Connect with us

ჰოროსკოპი

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს დაამახსოვრდებათ 2021 წელი მთელი ცხოვრება

„ვირთხის წელში უკვე საკმარისი სიურპრიზები მივიღეთ. მთელი იმედი ახალ წელზე მაქვს!“ – მოვისმინე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ნამდვილად მსურს დავიჯერო, რომ წინ მხოლოდ საუკეთესო ცვლილებები გველოდება. ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2021 წლის პროგნოზს გადავხედე და დავფიქრდი: „კარგია, რომ 2021 წელი შეუპოვრობით, ლოგიკით და ძალის ტრიუმფით გამოირჩევა“.

დღეს Alltime.ge გიამბობთ, თუ როგორი იქნება თეთრი მეტალის ხარის წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ყველაფერი სიყვარულის, კარიერის შესახებ და არა მხოლოდ!

2021 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

2021 წელს ვარსკვლავები სტატუსის შეცვლას და ბევრ სასიამოვნო მოგზაურობას გპირდებათ. ყველაფერი კარგად რომ დასრულდეს, აგრესია შეამცირეთ, კონფლიქტებს თავი აარიდეთ და უფროსებს მეტად მოუსმინეთ. მეტალის ხარის წელში იმპულსურობა და გაძლიერებული მგრძნობელობა უნდა გააკონტროლოთ.

კურო

ეს წელი ფინანსურ ასპარეზზე წარმატებას მოგიტანთ. ამისთვის ბევრი მუშაობა მოგიწევთ, ჯილდოს უფრო შემოდგომაზე მიიღებთ. სასოწარკვეთის მომენტებში დახმარება ახლო წრეში ეძებეთ.

ტყუპები

ზაფხულიდან დაწყებული ტყუპებს თითქმის ცხოვრების ყველა სფეროში გაუმართლებს. წლის მეორე ნახევარი სჯობს მეორე ნახევრის პოვნას დაუთმოთ. თუ უკვე ნაპოვნი გყავთ, დროა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. ძლიერი ჯანმრთელობა გექნებათ!

კირჩხიბი

კირჩხიბისთვის ეს წელი ცვლილებებით და სასიამოვნო მოულოდნელობებით იქნება სავსე. დაბრკოლებები იქნება და მათ გადასალახად ვარსკვლავები გირჩევენ წლის დასაწყისში თავით სამსახურში გადაეშვათ. ყველა გადაწყვეტილებაზე კარგად დაფიქრდით, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ხელიდან გაუშვებთ.

ლომი

უკვე წლის დასაწყისში საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია დაბრკოლებები და სირთულეები. მათ აღმოსაფხვრელად პარტნიორს მოუსმინეთ და მისი თხოვნები არ უგულებელყოთ. ჩანაფიქრის გასახორციელებლად საკმარისი ფული გექნებათ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

ქალწული

მეტალის ხარის წელში გაგიმართლებთ. ეს წელი უბრალოდ შექმნილია ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, ოჯახთან ურთიერთობისთვის და შინაურული კომფორტის შესაქმნელად. 2021 წელს დაწყებული რემონტი ბედნიერებას და კარგ განწყობას მოგიტანთ. ჯანმრთელობა რომ არ გიმტყუნოთ, დილით ვარჯიში, ძილის და დასვენების რეჟიმის დაცვა არ დაგავიწყდეთ.

სასწორი

2021 წელს ისეთი პირობები შეიქმნება, რომ ტოქსიკური ადამიანებიდან თქვენი წრის გაწმენდა მოგიწევთ. ფინანსური კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი წელი იქნება. შეგიძლიათ საკუთარ თავს ძვირადღირებული შესყიდვების უფლება მისცეთ და უძრავი ქონებაც შეიძინოთ. ხელსაყრელია ბიზნესის დაწყება და სამსახურის შეცვლა.

მორიელი

თუ წლის პირველ ნახევარში სამოგზაუროდ წასვლას შეძლებთ, თუნდაც მივლინებით, გარემოს ყურადღებით დააკვირდით – მათ შორის აღმოაჩენთ ადამიანს, რომელიც თქვენს კარიერას კარდინალურად შეცვლის. პირად ცხოვრებაში ბევრ რომანტიკას და სასიამოვნო მომენტებს ელოდეთ, მაგრამ მეორე ნახევრის მოსაზრებებს მოუსმინეთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები პროდუქტიულ და ჰარმონიულ წელს გპირდებიან, განსაკუთრებით ფინანსურ და პირად ცხოვრებაში. ყველაფერი რომ გამოგივიდეთ, საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ და შიშები მოიშორეთ. წინ იმოძრავეთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ!

თხის რქა

თეთრი მეტალის ხარის წელი სახლის ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდით დაიწყეთ. ეს შეგიძლიათ გენერალური დალაგებით გააკეთოთ, მაგრამ სჯობს უსარგებლო ნივთები, ძველი ხარახურა გადაყაროთ და ადგილი ახალ ნივთებს დაუთმოთ.

შემოდგომის შუა პერიოდში მოდუნებას შეძლებთ. მთელი დრო ოჯახს დაუთმეთ, ერთობლივი დასვენება დაგეგმეთ ან უბრალოდ მეტი დრო სახლში გაატარეთ.

მერწყული

2021 წელს მერწყულისთვის მნიშვნელოვანი იქნება 2 სფერო: კარიერა და ფინანსები. შემოქმედებითი ხალხისთვის წარმატებული წელი იქნება, ასევე მათთვის, ვინც მუდმივად მოძრაობაში იმყოფება. ჯანმრთელობის გასაძლიერებლად ძილის რეჟიმის მოწესრიგება და ბევრი ვიტამინის მიღება მოგიწევთ!

თევზები

თქვენი ძალა იქნება მშობლიური გარემო და ოჯახი, კონცენტრირება მათზე მოახდინეთ. ბედნიერების ჩიტის კუდით დასაჭერად ვარსკვლავები გირჩევენ გაბრაზება შეწყვიტოთ და ნეგატიური წარსული გაუშვათ. გაიღიმეთ, 2021 წელი წინაზე გაცილებით უკეთესი იქნება!

რა თქმა უნდა, ყოველ წელს ახალი გამოწვევები მოაქვს. ამის მიუხედავად, მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ახალ წელს ცაზე ვარსკვლავების და პლანეტების განლაგება ცხოვრების ყველა ასპექტში ჰარმონიის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. ბევრის ცხოვრება ყველა დონეზე გაუმჯობესდება, ზრდა–განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები გაჩნდება.

Advertisement