Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოვიშოროთ ქუსლის ძვლის დეზი: 7 ნატურალური შინაურული რეცეპტი

ქუსლის ძვლის დეზი კალციუმის დაგროვებით არის გამოწვეული, რაც თავის მხრივ ქუსლის ძვლოვან წანაზარდს იწვევს. ძვლის წანაზარდი (ოსტეოფიტი) დეზის მიზეზი არაა, არამედ მის შედეგს წარმოადგენს.

მის გაჩენამდე ფასციას (ტერფის შემაერთებელი ქსოვილი, რის გამოც დაავადებას პლანტარულ ფასციტს უწოდებენ) ანთება ვლინდება. მხოლოდ ამის შემდეგ ანთებით ნაწილზე კალციუმის დაგროვებით ოსტეოფიტი წარმოიქმნება.

დეზი შეიძლება იყოს უმტკივნეულო და მხოლოდ რენტგენის სურათზე გამოჩნდეს, ან მწვავე ტკივილი გამოიწვიოს. მისი შეგრძნება ქუსლზე ოდნავ დაჭერით საკმარისია.

ტკივილის სიმძაფრე არა დეზის ზომაზე, არამედ მის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ოსტეოფიტი მით უფრო მტკივნეულია, რაც უფრო ახლოსაა ნერვულ დაბოლოებასთან. თავიდან ქუსლის ტკივილი მხოლოდ მოძრაობის დროს, დროთა განმავლობაში კი მშვიდ მდგომარეობაშიც შეგაწუხებთ.

დეზის წარმოქმნის მიზეზები

ქუსლის ძვლის დეზი ძირითადად გავრცელებულია სპორტსმენებს შორის, მაგრამ ფეხის კუნთებსა და მყესებზე ძლიერი დატვირთვის შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერს განუვითარდეს. აი, რამდენიმე გავრცელებული რისკ-ფაქტორი:

  • ძუნძულით სირბილი მყარ ზედაპირზე
  • სწრაფი სიარული ქუსლზე ზეწოლით
  • გასუქება და ჭარბი წონა
  • ცუდად შერჩეული ბოტასის რეგულარულად ტარება, რაც ქუსლს საჭირო დონეზე მხარს არ უჭერს.
  • დიაბეტი, პოდაგრა, ართრიტი, ბურსიტი, თრომბოფლებიტი
  • ტერფის მაღალი ზომა ან ბრტყელტერფიანობა

არასწორი კვება. მარილიანი, ტკბილი, ორცხობილა, შემწვარი, ცხიმიანი კერძების სიყვარული. სითხის, ბოსტნეულის და ხილის დეფიციტი.

აი, 7 მარტივი შინაურული საშუალება, რომელიც პულსირებული ტკივილის მოშორებაში დაგეხმარებათ.

1. მაგნიუმის სულფატი

მაგნიუმის დიდი ნაწილი ძვლებში ინახება, ხოლო დეზი მის დეფიციტს იწვევს. მაგნიუმის სულფატი 1 ტაშტ წყალში გახსენით და ფეხები ჩაყავით. ქუსლები რბილად დაიზილეთ.

მაგნიუმით (ძვლის ფორმირებისა და კალციუმის დასაშლელად აუცილებელია) და ტუტე პროდუქტებით მდიდარი დიეტა ორგანიზმში ph დონეს დაარეგულირებს, ანთებას და კალციუმის დაგროვებას შეაფერხებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ხელს შეუწყობს.

2. მასაჟი ეთერზეთებით

სუფთა ეთერზეთები, როგორიცაა როზმარინი ან ლავანდა და უბრალო ზეთი, როგორიცაა ზეითუნი ან ქოქოსი, ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ტკივილს შეამცირებს. ქოქოსის ზეთი მოქმედებს როგორც დამატენიანებელი კრემი და თქვენს ქუსლებს დაარბილებს.

უბრალოდ ზეთი ოდნავ შეათბეთ და ქუსლებზე ფრთხილად, ღრმად შეიზილეთ.

3. ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ყველა დაავადების პანაცეას წარმოადგენს. ის კანის პრობლემებს და კუჭის ტკივილს მოგაშორებთ. ცნობილია, რომ ვაშლის ძმარს ძვლებიდან ჭარბი კალციუმი გამოაქვს.

შეგიძლიათ წყლისა და ვაშლის ძმრის აბაზანა გაიკეთოთ, ან ვაშლის ძმარში დასველებული პირსახოცი ქუსლებზე რამდენიმე წუთით დაიდოთ.

4. ყინულით სავსე პაკეტი

ყინულით სავსე პაკეტი მტკივნეულ ადგილას რამდენიმე წუთით გაიჩერეთ – შესანიშნავი მეთოდი ტკივილის და შეშუპების გასაქრობად. ყინულის პირდაპირ ქუსლზე დადებას მოერიდეთ – ყინულით სავსე პაკეტი პირსახოცში შეახვიეთ.

5. სოდის პასტა

სოდა პირდაპირ ქუსლში დაგროვებულ კალციუმის კრისტალებზე იმოქმედებს. 1 ჩ/კ საკვები სოდა წყალს აურიეთ, პასტა მოამზადეთ და ქუსლზე დაიდეთ. საკვები სოდა ph დონეს დააბალანსებს.

6. სელის ზეთი

სელის ზეთი ალფა-ლინოლენური და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებითაა მდიდარი, რომლებიც ანთებას კარგად ებრძვიან.

ცოტა სელის ზეთი თბილ წყალში გახსენით და პირსახოცი დაასველეთ. პირსახოცით ქუსლები შეიხვიეთ და ზემოდან სათბურა დაიდეთ. კომპრესი 1 საათით გაიჩერეთ და ამ პერიოდის განმავლობაში არ იმოძრაოთ.

7. ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები

ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა კურკუმა, კოჭა, კაიენის წიწაკა და გოგრის თესლი თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით არის ცნობილი.

ეს პროდუქტები ნატურალურ ანტიოქსიდანტებს და პოლიფენოლებს შეიცავს, რომლებიც მოქმედებენ როგორც დამცველი ნაერთები და ანთების დონეს ამცირებენ. შეგიძლიათ 1 ჩ/კ კოჭის, კურკუმას ან წიწაკის ფხვნილი 1 ლ წყალში გახსნათ. ნარევი დალიეთ, როცა ტკივილი შეგაწუხებთ.

თუ 1 თვის განმავლობაში შვებას ვერ იგრძნობთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ – პრობლემას შეიძლება სერიოზული მიზეზი ჰქონდეს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
ჯანმრთელობა6 hours ago

ლევომეკოლი – ძლიერი საშუალება, რომლის ამის შესახებ ექიმები არ გეტყვიან

ჯანმრთელობა6 hours ago

8 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოივლოთ პირი მარილიანი წყლით რეგულარულად

საკითხავი6 hours ago

9 სულიერი ნიშანი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ზემოდან“ ვიღაც გიყურებს და გეხმარება

ტესტები8 hours ago

რა ფერისაა თქვენი საფულე? აი, რაზე შეიძლება მეტყველებდეს მისი ფერი

საკითხავი12 hours ago

დაჟინებით უნდა მოითხოვოთ თუ არა ცოლის სამსახურში მოწყობა

ჯანმრთელობა1 day ago

ვიტამინები, რომლებიც მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

ჯანმრთელობა1 day ago

გინეკოლოგები ირწმუნებიან: მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიში ყველასთვის აუცილებელია

ჯანმრთელობა1 day ago

ეს ბალახი ქალურ დაავადებას სამუდამოდ მოგაშორებთ

საკითხავი1 day ago

ფენ-შუის მიხედვით, ყოველ ფერს თავისებური სამკურნალო ძალა აქვს

ყვავილები1 day ago

ფლორისტების რჩევები: ოთახის მცენარეები მუდმივად რომ ყვაოდნენ

ჯანმრთელობა2 weeks ago

ამ ნარევის დახმარებით ხელებსა და ფეხებზე სოკოს სრულიად მოიშორებთ

ჯანმრთელობა2 weeks ago

წყლის მიღების რეჟიმი წონაში დასაკლებად: საათობრივად და რეკომენდაციებით

ჯანმრთელობა2 days ago

ექთანმა მასწავლა, როგორ მოვიშორო გამოწეული ძვალი (ნიკრისის ქარი) ფეხზე. ნამდვილად მოქმედებს!

ჯანმრთელობა4 weeks ago

მაისის ბოლოს შეგროვებული მწვანე კაკლის ნაყოფის 4 უძველესი სამკურნალო საშუალება

თავის მოვლა2 weeks ago

ჩვეულებრივი ასპირინი არა მხოლოდ სისხლს ათხელებს, არამედ სახეზე სიბერის ნიშნებს აქრობს

საკითხავი4 weeks ago

აი, როგორ შევარჩიოთ საზამთრო სწორად: ეს ხრიკი ერთმა ფერმერმა მასწავლა

თავის მოვლა1 week ago

ამ მეთოდით არასასურველ თმას, შავ წერტილებს და ფერიმჭამელებს მხოლოდ 15 წუთში მოიშორებთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

თუთის ფოთლების ჩაი 22-ჯერ უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე ძროხის რძე

საკითხავი2 weeks ago

რატომ კბენს კოღო ზოგ ადამიანს უფრო ხშირად? მიზეზი არსებობს და ზოგიერთი მათგანი შეგვიძლია აღმოფხვრათ

ჯანმრთელობა3 weeks ago

აი, რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღე პიტნის ჩაის დალევთ

ტრენდული