Connect with us

ყვავილები

რჩევები კამის და ოხრახუშის აგვისტოში დასათესად: 5 დღეში აღმონაცენი გამოჩნდება

საზაფხულო სუფრა ახალი მწვანილის გარეშე წარმოუდგენელია. სანამ შესაძლებელია, რაციონში ჩართეთ ვიტამინებით მდიდარი კამა, ოხრახუში, ქინძი და მწვანე ხახვი. მწვანილი კერძს არა მხოლოდ გემრიელს და არომატულს, არამედ სასარგებლოს ხდის. როგორ გავზარდოთ კამა და ოხრახუში აგვისტოში?

აღმოჩნდა, რომ ღია გრუნტზე ახალი მწვანილის მოსავლის აღება მთელი ზაფხული შეიძლება. რამდენიმე ხრიკის ცოდნა დაგეხმარებათ, რომ აგვისტოში კამა და ოხრახუში გაზარდოთ. Alltime.ge–ს რედაქცია სასარგებლო ინფორმაციას სიამოვნებით გიზიარებთ. წვნიანი და ახალი მწვანილი პირდაპირ ბოსტნიდან მალე თქვენს მაგიდაზე აღმოჩნდება.

როგორ გავზარდოთ კამა აგვისტოში: მარტივი წესები

კამის და ოხრახუშის თესლი აუცილებლად ჩაალბეთ, სანამ აგვისტოში დათესავთ. გთავაზობთ ორ მეთოდს ასარჩევად.

ხის ნაცარი

1 ს/კ ხის ნაცარი 1 ლ წყალში გახსენით. ხსნარი 2 დღე გააჩერეთ. მწვანილის თესლი ქსოვილში გაახვიეთ და მზა ხსნარში მოათავსეთ. დასათესი მასალა ხსნარში 5-7 საათით გააჩერეთ.

კალიუმის პერმანგანატი

თუ ხის ნაცარი არ გაქვთ, სააფთიაქო მარგანცოვკა (კალიუმის პერმანგანატი) გამოიყენეთ. მწიკვი საშუალება წყალში გახსენით ისე, რომ ვარდისფერი სითხე მიიღოთ. თესლი ხსნარში მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩაალბეთ. ამის შემდეგ მწვანილი დათესეთ.

დათესვიდან უკვე მე-5 დღეს თქვენი მწვანილი აღმოცენდება. საუკეთესო პირობები შეუქმენით. დროულად მორწყეთ და გამოკვებეთ, მავნებლების წინააღმდეგ დამუშავება არ დაგავიწყდეთ. მწვანილისთვის მიწა 20 გრადუსამდე გამთბარი უნდა იყოს. ასეთ პირობებში ახალ მწვანილს უკვე 2 კვირის შემდეგ დაკრეფთ.

როგორც ხედავთ, კამა აგვისტოში მარტივად შეგიძლიათ დათესოთ. თუ ახალი მწვანილის სეზონის გახანგრძლივება გსურთ, საქმეს შეუდექით. გარდა ამისა, მწვანილი არა მხოლოდ აგარაკზე, არამედ ქალაქში სახლის მახლობლად პატარა ნაკვეთზე შეგიძლიათ გაზარდოთ. რომელ კერძებს უმატებთ ახალ მწვანილს?

Advertisement