Connect with us

თავის მოვლა

როგორ ვებრძოლოთ დილით შეშუპებულ სახეს

დილით შეშუპებული სახე როგორც გარეგნულ მხარეს, ასევე მთელი დღის განწყობას აფუჭებს. მოდით გავარკვიოთ, თუ ძილის წინ რა უნდა გააკეთოთ და რისი გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია, რომ შეშუპების გარეშე გაიღვიძოთ.

რა იწვევს დილით შეშუპებას?

შეშუპების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორის გამოყოფენ:

1. ღამით ჭამა. გვიანი ვახშამი ორგანიზმს ძილის დროს სრულყოფილად დასვენებაში ხელს უშლის. ამან შეიძლება შეშუპება გამოიწვიოს.

2. ტკბილეულობის საღამოს მიღება. როგორც აღმოჩნდა, ინსულინის ზრდა, რომელსაც შაქარი იწვევს, დილის შეშუპებაზე გავლენას ახდენს. იდეალური იქნება, თუ დაძინებამდე 2 საათით ადრე ნებისმიერი საკვების მიღებისგან თავს შეიკავებთ. თუ წახემსება გსურთ, მოხარშული კვერცხი ან ბოსტნეული შეჭამეთ. ტკბილეულობა, მათ შორის ხილი, შეიძლება დილის შეშუპების მიზეზი გახდეს.

3. რძის პროდუქტები ვახშამზე. თუ დილით შეშუპებისკენ მიდრეკილი ხართ, ხაჭოს ან კეფირის მიღება დღის პირველ ნახევარში გადაიტანეთ. ლაქტოზა და ნატრიუმი, რომელთაც რძე და რძემჟავა პროდუქტები შეიცავენ, სითხის შეკავებს ხელს უწყობენ.

4. წინამენსტრუაციული სინდრომი. კრიტიკული დღეების დაწყებამდე ქალები ორგანიზმში სითხის ძლიერი შეკავებით ხშირად იტანჯებიან. წყლის შეკავებამ წონა შეიძლება 6 კგ-მდე გაზარდოს. პანიკაში არ ჩავარდეთ, ნელ-ნელა წონა ნორმას დაუბრუნდება, ხოლო შეშუპება შემცირდება. თუ ამ პერიოდში სითხის შეკავებისკენ მიდრეკილება გაქვთ, კვებაში ცვლილებები შეიტანეთ, მარილის მოხმარება შეამცირეთ და სწორი სპორტული ვარჯიშის და კვების რეჟიმი დაიცავით.

5. ქრონიკული უძილობა. რამდენიმე კვირიანი უძილობა სახის შეშუპების გარანტიას გაძლევთ. თუ რამდენიმე ღამე ზედიზედ ღამე გაათენეთ, შემდეგ კი თითქმის 1 დღე დაიძინებთ, ძალიან დიდი შეშუპებით გაიღვიძებთ. ორგანიზმში ჰორმონალური თვითრეგულაციის დარღვევა ხდება. გახსოვდეთ: 1 ხანგრძლივი ძილი პრობლემას ვერ გამოასწორებს, ბუნებრივი რეჟიმით აღდგენა მოგიწევთ.

6.წყლის არასაკმარისად მოხმარება. ხშირად დილით სახის შეშუპებისკენ მიდრეკილი ადამიანი ნაკლები წყლის მიღებას ცდილობს. სინამდვილეში სუფთა წყლის ნაკლებობა შეშუპებას უფრო მეტად იწვევს, ვიდრე წყლის ჭარბად მოხმარება. ორგანიზმი ავარიულ რეჟიმს რთავს – ორგანოებს და სისტემებს ნორმალური მუშაობისთვის წყალი რაც უფრო არ ყოფნის, მით უფრო მეტის მომარაგებას ცდილობს.

7. დაავადებები. გულის, სისხლძარღვების, ფარისებრი ან თირკმელზედა ჯირკვლების, შარდსასქესო სისტემის ნებისმიერი გაუმართობა სახეზე აისახება. შეშუპების წარმოქმნისას რომელიც კვებით და სწორი ცხოვრების რეჟიმით არ რეგულირდება, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რომელიც დიაგნოზს დაგისვამთ და მკურნალობას დაგინიშნავთ.

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ და სარკეში ჩინელი მეფუტკრის სახე არ დაინახოთ, ძილის წინ ამ პროდუქტების მიღებაზე უარი თქვით:

  • ნახევარფაბრიკატები – ყველა ძეხვის ნაწარმი, კოტლეტი და სხვა სწრაფი მომზადების კერძი. ისინი ჭარბი რაოდენობით მარილს, სანელებლებს, სხვა დანამატებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავენ, რომლებიც წყლის შეკავებას იწვევენ;
  • კონსერვები – ან ზედმეტად მარილიანი, ან ზედმეტად მლაშეა, ამიტომ ვახშამზე მისი მიღება არ ღირს;
  • სწრაფი კვების პროდუქტები – ძალიან ბევრი ნატრიუმი, რომელიც წყალს აკავებს;
  • გაზის წარმომქმნელი პროდუქტები – კომბოსტო, ბოლოკი, სიმინდი და სხვა ბოსტნეული; ნაწლავების მიერ გამოყოფილი გაზი შეშუპებას ხელს უწყობს;
  • ალკოჰოლური სასმელები – სპირტის თითოეული მოლეკულა წყლის რამდენიმე მოლეკულას აკავებს.

პროდუქტები, რომლებიც შეშუპებას აქრობენ

ყოველ დილით რეგულარულმა შეშუპებამ უნდა შეგაშფოთოთ – ხშირად ეს დაავადების დაწყებაზე მიგანიშნებთ. თუ ექიმმა ორგანიზმის მუშაობის დარღვევა ვერ გამოავლინა, შეშუპება შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოიშოროთ. ამისთვის კვების სისტემა მოაწესრიგეთ და ყოველდღიურ რაციონში რამდენიმე სასარგებლო პროდუქტი ჩართეთ:

წიწიბურა. 1 ჭიქა მოხარშული მარცვლეული, რომელსაც ბევრი მარილი და სანელებელი არ დაუმატეს, ნოყიერი ვახშმის შესანიშნავი ალტერნატივა იქნება. შეშუპებას კარგად ებრძვის, ამიტომ ორსული ქალების რაციონში ხშირად რთავენ.

ბულგარული წიწაკა. მინერალებით, კალიუმით, მაგნიუმით და C ვიტამინით მდიდარი ბოსტნეული ჭარბი სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ.

კიტრი. სჯობს უმი სახით მიიღოთ, შეგიძლიათ მწვანილების სალათებს ან სხვა ბოსტნეულს დაუმატოთ. თუ სახის და სხეულის ნორმაში სწრაფად მოყვანა გსურთ, შეგიძლიათ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე კიტრის წვენი დალიოთ.

ვაშლი. წონის სწრაფად შემცირებას და ჭარბი სითხის გამოდევნას ხელს უწყობს. შეგიძლიათ ვაშლის განტვირთვის დღე მოაწყოთ.

კენკრა. ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით შეშუპებას შესანიშნავად აქრობს. კენკრას შორის შეშუპების გაქრობის მიხედვით ლიდერია ჟოლო, ალუბალი, ბალი და მარწყვი.

ოხრახუში. ლიდერი შეშუპებასთან ბრძოლის დროს. შეგიძლიათ საკვებს დაუმატოთ ან ნიღბის სახით გამოიყენოთ.

შტოში. სასარგებლო თვისებებით რეკორდსმენი. 1 მუჭა კენკრა ან ნახევარი ჭიქა მორსი ჭარბ სითხეს არა მხოლოდ დილით, არამედ ანთებითი დაავადებების და სურდოს დროს მოგაშორებთ. ამასთან ორგანიზმს ვიტამინებით გაამდიდრებს და ტემპერატურას შეამცირებს.

გარგარის ჩირი. ხმელი გარგარის ჩირი საფაღარათო თვისებებს ფლობს და შარდმდენი მოქმედება გააჩნია. გარგარის ჩირი ალერგიის, ასთმის, ჰიპოტონიის და ზოგიერთი სახის დაავადების დროს უკუჩვენებულია.

ბადრიჯანი. ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს და მარილს შესანიშნავად გამოდევნის.

რა უნდა გააკეთოთ, თუ დილით შეშუპებული სახით გაიღვიძეთ

შეკავებული სითხე რომ მოიშოროთ, რამდენიმე მარტივი მასაჟური მოძრაობა შეასრულეთ. რეკომენდებულია წინასწარ სახეზე კრემი ან ზეთი წაისვით, რომ თითებით ადვილად ისრიალოთ. თითის ბალიშებით ციფრი 8 ჰორიზონტალურად ნაზად მოხაზეთ, თვალის კონტურზე იმოძრავეთ. 10 ასეთი მოძრაობა, ძლიერი ზეწოლის გარეშე შეასრულეთ. შემდეგ ორივე ხელის თითები შეკარით და კანის ნაკეცი ნიკაპიდან საფეთქლებამ გაჭიმეთ (10-15-ჯერ). ახლა შუბლი დაიმასაჟეთ – ორივე საჩვენებელი თითით, შუა ნაწილიდან საფეთქლების მიმართულებით ძლიერ დააჭირეთ. და ბოლოს, თმის ზრდის დაწყების ადგილი კარგად დაიმასაჟეთ და გრილი წყლით სახე დაიბანეთ.

ყელის და თავის თმიანი ნაწილის მასაჟი

ყელიდან სახეში ლიმფური ნაკადი გადის, დაცობვა ხშირად სწორედ აქ ხდება. დილის შეშუპება რომ მოიშოროთ, ყელი ქვემოდან ზემოთ მოძრაობით კარგად დაიმასაჟეთ. შემდეგ სისხლის მიმოქცევის სტიმულაციისთვის თითის ბოლოებით თავის კანი დაიმასაჟეთ.

ჩაით მკურნალობა

სპეციალისტები დღეში ერთხელ ჩაის ცერემონიის მოწყობას გირჩევენ. უამრავი ბალახის ნაკრები არსებობს, რომელთაც შარდმდენი ეფექტი გააჩნიათ. ასეთი პროცედურები ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ, შემდეგ შეისვენეთ, რომ ორგანიზმიდან სასარგებლო ნივთიერებები არ გამოდევნოთ. მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

ძილის რეჟიმის დაცვა

თქვენ შეგიძლიათ უმარილო დიეტა დაიცვათ, მასაჟები და სხვა პროცედურები შეასრულოთ, მაგრამ თუ რეგულარულად გამოუძინებელი ხართ, დილის შეშუპება არსად გაქრება. ძლიერი ხანგრძლივი ძილი 7-8 საათის განმავლობაში ღამით და შუადღეს მცირე ხნიანი წაძინება აუცილებელია, რომ დილის შეშუპება გაქრეს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.