ჯანმრთელობა
როგორ ხდება ჰეპატიტით დაინფიცირება
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ჰეპატიტის ვირუსული ფორმები საკმაოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მასშტაბით. ყველაზე საშიში ჰეპატიტის В და С ფორმით დღეს მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული და მისი გავრცელების ტემპი კვლავ მაღალია. დაადების რისკების მაქსიმალურად შემცირების მიზნით მნიშვნელოვანია ამ იფექციის გადადების ყველაზე გავრცელებული გზები ვიცოდეთ.
А ჰეპატიტი
მას ჭუჭყიანი ხელების დაავდებას უწოდებენ: ვირუსის გადადების გზა ფეკალურ-ორალურია. ეს ნიშნავს, რომ დაინფიცირება ჭუჭყიანი წყლით, დაუბანელი ხილით და ბოსტნეულით შეიძლება. არ შეიძლება ცუდად გარეცხილი ჭურჭლის ან ზედაპირების გამოყენება, ასევე აუცილებელია ხელების საგულდაგულოდ დაბანა დაავადებულ ათამიანთან კონტაქტის მერე.
В ჰეპატიტი
ეს ყველაზე საშიში დაავადებაა ყველა სახეობას შორის. ყოველ წელს მსოფლიოში ამ დაავდებით დაახლოებით 700 ათასი ადამიანი იღუპება. დღემდე არ არსებობს პრეპარატი უშუალოდ დაავადების გამომწვევ მიზეზებს შეაჩერებს. თერაპია მხოლოდ ღვიძლზეა მიმართული. არსებობს ჰეპატიტის აცრაც რომელსაც იმ ადამიანებს უკეთებენ რომელთაც სისლის გადასხმა ჭირდებათ ან უკვე დაავადებული ადამიანის ნათესავები, ოჯახის წევრები ან სექსუალური პარტნიორები არიან.
როგორ ხდება В ჰეპატიტით დაინფიცირება?
ეს ვირუსი სისხლითა და სხვა ფიზიოლოგიური სითხით გადაეცემა: ნერწყვი, სპერმა, რძე და ა.შ. გადასადებად სითხის უმცირესი ნაწილაკიც საკმარისია. გაითვალისწინეთ რომ დაინფიცირება უკვე გამოყენებული სამართებლის, მანიკურის ინვენტარისა და სხვა საგნებიტაც შეიძლება.
С ჰეპატიტი
ვირუსი გადადის სისხლით. იშვიათია ვირუსის სქესობრივი გზით გადადების შემთხვევები. მისი გადადება კბილის ჯაგრისით ან ნახმარი სამართებლის გამოყენებითაც შესაძლებელია. დაინფიცირება მანიუკურისა და სტომატოლოგიური პროცედურების დროს ან შიდა ორგანოების არასტერილური ინვენტარით დათვალიერების დროსაც ხდება.