Connect with us

მოდა და სტილი

როგორ კაბებში არ შეხვდება ჭკვიანი ქალი ხარის წელს

ახალი წელი ახლოვდება და ვიმედოვნებთ, რომ კაცობრიობა შვებით ამოისუნთქავს, როდესაც 2021 თეთრი, მეტალის ხარის წელი დადგება. ასტროლოგების რჩევის გარეშეც ახალ წელს აუცილებლად ოჯახის წრეში და მხოლოდ ახლო მეგობრებთან ერთად შევხვდებით. იმის მიუხედავად, რომ ასტროლოგები ახალი წლის სახლში აღნიშნავს გვირჩევენ, ეს ხმაურიან და მხიარულ წვეულებას არ გამორიცხავს. თეთრი ხარი დიდებულ დღესასწაულს დააფასებს და აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას იმას, თუ რა გაცვიათ. დღეს გიამბობთ, თუ როგორ შეხვდეთ ახალ 2021 წელს, რომ მან სიხარული და წარმატება მოგიტანოთ.

როგორ ტანსაცმელში შევხვდეთ ახალ 2021 წელს

ახლა მოდაშია განზრახული დაუდევრობა: დახეული ჯინსები, ოვერსაიზი. მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობდეთ. საახალწლო სტილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც დაკავშირებულია ვერცხლთან, ოქროსთან, ლურექსთან, ფარჩასთან და მთის ბროლთან.

თეთრი, მეტალის ხარი მიესალმება ღია პასტელურ ფერებს ნაცრისფერი, ცისფერი და კრემისფერი შეფერილობებით. რა თქმა უნდა, თეთრი ფერიც მისაღებია. თეთრი ფერი შეუძლია აირჩიოს მას, ვისაც მომავალ წელს გამდიდრება სურს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ სტილის ფერი სურვილების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თუ სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია – ღია ნაცრისფერი სტილი შეარჩიეთ. არანაირი მყვირალა ფერი და პრინტი, ასეთი რამ კეთილშობილ ხარს ნამდვილად არ მოეწონება.

თუ კაბის ჩაცმა გადაწყვიტეთ, ცალმხრიან მოდელებს ყურადღება მიაქციეთ. ღია ფერის კაბა ბზინვარე დეტალებით ან ზურგზე ამოჭრილი კაბა შესაფერისი იქნება. მსუბუქი ქსოვილის კაბა თქვენს ქალურობას და სიმსუბუქეს ხაზს გაუსვამს. ტრენდში რჩება ასიმეტრიულად აჭრილი ქვედაბოლო. პლესებიანი და მოცულობითი შიფონის ქვედაბოლო ნებისმიერ სხეულის ტიპზე ლამაზად გამოიყურება.

ასევე წარმატებული ვარიანტია აბრეშუმის კომბინიზონი. შეგიძლიათ შეუხამოთ ნაზი ფერის ოვერსაიზ კოსტუმი და პატარა აქსესუარები. თეთრ ხარს ატლასის ტოპი წვრილ ბრეტელზე მოეწონება. ტოპები ფართო შარვლებს ან მოცულობით ქვედაბოლოებს კარგად ერწყმის.

თუ ბლუზის ჩაცმას აპირებთ, ის მსუბუქი და თავისუფალი უნდა იყოს. ფართო მკლავები ახლა ტრენდულია. ნახევრად გამჭვირვალე ტანსაცმელი კომბინირებული თეთრეულის სტილში ქალს უფრო მსუბუქს გახდის.

თქვენ როგორი სტილი შეარჩიეთ ახალი წლის შესახვედრად? დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ სტილში საოცრად ლამაზი იქნებით. მეტალის ხარის კეთილგანწყობის მოპოვება არ დაგავიწყდეთ და ტანსაცმლის ფერით ასიამოვნეთ. აუცილებლად სუფრა გაშალეთ და მომავალი წელი წინაზე უკეთესი იქნება. ეჭვიც არ შეგეპაროთ!