Connect with us

სხვა

რომელ გენეტიკურ ნიშნებს იღებენ ბავშვები დედისგან და რომელს მამისგან

გენეტიკა ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული და საინტერესო მეცნიერებაა. რა თქმა უნდა ბავშვი გენებს ორივე მშობლისგან იღებს მემკვიდრეობით, მაგრამ ზოგიერთ დომინანტ შტრიხს ის მამისგან იღებს, მათ შორის როგორც დადებითს, ასევე უარყოფითსაც.

გენეტიკური მახასიათებლების, რომლებსაც ბავშვები მამებისგან იღებენ:

1. გულის დაავადებები

ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცები რომლებსაც გარკვეული ქრომოსომების 50% დაზიანებული აქვთ უფრო ხშირად უჩნდებათ კორონარული არტერიის დამაზიანებელი დაავადებები და ეს გენეტიკურად შეიძლება მათ ვაჟებსაც გადაედოთ.

2. ფსიქიკური აშლილობები

ფსიქიკურ აშლილობათა შორის, მამაკაცებისგან შვილებს გადაეცემათ – შიზოფრენია და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD). მამის ასაკთან ერთად ამ დაავადებების გენეტიკურად გადაცემის შანსებიც იზრდება რადგან ასაკთან ერთად, მამაკაცის დნმ-ც მუტაციას განიცდის. რაც შეეხება ქალბატონებს, ისინი კვერცხუჯრედების გარკვეული ნაკრებით იბადებიან, და მათი დნმ მთელი ცხოვრების მანძილზე არ იცვლება.

3. უსწორმასწორო კბილები

მამაკაცის გენები, კბილებისა და ყბილს ფორმაზე გაცილებით არიან პასუხისმგებელი ვიდრე ქალები. მამისგან ბავშვმა არა მარტო არასწორი თანკბილვა არამედ თხელი ემალიც მიიღოს მემკვიდრეობით.

4. შვილოსნობის პრობლემა

მეცნიერების მტკიცებით, სპერმის ხარისხი შეიძლება გენეტიკური პრობლემა იყოს. თუ ბავშვი ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩნდა, დიდი იმის შანსი, რომ მასაც იგივე პრობლემა ექნება.

5. სქესი

თუ მამის გენეალოგიურ ხეს შეისწავლით პროგნოზის გაკეთებასაც შეძლებთ. თუ სპერმატოზოიდი X ქრომოსომის მატარებელია, X ქრომოსომასთან შეერთებისას დედას გოგონა გაუჩნდება, ხოლო Y ქრომოსომის მატარებელი სპერმატოზოიდის შედეგად ბიჭი გაჩნდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ აღმოუჩენელი გენი აგებს პასუხს იმაზე თუ როგორ არიან განაწილებული ქრომოსომები მამის სპერმაში.

6. თვალის ფერი

რამდენადაც მამაკაცის გენი ქალის გენზე დომინირებს, სახის ნაკვთები და თვალის ფერი ბავშვს ხშირ შემთხვევაში ისეთივე ექნება როგორიც მამას აქვს.

7. სიმაღლე

სიმაღლე ხშირ შემთხევაში მამის გენებზეა დამოკიდებული. მაღალ მამებს მაღალი შვილები უჩნდებათ.

ინტელექტი?!

1. მამის ინტელექტი ვაჟს არ გადაეცემა. ანუ თუ მამა გენიოსია მისი შვილი 100%-ით მემკვიდრეობით ვერ მიიღებს მის გენებს.

2. იდიოტიზმიც მამიდან შვილს არ გადაეცემა. თუ მამა – სრულიად კრეტინია მისი შვილია სეთივე არ იქნება (ბუნება ბრძენია).

3. მამისგან ინტელექტი მხოლოდ გოგონას გადაეცემა და ისიც ნახევრად.

4. მამაკაცს ინტელექტის მემკვიდრეობით მიღება მხოლოდ დედისგან შეუძლია, რომელიც მან თავის დროზე – თავისი მამისგან მიიღო.

5. გენიოსების ქალიშვილები ზუსტად ნახევრად ისეთივე ჭკვიანები იქნებიან როგორც მათი მამა, მაგრამ ამ გოგონათა ვაჟები გენიოსები იქნებიან. თუ მამა სულელია, მისი ქალიშვილი ნახევრად სულელი იქნება.

6. ამიტომ გენიალური ქალი ძალიან ცოტაა, ისევე როგორც ას პროცენტიანად სულელი ქალები. სამაგიეროდ გენიოსი და აბსოლუტურად იდიოტი კაცებია საკმაოდ ბევრი!

დასკვნა მამაკაცებისთვის

1. იმისთვის, რომ თქვენი ვაჟის გონებრივი შესაძლებლობები შეაფასოთ, შეხედეთ თქვენი მეუღლის მამას.

2. თქვენი ქალიშვილი – თქვენი ჭკუის ნახევარს მიიღებს, მაგრამ ასევე მიირებს თქვენი სისულელის ნახევარსაც. ინტელექტით ის ტქვენთან ძალიან ახლოს იქნება, მისი ვაჟი კი თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს სრულად მიირებს. გსურთ ჭკვიანი მომავალი ტაობა? იოცნებეთ ქალიშვილის ვაჟზე!

3. თქვენი გონებრივი შესაძლებლობები – დედისგან არის (უფრო მეტად კი მისი მამისგან).

დასკვნები ქალბატონებისთვის:

1. თქვენი შვილი ჭკუით – მამათქვენის ასლია და მისთვის “ისეთივე იდიოტი ხარ, როგორც მამაშენი”-ს ძახებას აზრი არ აქვს, რადგან ეს მცდარია! სწორია: “ისეთივე იდიოტი ხარ როგორც ბაბუაშენი”.

3. თქვენი გოგონა აღზრდით ისეთივე იქნება როგორიც თქვენ ხართ, მაგრამ, ჭკუით მამას დაემსგავსება. მისი ვაჟები კი თქვენი მეუღლის ასლები იქნებიან.

აი, ასეთია გენეტიკა!