Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მივიღოთ ბევრი ენერგია და ფული კოსმოსური ქილისგან

ამქვეყნად ყველაფერს ენერგია ამოძრავებს. ის მზის გარშემო პლანეტებს აბრუნებს, ბუნებაში ძალების ბალანსს ინარჩუნებს და მოძრაობას ქმნის. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლო ძალები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი სტატიის თემა: ენერგია ადამიანის ცხოვრებაში. Alltime.ge გიამბობთ, თუ საიდან მიიღოთ ენერგია და მხნეობა, რომელიც სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებისთვის გვჭირდება.

ენერგია ადამიანის ცხოვრებაში

თითოეულ ჩვენგანს ენერგიის მიღების საკუთარი მეთოდები გვაქვს. ეს შეიძლება იყოს სასარგებლო საკვები, ყავა, ჩაი, ენერგეტიკული სასმელი და ტკბილეული. ეს ყველაფერი უფრო დოპინგია, ვიდრე ნამდვილი ძალა. უშრეტი წყაროს აღმოსაჩენად, უფრო ღრმად, საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ. ამაში აღმოსავლური სიბრძნე დაგეხმარებათ. ტიბეტელი სწავლულების და ბერების რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაეცანით.

გონების ძალა

პირველ რიგში, ენერგია გონების ძალაა. ტვინს შეუძლია ძალა მოგცეთ ან წაგართვათ. სწორედ ამიტომ, გონება მკაცრად უნდა გააკონტროლოთ. უფრო დისციპლინირებული გახდით, მომენტით ცხოვრება ისწავლეთ, უსარგებლო წვრილმანებზე ნუ გადაერთვებით. საკუთარ თავს ხშირად შეახსენეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანი თავად თქვენ ხართ.

მეორეც, ადამიანი ბევრი ფიქრით შეიძლება ძალიან გადაიღალოს. ამან შეიძლება ქრონიკული დაღლილობა გამოიწვიოს, რადგან ცუდი ფიქრები თქვენს ენერგიას ჭამენ და მხოლოდ სიცარიელეს გიტოვებენ. უდაოდ, ინტელექტუალური აქტივობა გვამოძრავებს, მაგრამ წვრილმანებზე ზედმეტად ნერვიულობა არ ღირს. გამოგადგებათ სწავლება „დღევანდელი დღით ცხოვრება“. ასე მომავალზე აღარ იდარდებთ.

ქალები სამყაროს უფრო ფაქიზად აღიქვამენ, ვიდრე კაცები. ერთ–ერთი მიზეზი: ისინი დეტალებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. რაც ქალებს ხან ეხმარება, ხან კი დისბალანსს იწვევს. სიმშვიდის მოსაპოვებლად სუნთქვითი პრაქტიკები გამოიყენეთ – რამდენიმე წუთით ნელა ჩაისუნთქეთ და მუცლით ამოისუნთქეთ. ეს ნამდვილად მარტივი და ეფექტური მეთოდია, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღე შეასრულოთ.

მედიტაცია

მედიტაცია შინაგანი მეს პოვნაში დაგეხმარებათ. ასეთი პრაქტიკისთვის ფული და რთული უნარების ათვისება არ დაგჭირდებათ. უბრალოდ, ფიქრები მოიშორეთ და მოდუნდით. როცა ფიქრებისგან „გათავისუფლებას“ შეძლებთ, სასიცოცხლო ენერგიით აივსებით, როგორც ცარიელი დოქი. აღმოსავლურ პრაქტიკაში მედიტაციას ყოველთვის იყენებენ, სწავლულები კი ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ადამიანს მედიტაცია აუცილებლად სჭირდება.

საკვები

ენერგია მიღებულ საკვებზე პირდაპირ დამოკიდებულია. ეს გასაგებია, მაგრამ ბევრი ჯანსაღი კვების პრინციპს უგულებელყოფს. კვების რეჟიმს და რაციონს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. აირჩიეთ ისეთი საკვები, რომელიც თქვენს ორგანიზმს, ფსიქოლოგიურ ტიპს, საცხოვრებელ ადგილს უხდება. უნდა გესმოდეთ, რომ ვეგეტარიანული, მკაცრი დიეტები, შიმშილობა და მსგავსი პოპულარული რამ ყველას არ უხდება. ჩვენ, ყველა ინდივიდუალური ვართ, ამიტომ მხოლოდ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტები და დიეტა უნდა აირჩიოთ.

გამოღვიძება

ენერგიის წყარო შეიძლება დილით ადრე ადგომა, დილის გამამხნევებელი ვარჯიში და თბილი წყალი გახდეს. ხალხში ტყუილად არ ამბობენ: ვინც ადრე დგება, მას ღმერთი ეხმარება“. ტიბეტელი ექიმები გირჩევენ, დილით ადრე, ზუსტად 5-7 საათზე ადგეთ. შემდეგ იოგა ან გამამხნევებელი ვარჯიში შეასრულოთ და უზმოზე 1 ჭიქა თბილი, ანადუღარი წყალი დალიოთ. წყალი ახალ ადუღებული უნდა იყოს – გუშინდელი არ გამოგადგებათ, ხოლო მტკნარი წყალი შეიძლება ცარიელ კუჭზე მძიმე აღმოჩნდეს.

დილით ენერგიის მისაღებად მსუბუქი, სასარგებლო და ნოყიერი საუზმე მიიღეთ. თუ არადა ორგანიზმი საჭმლის მონელებაზე ბევრ ენერგიას დახარჯავს. ტიბეტელი სწავლულები შეუთავსებლების ერთად ჭამას არ გირჩევთ: კვერცხი და თევზი ან კვერცხი და რძის პროდუქტები. ორგანიზმი ამ პროდუქტებს დიდხანს ამუშავებს.

დღის განმავლობაში საკვების მიღებებს შორის შესვენება გააკეთეთ. ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით მიირთვით. ამ პრინციპით ორგანიზმის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას შეძლებთ და სასიცოცხლო ენერგიას გაზრდით. ღამით ბევრი არ ჭამოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დილით გვიან და დაღლილი გაიღვიძებთ.

წყალი

დღის განმავლობაში იმდენი წყალი უნდა დალიოთ, რამდენსაც ორგანიზმი ითხოვს. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეში მინიმუმ 1 ლიტრი წყალი ნორმაა. რაც შეეხება ალკოჰოლს: ზოგიერთს ალკოჰოლი სტრესის მოხსნაში ეხმარება. ძილის წინ ნახევარი ჭიქა წითელი, მშრალი ღვინო ენერგიას ნორმაში მოიყვანს.

გარდა ამისა, ჩვენს სასიცოცხლო ენერგიაზე დაუსრულებელი საქმე, გადადებული ოცნება და სურვილი გავლენას ახდენს. დრო და დრო ფიქრები გაწმინდეთ, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღება მიაქციეთ. სასიამოვნო ხალხს ხშირად ეკონტაქტეთ და ტოქსიკურ გარემოს თავი აარიდეთ.

ფული

როგორც არ უნდა იყოს, ფული ადამიანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის აუცილებელი რესურსების მოპოვებაში, კომფორტულ ცხოვრებაში, მოთხოვნილებების რეალიზებაში გვეხმარება. თუ სასიცოცხლო ენერგიის სწორად დაალაგებთ, შინაგანი ძალების წყარო სწორ ცხოვრებისეულ მიმართულებას გიჩვენებთ. სწორი მოცულობის ენერგიით საკუთარი თავის რეალიზებას და ჯილდოს მიღებას შეძლებთ. დახვეწილი სისტემა ორი მიმართულებით მუშაობს: რაც უფრო მეტ ენერგიას მიიღებთ, მით უფრო მეტს გასცემთ და უკან მით უფრო მეტს მიიღებთ.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო სულის სიმშვიდეა. როცა ადამიანს ყველა აუცილებელი რესურსი აქვს, მაგრამ შინაგანად მშვიდად არაა, ენერგიის დონე იკლებს. დააფასეთ ცხოვრება და ის, რაც დღეს გაქვთ. ისწრაფვეთ უკეთესისკენ, საკუთარი თავის რეალიზებასა და ახალი მწვერვალების დაპყრობაზე იზრუნეთ. თქვენ რა გეხმარებათ დამატებითი ენერგიის მიღებასა და მთელი დღე მხნეობის შენარჩუნებაში?

Advertisement
კულინარია3 hours ago

მოსახერხებელი მეთოდი, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სალათებისთვის

საკითხავი4 hours ago

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა, ჩალურჯება, შეშუპება და ჭრილობა საკვები პროდუქტების დახმარებით

საკითხავი4 hours ago

რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

ჯანმრთელობა4 hours ago

ინტიმური ინფექციები: 7 უხერხული კითხვა, რომლებიც ექიმს თქვენს ნაცვლად დავუსვით

ყვავილები4 hours ago

სად მალავენ გეორგინას ბოლქვებს, რომ არცერთი მათგანი არ დაიკარგოს და დაობდეს

მოდა და სტილი4 hours ago

როგორი სუნი ასდის სიმდიდრეს: 7 ქალური არომატი საქმიანი შეხვედრებისთვის

ჰოროსკოპი20 hours ago

ვინ არის ყველაზე ზარმაცი ზოდიაქოს ნიშანი

მოდა და სტილი21 hours ago

ვეგეტარიანელები ხორცისმჭამელების წინააღმდეგ: რომელი ვარსკვლავი გამოიყურება უკეთ

თავის მოვლა21 hours ago

სახის მასაჟი გუაშით: 10 წლით გამაახალგაზრდავებელი ჩინური ტექნიკა დღეში მხოლოდ 10 წუთში

მოდა და სტილი21 hours ago

ნივთები, რაზეც ქალმა ფული არ უნდა დაზოგოს, თუ სურს ბედნიერი იყოს

ტესტები4 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ბეჭედი, რომელიც მოგწონთ, და საკუთარი თავი ცოტა უკეთ შეიცანით

ტესტები4 weeks ago

3 რამ, რაც გაზაფხულმა მოგიმზადათ: ტესტი წინასწარმეტყველება

საკითხავი4 weeks ago

მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა გამოიყენოთ რეცხვის დროს

საკითხავი4 weeks ago

ვის აქვს ეკლესიაში სეფისკვერის აღების უფლება

სახლი და დიზაინი4 weeks ago

5 სხვადასხვა ქვეყნის მარტივი და მოკრძალებული სახლები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ

ტესტები4 weeks ago

როგორ გავიგოთ უახლესი მომავალი? ტესტი სურათებით გჭირდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

რატომ იკარგება და ტყდება ნივთები თქვენს სახლში

ტესტები4 weeks ago

აი, რისი თქმა შეუძლია ცერა თითს პიროვნების შესახებ