, რეგიონის ან ქვეყნის შეცვლა.