Connect with us

ყვავილები

რჩევა, როგორ გამოიყენოთ ქრისტესისხლა ბოსტანში მავნებლების წინააღმდეგ

ქრისტესისხლას ნაყენს ხალხურ მედიცინაში მეჭეჭების გასაქრობად იყენებენ. ბოსტანში მისი ნაყენი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ ქრისტესისხლას ნაყენი მცენარეების დასაცავად.

თუ აგარაკზე ბოლქვიან მცენარეებს, მაგალითად, ხმალას ზრდით, ქრისტესისხლა გამოგადგებათ. მისი დახმარებით ყვავილს მავნებლებს მოაშორებთ.

ახალი ქრისტესისხლას ნაყენი

მცენარე ყვავილობის პერიოდში (მაისი–ივნისი) განსაკუთრებით სასარგებლოა. ამ დროს მწერებთან და დაავადებებთან საბრძოლველად ყველაზე მეტად ეფექტურია. 4-5 მცენარე ფესვებიანად ამოთხარეთ. წვრილად დაჭერით და 1 ვედრო წყალში მოათავსეთ. 15 წუთის შემდეგ ყავისფრად შეფერილი წყლით ბოსტანი დაამუშავეთ. ამ ნაყენით ბუგრებს და ფრთათეთრებს მოიშორებთ.

ხმელი ქრისტესისხლას ნაყენი

ქრისტესისხლა ყვავილობის პერიოდში შეგიძლიათ დაკრიფოთ და მზეზე გაახმოთ. ნაყენის მოსამზადებლად 300 გ ხმელი მცენარე 1 დღით დააყენეთ, შემდეგ მიწა დაამუშავეთ. სითხეს მცენარის დარგვამდე ბოლქვების სადეზინფექციოდ იყენებენ. 2 საათით ხსნარში გაჩერება საკმარისია.

თუ უფრო კონცენტრირებული ნაყენის მომზადება გსურთ, 0,5 კგ ხმელი მცენარე 1 ვედრო წყალში მოათავსეთ. ასეთი ხსნარით ზრდასრული ბოლქვიანი მცენარეები დაამუშავეთ. სეზონზე 2–ჯერ გამოიყენეთ. თხუნელების დასაფრთხობად ქრისტესისხლა მულჩის სახით გამოიყენეთ.

ნაყენის სახით უფრო ეფექტურია, რადგან დროებით მისი შენახვა შეიძლება. ყვავილი 4 ეტაპად შეგიძლიათ დაამუშავოთ. პირველად, როცა მცენარეს 2-3 ფოთოლი აქვს. მეორედ, როცა მცენარეს 5-6 ფოთოლი აქვს. მესამედ ყვავილობის პერიოდში და ბოლოს ყვავილობის დასრულების შემდეგ.

Advertisement