Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ფუტკარმა გვიკბინა

ბუნებაში გასვლისას შეიძლება ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინოთ. ამის ალბათობა ძალიან დაბალია თუმცა კარგი იქნება თუ თავს დაიზღვევთ და გაეცნობით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში.

თუ კრაზანამ ან ფუტკარმა გიკბინათ, ჯერ ნაკბენი კარგად მოიბანეთ. შემდეგ ფრთხილად მოიცალეთ ნესტარი – ნემსით, პინცეტით ან დანით. ნესტარს მხოლოდ ფუტკარი ტოვებს. კრაზანის ნაკბენის შემთხვევაში ნესტარს ნუ დაუწყებთ ძებნას, ამით უბრალდ ნაკბენს გაიღიზიანებთ. ნესტარის ამოღების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ და დეზინფექცია ჩაიტარეთ, შემდეგ კი რაიმე ანტისეპტიკური საშუალება წაისვით. გამოიყენეთ სპრტი, წყალბადის ზეჟანგი, ფურაცელინის ხსნარი, იოდი ან ბრილიანტის მწვანე. დამუშავების შემდეგ კი რაიმე ანტიჰისტამინური საშუალება დალიეთ. სანამ ნაკბენი არ გაიოვს და დაცხრება, ეცადეთ ბევრი სითხე მიიღოთ – წყალი, წვენები და ჩაი ან ტკბილი წყალი.

ხალხური საშუალებები ფუტკრის ან კრაზანის კბენის დროს:

  • გარეცხეთ ბაბუაწვერას ფესვი და ნაკენზე დღეში რამდენჯერმე დაიდეთ
  • გაჭერით ხახვი და მისი წვენი ნაკენზე წაისვით, კივილი მაშინვე გაქრება
  • ცივ წყალში ფარსმანდუკის ან მრავალძარღვას ფოთლები გარეცხეთ, ბიტში გადაახვიეთ და მისი საფენები დაიდეთ.
  • ოხრახუშის წვენი შეშუპებას მოგიხსნით. გარეცხეთ, დაჭერით და ნაკბენზე დაიდეთ. გადაიხვიეთ ბინტით ან რაიმე ქსოვილით.
  • ალოეს ფოთლებს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ. გარეცხეთ, მოაშორეთ ზედა ფეა და რბილობი ნაკბენზე დაიდეთ.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.