Connect with us

ყვავილები

რჩევები ბადრიჯნის ძლიერი ნერგების გასაზრდელად: ჩემსას ყინვები არ აშინებს

ზოგჯერ რთულია ზოგიერთი მებაღის იმედგაცრუების სიტყვებით გადმოცემა, რომლებიც ბადრიჯანს ნერგებით პირველად ზრდიან. მიწას აგროვებენ, თესავენ, რწყავენ, მზეზე დებენ და სასწაულს ელოდებიან. სამწუხაროდ, ასე მარტივი არაა და სათანადოდ მომზადება სჭირდება.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მეზობლების შესაშურ მოსავალს მიიღებთ. მსხვილი, ხორციანი ნაყოფი, რომელსაც სეზონზე ვერ დაამთავრებთ. საყინულეში ადგილის გათავისუფლება და ბადრიჯნის შენახვა მოგიწევთ.

ბადრიჯნის ნერგის გაზრდის წესები

პირობითად მომზადება 5 ეტაპად დავყოთ, თითოეული მდიდარი მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თესლი

თესლი მიზნის შესაბამისად უნდა შეარჩიოთ. აირჩიეთ სახეობა, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. გახსოვდეთ, რომ მაღალმოსავლიანი სახეობა ძალიან მომთხოვნია. არ გარისკოთ, თუ ნაკვეთზე ნაკლებად ნაყოფიერი მიწა გაქვთ და მოსავლელად მზად არ ხართ.

კიდევ ორი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი: გამძლეობა და შენახვის ვადა (პერიოდი, როცა ამა თუ იმ სახეობის ბოსტნეული სავაჭრო გარეგნობას ინარჩუნებს). თუ გასაყიდად ან შესანახად ზრდით, მაღალი შენახვის ვადის მქონე სახეობა შეარჩიეთ.

Advertisement

მიწა

არაფერი უჩვეულო: ნერგის მიწა უნდა იყოს ნაყოფიერი, ფხვიერი და მსუბუქი. მოსამზადებლად დეზინფიცირებული ბოსტნის მიწა, ქვიშა, ნერგის გრუნტი და ცოტა ვერმიკულიტი თანაბარი რაოდენობით აურიეთ. PH დონე ნეიტრალური უნდა იყოს.

დამუშავება

დათესვამდე თესლი უნდა დაამუშავოთ, რომ დაავადებებთან ბრძოლის უნარი გაზარდოთ. 100 მლ წყალი და 3 მლ წყალბადის ზეჟანგი აურიეთ და 40 გრადუსამდე შეათბეთ. თესლი ხსნარში 10 წუთით გააჩერეთ. ასე დასათესად მოამზადებთ.

დათესვის დრო

რთული სათქმელია, როდის დათესოთ თესლი, რადგან თითოეულ სახეობას თავისი დრო აქვს. თუმცა ნერგის დათესვა შეგიძლიათ მარტის შუა რიცხვებიდან, რადგან ბოსტნეული სითბოს მოყვარულია და დაახლოებით 25 გრადუსი სითბო სჭირდება.

მოვლა

Advertisement

ბადრიჯნის ზედმეტად მორწყვა ნამდვილად არ ღირს, ეს არ უყვარს. ძალიან ფრთხილად უნდა მორწყათ, რომ მიწა არ გადარეცხოთ. წვიმის წყალი საუკეთესოა, უკიდურეს შემთხვევაში – მინიმუმ 24 საათით დაყენებული. დღის სინათლე 12 საათი უნდა გაგრძელდეს. თუ ძალიან ადრე დათესეთ, ნათურა გამოიყენეთ.

კვებაც მნიშვნელოვანია. პირველად დათესვიდან მე-7-10 დღეს ან მე-10-12 დღეს უნდა ჩატარდეს (თუ ჯგუთვა გამოიყენეთ). ფოსფორის შემცველი სასუქი, მაგალითად, ყვითელი „კრისტალონი“ (1 ს/კ 10 ლ წყალზე) გამოიყენეთ. ეს ფესვების ძლიერი სისტემის ფორმირებისთვის სჭირდება.

შემდეგ 7-10 დღეში ერთხელ მწვანე მასის გასაზრდელად გამოკვებეთ. გამოგადგებათ „კრისტალონი“  ნიშნით „განსაკუთრებული“, სპეციალურად ფოთლების გასაზრდელად.

შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ნერგი მზადაა! მიწა კარგად შეარჩიეთ და დარგვა არ იჩქაროთ, რადგან კარგად უნდა გათბეს. ვიმედოვნებთ, რომ სასარგებლო რჩევები მიიღეთ, ხოლო თქვენი ნერგი ბადრიჯნის უხვი მოსავლით გაგახარებთ.

Advertisement