თავის მოვლა
როგორ ვუმკურნალოთ თმის გამომშრალ ბოლოებს სახლის პირობებში
გაყოფილი თმის ბოლოები ათასობით ქალის სილამაზის საერთო პრობლემაა.
ბევრ ქალს გრძელი თმა მოსწონს, მაგრამ გაყოფილი ბოლოები თმის შეჭრას აიძულებთ.
არასწორი რუტინა, თმის ცუდი მოვლა, გარემოს დაბინძურება და სტრესი ამ პრობლემის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. სწორი დიეტის და კვების არ არსებობა მდგომარეობას აუარესებს. გაყოფილი ბოლოები ქალის გარეგნულ მხარეს აზიანებს.
ბაზარზე თმის მოვლის ბევრი პროდუქტი არსებობს, მაგრამ გირჩევთ ეს აგრესიული ქიმიური ნაერთები თმაზე არ გამოიყენოთ. აი, ბუნებრივი საშუალებების სია:
1. კვერცხის ნიღაბი თმისთვის
კვერცხი ჯიუტი, გაყოფილი და გამომშრალი თმისთვის შესანიშნავი საშუალებაა. კვერცხი ცილას და ცხიმოვან მჟავას დიდი რაოდენობით შეიცავს, რაც თმას უფრო ჯანსაღს, ძლიერს, ბრწყინვალეს და გლუვს ხდის, რადგან თქვენი თმის ფოლიკულა ცილებისგან არის შემდგარი.
როგორ გამოვიყენოთ:
აიღეთ 1 კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. ცოტა თაფლი და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. ფრთხილად აურიეთ და ეს ნარევი თავის კანსა და თმის ბოლოებში წაისვით. კარგად დაიმასაჟეთ. ნიღაბი 35 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით და რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ.
ზეითუნის ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ ნუშის ზეთი გამოიყენოთ. ნუშის ზეთი მოიცავს E ვიტამინს, რომელიც თმის ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. მკურნალობის კურსი კვირაში ერთხელ გაიმეორეთ და მალე სასურველ შედეგს დაინახავთ.
2. ნიღაბი ცხელი ზეთით
ცხელი ზეთით მასაჟი თმის რამდენიმე, მათ შორის გაყოფილი ბოლოების და გამომშრალი თმის პრობლემას მოგაშორებთ.
როგორ გამოვიყენოთ:
2 ს/კ ზეითუნის, ნუშის, აბუსალათინის და ქოქოსის ზეთი აიღეთ, კარგად აურიეთ და 10 წამით გააცხელეთ.
თავის კანიდან დაწყებული თმის ბოლომდე 20-25 წუთით კარგად დაიმასაჟეთ და 1 საათით გაიჩერეთ.
შემდეგ რბილი შამპუნის და კონდიციონერის გამოყენებით ჩამოიბანეთ. მკურნალობის კურსი კვირაში 2-ჯერ ჩაიტარეთ. სასიამოვნო სუნის და საბაზო ზეთის სახით შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატოთ.
3. ავოკადო
ავოკადო შესანიშნავი ნაყოფია, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ავოკადო თმის საუკეთესო ნიღაბია. ის A და E ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას, ცილას და სხვა აუცილებელ კომპონენტებს შეიცავს, რაც თქვენს თმას უფრო ძლიერს და ჯანსაღს ხდის.
როგორ გამოვიყენოთ:
აიღეთ ავოკადო, ცელულოზა ამოიღეთ და კარგად დაჭყლიტეთ, ზეითუნის ან ნუშის ზეთი აურიეთ.
ნარევი თმაზე წაისვით, თმის ძირებს მოერიდეთ. კარგად დაიმასაჟეთ და 35-40 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თმა ნორმალური წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.
4. ბანანი
ბანანი თმის სამკურნალო შესანიშნავი საშუალებაა. ის A და C ვიტამინს, რკინას, კალიუმს და სხვა ინგრედიენტებს შეიცავს, რაც თმის მტვრევის რისკს ამცირებს და თმის გაჯანსაღებას ხელს უწყობს.
როგორ გამოვიყენოთ:
აიღეთ მწიფე ბანანი და ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ (შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ). ცოტა ლაიმას წვენი, ნუშის ზეთი, თაფლი (აუცილებელი არაა) და ხაჭო დაუმატეთ.
კარგად აურიეთ და თმაზე წაისვით. 5 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ და 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.