Connect with us

ყვავილები

რჩევები, როგორ მოუაროთ დეკემბერას, რომ ჯადოსნურად აყვავილდეს

ოთახის მცენარე დეკემბერა ტროპიკული ზაფხულის, ნოემბერი–დეკემბრის პერიოდში, ლამაზი ყვავილებით იფარება და იანვრის ბოლომდე თავისი სილამაზით გვახარებს. პოპულარული მცენარე ცივი სეზონის პირქუშ დღეებს აფერადებს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, როგორ იზრუნოთ დეკემბერაზე სწორად.

დეკემბერა ტყის კაქტუსის სახეობაა. შობის დღესასწაულზე ყვავილობს, ამიტომ საშობაო ყვავილს უწოდებენ. უპრეტენზიო მცენარეა. მის ლამაზ ყვავილებს იასამნისფერ–ვარდისფერი ან წითელი შეფერილობა შეიძლება ჰქონდეს. ყვავილი მხოლოდ 1–2 დღე ძლებს, მაგრამ საკმაოდ ბევრი ყვავილის გამო ყვავილობა 4–5 კვირა გრძელდება.

სწორი მოვლის პირობებში გაზაფხულზე კიდევ ერთხელ შეიძლება იყვავილოს. 20 წელი შეუძლია იცოცხლოს და ყვავილებით დაიფაროს.

განათება მცენარისთვის მნიშვნელოვანია. გაფანტული სინათლე მოსწონს, მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. ოთახი რეგულარულად უნდა გაანიავოთ.

ყვავილობის პერიოდში +18-20 გრადუსი სითბო სჭირდება, სხვა დროს – +12-16 გრადუსი. თუ დეკემბერას დარგვას აპირებთ, ფხვიერი მიწა და დრენაჟის ფენა შეურჩიეთ. 10-12 სმ დიამეტრის ქოთანი გამოიყენეთ.

დეკემბერას მოვლა

ზაფხულში რეგულარულად, მაგრამ ზომიერად მორწყეთ. დროდადრო დანამეთ. მცხუნვარე ზაფხულში თბილი შხაპითაც გაახარეთ. ასე თვეში ერთხელ გააკეთეთ.

შემოდგომასა და ზამთარში იშვიათად მორწყეთ. ორ კვირაში ერთხელ საკმარისია. ქოთნის მიწას დააკვირდით. ზომიერად სველი უნდა იყოს.

გაზაფხულსა და ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ გამოკვებეთ. კაქტუსის და ყვავილოვანი მცენარის უნივერსალური სასუქი გამოიყენეთ. მორწყვის შემდეგ და მის დროს გამოიყენეთ. ყვავილობის დაწყებამდე სასუქის მიწოდება აკრძალულია.

2–3 წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე მცენარე გადარგეთ. კაქტუსისთვის შესაფერისი მიწა შეარჩიეთ. ვერმიკულიტი და მდინარის ქვიშა დაუმატეთ. დრენაჟად კერამზიტი გამოიყენეთ.

თუ გსურთ, რომ ყვავილობა დიდხანს გაგრძელდეს, სიმშვიდის პერიოდში გადაჭერით. შერჩეული ნაწილები ფრთხილად მოაშორეთ. იმ ადგილას გადაჭერით, სანამ მცენარის სხვა სეგმენტებს უკავშირდება. აყვავებულ მცენარეს ხელი არ ახლოთ.

საინტერესო ფაქტები

ასტროლოგები ამ ყვავილს სასწორის მცენარედ მიიჩნევენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყვავილს შეუძლია ცუდი ენერგია დადებითად გარდაქმნას. ადამიანში ღრმად დამალულ სიკეთესაც აღვივებს.

მცენარე კარგია სახლში, სადაც ხშირად უთანხმოება და კამათია. ლამაზი ყვავილი ბინის ენერგეტიკას დაარეგულირებს. ბოროტ ადამიანსაც იმორჩილებს და უფრო ლმობიერს ხდის. კარგია, თუ დეკემბერას სახელმწიფო მოხელის ან ფსიქოლოგის კაბინეტში ადგილს მიუჩენთ. დეკემბერა ადამიანს დაავადებებისგან იცავს, ალერგიას და უძილობას კურნავს.

Advertisement