Connect with us

საკითხავი

რომელ განყოფილებაში არ შეიძლება სარეცხი ფხვნილის ჩაყრა

სად ჩავყაროთ სარეცხი ფხვნილი? ეს საკითხი არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მის გარშემო კამათი უკვე წლებია არ ცხრება.

თითქოსდა არსებობს ინსტრუქცია, რაც შავით თეთრზე წერია: „საჭირო რაოდენობის სარეცხი ფხვნილი სარიგებელ განყოფილებაში ჩაყარეთ“. მაგრამ ჩვენი ფხიზელი დიასახლისების მახვილი თვალი მწარმოებლების ხარვეზებს აქაც ნახულობენ.

ფხვნილი არაეფექტურად გამოიყენება, უჯრაში იჭედება, მილს ჭედავს და ა.შ. არის კი სიმართლის მარცვალი ამ მტკიცებულებებში და ნამდვილად აუცილებელია სარიგებელი განყოფილება?

სად ჩავყაროთ სარეცხი ფხვნილი

უჯრის განყოფილებები და მათი დანიშნულება

ფხვნილის ჩასაყრელი უჯრების ზომა სხვადასხვა სარეცხ მანქანაში განსხვავებულია. ჩვეულებრივ სამ ნაწილად არის გაყოფილი. მარკირება დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რომელი ნაწილი რისთვის არის განკუთვნილი.

ჩვეულებრივ, ციფრით 1 ან A აღინიშნება განყოფილება, რომელშიც ფხვნილს წინასწარი რეცხვის დროს ყრიან. მაგალითად, მე მას ძალიან იშვიათად ვიყენებ. ციფრით 2 ან B შეესაბამება რეცხვის ძირითად ციკლს. ჩვეულებრივ, ის ყველაზე დიდია. ვარსკვლავით ან ყვავილით აღნიშნულია განყოფილება სავლებისთვის, დამარბილებისა და კონდიციონერისთვის.

თუ თქვენს სარეცხ მანქანას აღნიშვნები არ აქვს ან არ ჩანს, მარტივი გამოცდილება დაგეხმარებათ. სარეცხი მანქანა სწრაფ რეჟიმზე ჩალბობის გარეშე ჩართეთ. გახსენით უჯრა და დააკვირდით, თუ სად ხვდება წყალი. ეს განყოფილება იქნება მე–2 (B).

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ რეცხვის დაწყებისას ფხვნილის ჩაყრა დაგავიწყდათ

ვერტიკალურ სარეცხ მანქანაში სარეცხი საშუალების უჯრა თავსახურის ქვეშ მდებარეობს. რეცხვის დროს მის ახდას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ. გვერდითა ჩატვირთვის მოდელებში უჯრის გახსნას და ფხვნილის ჩამატებას ნებისმიერ მომენტში შეძლებთ.

ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ პროგრამა შესაბამისი რეჟიმის დაწყებამდე. გაითვალისწინეთ, რომ ჩალბობის დროს წყალი პირველ რიგში A განყოფილებაში ხვდება, სწრაფი რეცხვის დროს B განყოფილებაში. ვარსკვლავით აღნიშნულ განყოფილებაში წყლის ნაკადი რეცხვის ბოლოს ხვდება.

შეიძლება თუ არა სარეცხი ფხვნილის ჩაყრა პირდაპირ დოლურაში

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასეთი მეთოდი მხოლოდ სასარგებლოა. პირველ რიგში, შეგიძლიათ უფრო ცოტა ფხვნილი დაუმატოთ, რადგან პირდაპირ დანიშნულების ადგილას ხვდება.

მეორეც, უჯრა არ ბინძურდება, შემაერთებელი მილები ფხვნილით ნამდვილად არ გაიჭედება. მაგრამ პრაქტიკაში, ყველაფერი ასე კარგად არაა. ნაკლოვანება უფრო მეტი აქვს, ვიდრე საეჭვო უპირატესობა.

დავიწყოთ იმით, რომ მწარმოებლების ჩანაფიქრით, უჯრაში წყალი წნევის ძალით ხვდება. ამასთან ფხვნილი იხსნება, ქაფდება (რაც ეფექტურობას ზრდის) და მხოლოდ ამის შემდეგ ეხება თეთრეულს.

დოლურაში პირდაპირ მოხვედრისას ფხვნილი დიდხანს არ იხსნება. გამოდის, რეცხვის ხანგრძლივობა და, შესაბამისაად ხარჯი უნდა გაზარდოთ. უფრო მეტიც, გაუხსნელი გრანულები შეიძლება ტანსაცმელზე დარჩეს. ყველაზე წარუმატებელ შემთხვევაში ღია ფერის ტანსაცმელზე ლაქებს ტოვებს.

ზოგიერთ შემთხვევაში დოლურაში ფხვნილის დამატება არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც არის. ჩვენ მხედველობაში გვაქვს თხევადი სარეცხი საშუალების ან ფხვნილის გამოყენება აბების, კაფსულების და კუბების სახით.

დასკვნა

1. სარეცხი ფხვნილის პირდაპირ დოლურაში დამატება შეიძლება, მაგრამ ეს რეცხვის ხარისხს აუარესებს, მის ხანგრძლივობას და ელექტროენერგიის ხარჯს ზრდის.

2. თუ უჯრაში ფხვნილი არ რჩება, გამოდის, რომ მანქანამ მისი გახსნა შეძლო და დოლურაში ფხვნილის დამატებას აზრი არ აქვს.

3. თუ ყოველდღე საჭიროზე მეტ ფხვნილს ამატებთ, ის უჯრაში დარჩება. ამან შეიძლება სარეცხი მანქანის გაუმართაობა გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ, რომ რეცხვის დროს ძლიერი გათბობის გარეშე ფხვნილის ხარჯი მცირდება.

4. დროთა განმავლობაში უჯრის ზედაპირზე შეიძლება გაჩნდეს ობი, ჭუჭყი და სოკო. მისი გაწმენდა რთული არაა, რადგან ადვილად იხსნება.

სარეცხი ფხვნილის უჯრა სარეცხ მანქანაში შემთხვევით არ გაჩენილა. მისი კონსტრუქცია წლების მიერ გამოცდილია და ის ეფექტურად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციებს, რეცხვის ხარისხს აუმჯობესებს. თუ თქვენთვის დოლურაში სარეცხი ფხვნილის დამატება უფრო მოსახერხებელია, შესაფერისი ფორმის შეიძინეთ.