Connect with us

ტესტები

რომელი ფერია მომგებიანი საცურაო კოსტუმის შერჩევისას

საცურაო კოსტუმი – ეს არამხოლოდ მოდურია, არამედ კომფორტულიცაა. ეს ქალის გარდერობის ის ნაწილია, რომელიც არამხოლოდ აკორექტირებს ნაკლოვანებებს და გამოკვეთს ფიგურას, არამედ გადმოსცემს იმ ადამიანის ინდივიდუალობას, რომელსაც აცვია.

ხასიათის ძლიერი მხარეები

შესანიშნავი ნიმფა, მაცდური-გულის გამტეხი, უდანაშაულო კარიერისტი თუ ამბიციური ბანოვანი? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საცურაო კოსტუმს ბევრი რამის თქმა შეუძლია თავისი მეპატრონის შესახებ. საკუთარი მიმდინარე ემოციური მდგომარეობის გასააზრებლად, აირჩიეთ ფოტოზე კოსტუმი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. თქვენს ფიგურას აქ მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია კოსტუმის ფერი და ფორმა. გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი.

საცურაო კოსტუმის ფერები და ხასიათი

1. მწვანე

თუ მწვანე საცურაო კოსტუმი მოგეწონათ, ესე იგი თანაბარი და მშვიდი ხასიათი გაქვთ. მიისწრაფვით ჰარმონიისა და სიმშვიდისკენ, თუმცა ვერ წარმოგიდგენიათ თავი ერთ ადგილას გაჩერებული, სულ წინ წასვლა გინდათ. გაქვთ დიდი მოთმინების უნარი, ხანდახან გრცხვენიათ იმის თქმა, რასაც ფიქრობთ. რომანტიკული ბუნება ხართ და წმინდად გჯერათ, რომ სიყვარული – ეს სერიოზული და აუცილებელია მთელი ცხოვრებისთვის.

2. თეთრი

თქვენ გჭირდებათ გარშემომყოფებისგან ქება და აღტაცება. არ გეშინიათ ხალხის გაოცება და იკვებებით წარმოქმნილი ეფექტებით გამოწვეული ემოციებით. პრინციპულად გულწრფელი, გამომწვევი, ოცნებებში ცხოვრობთ. ერკვევით მამაკაცებში და არ ამყარებთ ურთიერთობას პირველივე შემხვედრთან. თუ არჩევანს გააკეთებთ, მამაკაცისთვის ეს დიდი პატივი იქნება.

3. შავი

შავი კოსტუმი იმაზე მეტყველებს, რომ მკაცრი და კატეგორიული ხართ. საკუთარ თავში დარწმუნებული, ვერ იტანთ სხვა მოსაზრებას, თუ იგი თქვენისგან განსხვავდება. ხასიათის თეატრალური ნიშნის მქონე ადამიანი ხარტ. შეგიძლიათ მამაკაცის მოჯადოება, მისთვის თავის შეყვარება.

მამაკაცები ქვეცნობიერში გრძნობენ თქვენს ძლიერ ხასიათს და იმას, რომ მისი შესაძლებლობები არ ემთხვევა თქვენს მოთხოვნილებებს, ამიტომ ეშინიათ ურთიეთობის დაწყება – შედეგებით რომ არ დაზარალდნენ.

4. ვარდისფერი

იდუმალი ადამიანი ხართ, იშვიათად თუ აჩვენებთ სხვებს ჭეშმარიტ განზრახვებს. გირჩევნიათ, სხვებს თეთრი და ფუმფულა ეგონოთ. თუმცა, ნაზი ვარდისფრის ქვეშ იმალება რკინის გული. შესანიშნავი ქალი ხართ, რომლის შეყვარებას ძალიან მარტივია.

იცით, რა უნდათ მამაკაცებს, ხშირად ფლირტაობთ და გამოირჩევით თავქარიანობით. სერიოზულ ურთიერთობებს, სამწუხაროდ, იშვიათად ამყარებთ.

5. კრემისფერი

კონსერვატიული შეხედულებები გაქვთ, მტკიცედ და თავდაჯერებულად დგახართ ფეხზე. არ გაინტერესებთ გარშემო მიმდინარე მოვლენები, თუ ეს პრობლემები პირადად თქვენ არ გეხებათ. ძალიან თავშეკავებული ხართ ემოციებსა და გრძნობებში, თუმცა ეს ის დამდგარი წყალია, რომელშიც ბევრი ბაცილაა. გიჭირთ ოცნების მამაკაცის პოვნა, რადგან სწორედ მან უნდა “შეგაბათ” და მოთმინება იქონიოს.

6. ყვითელი

ოპტიმისტი და ნებისმიერი კომპანიის სული ხართ. იცით საკუთარი თავის ფასი და გაქვთ საღი აზროვნების შენარჩუნების უნარი ნებისმიერ სიტუაციაში. გაქვთ უდიდესი ნებისყოფა, მომთმენი ხართ და არ ხართ მზად, სარგებლის გამო საკუთარ პრინციპებს გადააბიჯოთ. ეძებთ მამაკაცს, რომლის ნდობაც შეგეძლებათ. თქვენი პასიურობა ურთიერთობებში, ხშირად, პარტნიორთან დაშორების მიზეზია.

7. ცისფერი

ამ კოსტუმს ირჩევენ საქმიანი ქალბატონები, კარიერისტები. ცხოვრობთ დღის მკაცრი რეჟიმით, ყოველი დღე წუთებამდეა გაწერილი. პუნქტუალური და წინდახედული ადამიანი ხართ, რომელსაც სრულყოფილება და კომფორტი უყვარს. ნებისმიერი გადახრა თქვენ მიერ მოფიქრებული გრაფიკიდან, გაშფოთებთ და იწყებთ მისი გამოსწორების გზებს. მამაკაცებს თქვენთან ყოფნა უჭირთ. იღლებიან უსასრულო გეგმებისა და გამოკითხვებისგან.

8. წითელი

აქტიური, მკვეთრი და სასოწარკვეთილი, ხასიათით ძლიერი ქალი ხართ. ამავდროულად – ალტრუისტი. დაბადებით ლიდერი, ვერ იტანთ მოწყენილობასა და რუტინას. მუდმივად მოძრაობაში ხართ, ყოველმხრივ ვითარდებით. ქალი წითელში არაპროგნოზირებადია, უყვარს საკუთარი თავი და იცის, რა უნდა თავად და რა უნდათ მისგან მამაკაცებს – პირველ რიგში, ინტიმურ ასპექტში.

თქვენ რომელი კოსტუმი აირჩიეთ? რამდენად დაემთხვა თქვენს ხასიათს ჩვენ მიერ შემოთავაზებული აღწერა?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.