Connect with us

კულინარია

როგორ დავჭრათ ყველი სწორად ლამაზი ყველის თეფშისთვის

რომელი დღესასწაული ჩაივლის ყველის ასორტის გარეშე? მძიმე სამუშაო დღის დასრულება ბოკალი ღვინით და ყველის წასახემსებლით ძალიან სასიამოვნოა. ჩვეულებისამებრ, ნებისმიერ ყველს კუბებად ვჭრით, როგორც ბავშვობაში გვაქვს ნანახი. ახლა რაციონში ახალი გემრიელი პროდუქტები შემოვიდა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაჭრათ ყველი მისი სახეობის მიხედვით.

ვისაც ყველის სხვადასხვა სახეობასთან საქმე ჰქონდა, იცის, რომ ზოგიერთის „ძველებურად“ დაჭრა შეუძლებელია. ყველი ან იფშვნება ან იჭმუჭნება ან დანას ეკვრის. ყველის დაჭრის მეთოდი პირდაპირ მის ფორმაზეა დამოკიდებულია. რამდენიმე ხრიკის ცოდნით სხვადასხვა ყველის სახეობის მდიდარი არომატით და გემოთი დატკბებით.

როგორ დავჭრათ ყველი სახეობის მიხედვით

კამამბერი

პატარა, მრგვალი, რბილი ყველი, როგორიცაა კამამბერი, სამკუთხა ფორმებად უნდა დაჭრათ, როგორც ტორტი. არ დაგავიწყდეთ, დანა კარგად გალესილი უნდა იყოს, თუ არადა ყველი დაიჭმუჭნება და ფორმას დაკარგავს. კამამბერი დანას რომ არ მიეკვრას, ცხელ წყალში დაასველეთ.

ბრი

ყველი ბრი და მისი მსგავსი სახეობები ჯერ მსხვილ ნაჭრებად უნდა დაჭრათ, შემდეგ შუაზე გაჭრათ ნახვრეტებიანი დანით ან სპეციალური სიმით. დიდი, მსხვილი ყველის დაჭრამდე იგივე ხრიკი გამოიყენეთ: დანა ცხელ წყალში დაასველეთ. სხვა ვარიანტი: დანის პირს ზეითუნის ზეთი წაუსვით.

ცილინდრული ყველი

ასეთ ყველს ხშირად ტოსტის ან სალათის ინგრედიენტად იყენებენ. თხის ყველიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. რძემჟავა პროდუქტის ნაზი სტრუქტურის გამო ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ყველაზე ბასრი დანა აირჩიეთ და ყოველი დაჭრის წინ წყალში დაასველეთ. ასე ყველის გარეგნობა ლამაზი დარჩება: არ დაიფშვნება და არ გაბრტყელდება.

ხმელი ყველი

ხმელი ყველი სამკუთხა ფორმებად უნდა დაჭრათ. ჯერ ყველი ორ ნაწილად გაჭერით, შემდეგ – ოთხად. ამის შემდეგ თითოეული მეოთხედი ერთნაირი ზომის სამკუთხედებად, დაახლოებით 5 მმ სისქე. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ხმელი ყველი ოთახის ტემპერატურაზე დაჭრათ. თუ გაქვთ სპეციალური დანა ორი სახელურით, გამოიყენეთ.

პარმეზანი

თავისი პიკანტური გემოს გამო პასტის, ლაზანიას და სხვა იტალიური კერძების ინგრედიენტად ხშირად გამოიყენება. სწორედ ამიტომ, მისი დაჭრა აუცილებელი არაა – უბრალოდ ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ და საყვარელ კერძს დაუმატეთ.

ცისფერი დაობილი ყველი

ნახევრად ხმელი და ცხიმიანი ყველის დორბლიუს და როკფორის დაჭრა რთულია. პრაქტიკულად, სწორი ნაჭრების მოჭრა შეუძლებელია, თან ყველი აუცილებლად დაიფშვნება. ცისფერი ყველის შემთხვევაში მავთულის დანა გამოიყენეთ. ყველის შეფუთვა გვერდზე დადეთ და მარაოსავით დაჭერით.

ყველის სწორად დაჭრის ცოდნით ოჯახის წევრებს და მეგობრებს სასიამოვნოდ გააოცებთ. უფრო მეტიც, ყველის თეფში სხვადასხვა ფორმების ნაჭრებით საინტერესოდ და ლამაზად გამოიყურება. ახლის ცდა და გემოებში ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ!