ჯანმრთელობა
როგორ შეუძლია მოცხარს ანტიბიოტიკების ჩანაცვლება და რით არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის
ეს ღია წითელი ფერის კენკრა სექტემბერში იკრიფება, მათი შეძენა კი გვიან შემოდგომამდე შეგიძლიათ. მისით ძალიან გემერიელი წვენები, კისელი, ღვეზელები და ხორცის სოუსი მზადდება. თუმცა ის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტიც გახლავთ. გირჩევთ ის მაქსიმალურად ხშირად მიირთვათ.
გვეხმარება ბაქტერიული ინფექციების დროს
პოლიფენოლით თითქმის ყველა კეკნკრაა მდიდარი, მაგრამ მოცხარი ერთადერთია რომელიც პროანტოციანიდებს შეიცავს – ეს განსაკუთრებული ტიპის პოლიფენოლები გახლავთ, რომლებსაც თითქმის იგივე ეფექტი აქვთ რაც ანტიბიოტიკებს. ისინი განსაკუთრებით სასარგებლო შარდ-სასქესო გზების ინფექციების მკურნალობის დროს არიან. მსხვილი კვლევის შედეგებმა დაადუსტურეს, რომ ის ქალბატონები რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში, ყოვედღიურად 1 ჭიქა მოცხარის წვენს მიირთმევდნენ 40%-ით ნაკლებად უჩნდებოდათ სმგავსი დაავადებები.
ამცირებს ანთებით პროცესს
იმ ანთებითი პროცესებს რომლებსაც ჩვენს ორგანიზმში ჩუმად განვითარების უნარი აქვთ, ორგანიზმში ისეთი საშიში დაავადებების პროვოცირების უნარი აქვთ როგორიცაა ართრიტი, ალცჰეიმერი ან გულის დაავადებები. მოცხარი პოლიფენოლებით არის მდიდარი და ისინი ამ პროცესების შემცირებას უწყობენ ხელს, ურთიერთქმედებენ მოცხარში შემავალ სხვა შენაერთებთან და ანტებითი პროცესების გამომწვევ უჯრედებს თრგუნავენ. ერთადერთი რაც მოცხარის წვენების ან ნაყოფის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ: მას რაც შეიძლება მცირე რაოდენობის შაქარი დაუმატეთ.
ამცირებს სიმსივნის რისკს
მოცხარი მდიდარია საკვები ბოჭკოთი, რომლებიც ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკებს ამცირებს. საკვები ბოჭკო თქვენს კუჭში მოცულობას ქმნის და ნარჩენების მსხვილი ნაწლავის გავლით გადაადგილებას აჩქარებს, ასევე ორგანიზმს ეხმარება ბუტირატის წარმოქმნაში – ეს გახლავთ ნივთიერება რომელიც წვრილ და მსხვილ ნაწლავში სიმსივნეების ზრდის პროცესს თრგუნავს. 1 ჭიქა მოცხარის წვენი, ბოჭკოს სადღეღამისო ნორმის 20%-ით გვამარაგებს და С ვიტამინის და ფალავანოიდების შესანშნავ წყაროს წარმოადგენს.
ინარჩუნებს სისხლში შაქრის ჯანმრთელ დონეს
მოცხარი – დიაბეტის მქონეთათვის ოქროს კენკრაა. საქმე იმაშია, რომ პროანტოციანიდინი არა მხოლოდ ებრძვის მავნე ბაქტერიებს, არამედ სისხლში გლუკოზის ჯანმრთელი დონის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თუ ყოველდღე მოცხარის უშქრო წვენს ან გამხმარ მოცხარის მიირთმევთ – მეორე ტიპის დიაბეტის მქონეებს შაქრის დონე ნორმაში შეუნარჩუნდებათ. გაითვალისწინეთ, რომ მოცხარს და მის ნაწარმს შაქარი არ უნდა დაუმატოთ!
ინარჩუნებს კუჭის ჯანმრთელობას
გასტრიტი, წყლული და კუჭის სიმსივნეც კი – ამ დაავადებათა რისკის შემცირებაშიც მოცხარი დაგეხმარებათ. საქმე იმაშია, რომ საშიში ბაქტერიები, როლებიც კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევენ, მოცხარის სასარგებლო ანტიოქსიდანტების გავლენასაც ექვემდებარებიან. გარდა ამისა, მასში შემავალმა პოლიფენოლებმა თაგვის ნაწლავის მიკრობიომიც კი შეცვალეს. მეცნიერებმა თაქვები დიატაზე დასვეს და მოცხარის ექსტრაქტით კვებავდნენ, დაახლოებით 8 კვირის განმავლობაში. ექსტრაქტმა არა მხოლოდ შეამცირა გლუკოზის შემადგენლობა და ინსულინის მიმართ მგრძნობელობა, არამედ გაზარდა კიდეც კუჭში არსებული სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა.
იცავს ტვინს დემენციისგან
მოცხარი კარგია არა მხოლოდ ფიზიკური არამედ გონებრივი ჯანმრთელობისთვისაც. ეს კენკრა ორ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ტვინის დაცვასა და მეხსიერების შენარჩუნებაში. მოცხარის ანტიოქსიდანტები აეტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც დნმ-ს დაზიანება და თავის ტვინზე გავლენის მოხდენა შეუძიათ. მოცხარში შემავალი С ვიტამინი ხელს უწყობს ტვინის უჯრედებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას და აუმჯობესებს მოქმედებისა და ფუნქციის კონტროლს.
აშორებს ნაოჭებს
ის შენაერთები რომლებიც მოცხარს ღია წითელ ფრად ფერავენ, ხელს უწყობენ კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც კანს სიმკვრივეს უნარჩუნებს და ახალგაზრდობის მბზინვარებას მატებს.
იცავს კბილებსა და ღრძილებს
მოცხარში შემავალი ანტიოქსიდანტები კბილის ნადებს ამცირებენ და ღრძილების დაავადებების განვითარებისგან გვიცავენ. ეს შენაერთები ბაქტერიებს საშიში ნადების გაჩენის საშუალებას არ აძლევენ და მათ კარიესისგან იცავენ.
ხელს უწყობს გულის ჯანმრტელობის შენარჩუნებას
მოცხარის ან მისი 1 ჭიქა წვენის ყოველდღიურ გამოყენებას კარგი ქოლესტერინის დონის საგრძნობლად მომატება შეუძია, ეს კი გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მოცხარის რეგულარული გამოყენება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვიტარების რისკებს 32%-ით ამცირებს.