Connect with us

სხვა

როგორ შევხვდეთ ვირთხის წელიწადს

მეტალის თეთრი ვირთხა – მომავალი წლისა ნიშანი და პირველი ცხოველია აღმოსავლურ კალენდარში. ერთი შეხედვით პატარა და დაუცველი ცხოველი ეშმაკობითა და გამჭრიახობით გამოირჩევა, ამიტომ ახალი წლის შესახვედრად სათანადოდ უნდა შევემზადოთ. როგორი კერძებით გავაოცოთ სტუმრები, რა ვაჩუქოთ ახლობლებს და რით გავალამაზოთ საახალწლო სუფრა? ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხს – ჩვენს სტატიაში იხილავთ!

ახალი 2020 წელი ფინანსური კუთხით ნაყოფიერი და იღბლიანი იქნება. უბრალოდ გახსოვდეთ: “ჰოროსკოპის იმედი გქონდეთ, მაგრამ, ნუ მოდუნდებით”, ვირთხას შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ადამიანები უყვარს, ხოლო შინაგანი სიმშვიდე, ძლიერ ხასიათთან და მობილიზებულობასთან ერთად – წარმატების საფუძველი იქნება დამდეგ ახალ წელს. მომთხოვნი ცხოველი მხოლოდ მათ დაეხმარება, ვინც გულწრფელი და მართალია, პატივს სცემს სხვებს და ზრუნავს გარშემომყოფებზე. ამიტომ გირჩევთ ახალი წლის შესახვედრად მზადება დღეიდან დაიწყოთ რათა თეთრ ვირთხას სათანადოდ შეხვდეთ.

სად და ვისთან ერთად შევხვდეთ ვირთხის წელიწადს

ოჯახური ზეიმის აღნიშვნა საოჯახო წრეშია მიღებული. თუმცა წელს ბევრი ვარიანტი გვაქვს. კოლეგები საახალწლო ბანკეტზე გიხმობენ და ფიქრობთ? წაივანეთ თქვენი მეორე ნახევარი და მაღაზიაში ახალი სამოსის შესაძენად გაიქეცით. ხმაურიანი და მხიარული წვეულებები თქვენი კომუნიკაბელურობის გამოვლენაში დაგეხმარებათ, ეს კი ძალიან მოსწონს თეთრ ვირთხას!

დიდი ხანია ოცნებობთ სამოგზაუროდ წასვლას?! არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა! ვირთხას ძალიან უყვარს მუდმივი მოძრაობა, ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები. მთავარია – კარგად დაისვენოთ და მომავალი წლისთვის საჭირო ენერგიით ბოლომდე დაიმუხტოთ.

როგორი სამოსით შევხვდეთ ახალ წელს და როგორი მაკიაჟი გავიკეთოთ?!

შეგიძლიათ ბრჭყვიალა აქსესუარები გამოიყენოთ, გაცილებით აქტუალური ღია და ნაცრისფერი ტონებია – ვერცხლისა და ბრჭყვიალა აქსესუარებთან შეხამებით. თავი მოარიდეთ ოქროსა და ლეოპარდის პრინტებს – თეთრ ვირთხას ეს ნამდვილად არ მოეწონება!!!

მაკიაჟში უბრალო წესებს მისდიეთ, საახალწლო ღამეს სიმსუბუქე და კომფორტია მთავარი! ყველაზე მეტად ღია ტონები და ტუჩსაცხის ვარდისფერ-ალისფერი ტონებია მიზანშეწონილი. რა თქმა უნდ აცოტაოდენი სიბრჭყვიალეც არ გაწყდენდათ!

როგორი კერძები მოვამზადოთ

მნიშვნელოვანია საზეიმო სუფრა წინასწარ გავთვალოთ, რათა არა მხოლოდ სტუმრებს, არამედ მომავალი წლის მბრძანებელსაც ვასიამოვნოთ! ვირთხარ ნოყიერი კერძები უყვარს, პროდუქტებიდან კი ყურადღება ტხილებს, ყველს, ბოსტნეულსა და მზესუმზირას. თუმცა აღმოსავლური ცხოველები ექპერიმენტების წინააღმდეგი არა რიან, ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ ზღვის პროდუქტები და ეგზოტიკური ხილი.

თეთრ ვირთხას საკვების ეკონომია არ უყვარს, ამიტომ საახალწლო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს. მოამზადეთ ხორცეული და ყველის ასორტი, ასევე თხილეულიც1 გარნირად ბრინჯი და სხვა მარცვლეულიც კარგი იქნება. ძირითადი კერძი რამდნეიმე უნდა იყოს: თევზი და ხორცი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ვირთხა კერძების კალორიულობასაც აქცევს ყურადღებას.

როგორ მოვრთოთ ახალი წლის მაგიდა

სუფრის მორთვაში ლაკონურები იყავით, მაგრამ გახსოვდეთ მომავალი წლის მთავარი სიმბოლო. თეთრ სუფრის გადასაფარებელს და მეტალის ტონების ჭურჭელს ვირთხის ფიგურაც დაამატეთ. შეგიძლიათ ექსპერიმენტები საკვების მორთულობაშიც გააკეთოთ, სალათი ან ორცხობილა თაგუნების ფორმით საკმაოდ კარგი ქინებოდა.

რა ვაჩუქოთ ახლობლებს

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დესერტად მოვიტოვეთ! ყველას გვსურს, რომ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ის ვაჩუქოთ რაც მათ ბედნიერს გახდის! საჩუქრების შერჩევის პროცესს გულით მიუდექით, მთავარია – საჩუქრის ფასეულობა და არა ღირებულება!!! ისეთი საჩუქარი აირჩიეთ რომელიც სასარგებლო იქნება და თაროზე არ დაიმტვერება. თქვენი ხელით დამზადებული ხელსაქმე, მორთულობები ან დეკორის ელემენტები – ყოველთვის კარგის ასაჩუქრე იდეაა.

ვირთხის წელს აჯობებს ისეთ საჩუქრებს მოერიდოთ, როგორიცაა ფისუნიას, მელას ან ძაღლის ფორმები, დეკორატიული ვირთხა ან თაგვი, ბასრი ნივთები შუშიგან, პარფიუმერია და კოსმეტიკა.

ახალი 2020 წლის შეხვედრამდე ეცადეთ ყველა პრობლემას დაემშვიდობოთ და მოიშოროთ დაუსრულებელის აქმეები. თეთღ ვირთხას სიცოცხლით სავსე და პოზიტიური ადამიანები უყვარს, ამიტომ არაჩვეულებრივი განწყობა ახალი წლის ღამეს აუცილებელია! გაისეირნეთ ქალაქში, აივსეთ შთაგონებით და თქვენი ბინა საოჯახო სიმყუდროვით აავსეთ, რადგან აუცილებელია ახალ წელს სითბოსა და კომფორტში შეხვდეთ ყველაზე ახლო მეგობრების წრეში!