Connect with us

საკითხავი

როგორ დავიბრუნოთ გასესხებული თანხა მაშინაც კი, თუ საუკეთესო მეგობარს ასესხეთ

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ახლობლისგან ფულის სესხება ან „უპროცენტო კრედიტორის“ როლს გამოსვლა მოგვწევია. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საქმეა, თუმცა ვალის დაბრუნების მოთხოვნა, განსაკუთრებით მეგობრებისა და ნათესავებისგან ყველას არ შეუძლია.

დღეს გიამბობთ, როგორ მოაგვაროთ მაქსიმალურად დელიკატური საკითხი ისე, რომ კარგი ურთიერთობა არ გააფუჭოთ და თანხა დაიბრუნოთ.

თანხის დაბრუნება

„მე ვარ ადამიანი, რომელსაც სხვებისთვის უარის თქმა არ შეუძლია. მეგობრები დასახმარებლად, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერისთვის ხშირად მომმართავენ. მათ ზოგჯერ საკუთარი თავის საზიანოდ ვეხმარები. სწორედ ამიტომ, ზუსტად ერთი წლის წინ საკუთარ თავს „არას“ თქმა ვაიძულე და ვისწავლე კიდეც.

პრობლემა იმაშია, რომ ზოგიერთ მეგობარს ვალი არ დაუბრუნებია და როგორც ჩანს, არც ჩქარობს. როგორ დავაჩქარო ან ტაქტიკურად შევახსენო? თითქოსდა განსაკუთრებით არ მჭირდება, მაგრამ თუ ყველა ვალს შევაგროვებ, 30 ათასი დოლარი გამოვა. ეს კი დიდი თანხაა, რომელიც შემიძლია მოგზაურობაში დავხარჯო“ – თავის ისტორიას 27 წლის კრისტინა გვიზიარებს.

ასეთ სიტუაციაში უხერხულობა ჩვეულებრივი საქმეა, მაგრამ მისი თავიდან მოშორება უნდა შეძლოთ. უბრალოდ გააცნობიერეთ, რომ ეს თქვენი ფულია, რომლის გასესხებით ადამიანის დახმარება შეძელით. სწორედ ამიტომ, მადლიერებით უნდა დაგიბრუნონ.

მეორე საქმეა, რომ ადამიანს შეიძლება ვალის შესახებ დაავიწყდეს. ამიტომ თავაზიანად უნდა შეახსენოთ. თუ ფრთხილობთ, რომ ტექსტური შეტყობინებით საკუთარი აზრის ზუსტად და დელიკატურად გადაცემას ვერ შეძლებთ, მაშინ აუცილებლად პირადად ერთი ერთზე შეხვდით, რომ სხვების გვერდით თავი უხერხულად არ აგრძნობინოთ.

ზედმეტი არ იქნება, თუ წინასწარ მიანიშებთ რაზე გექნებათ საუბარი: „შეგვიძლია ამ დღეებში შევხვდეთ, რომ იმ ფულზე ვისაუბროთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გასესხე?“

გასაოცარია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი ფინანსურ მხარდაჭერას საჩუქრად აღიქვამს. სწორედ ამიტომ, მას რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ, მაგალითად: „გახსოვს, გასულ თვეს ფული გასესხე. ვიმედოვნებ, რომ 5 რიცხვამდე დამიბრუნებ, როცა ბინის ქირის გადახდა მომიწევს“.

ზოგჯერ ტაქტიკური მინიშნების მიუხედავად მევალე ვალის დაბრუნებას არ ჩქარობს და ხანგრძლივი ლოდინის გამო ბოდიშსაც არ იხდის. ასეთ შემთხვევაში უფრო პირდაპირ და დაჟინებით უნდა იმოქმედოთ.

კითხვა „იცი, როგორ შეძლებ თანხის დაბრუნებას?“ საკმაოდ პირდაპირია, მაგრამ ამასთან რბილი. სცადეთ, რომ კონკრეტული პასუხი მიიღოთ, რომ ვალის დაბრუნების ზუსტი თარიღის შესახებ გაიგოთ. თუ, რა თქმა უნდა, უკან დახევა და ურთიერთობის შესანარჩუნებლად ფულის სახსრების გაწირვა არ გადაწყვიტეთ.

თუ პასუხად ბუნდოვან განმარტებას „რამდენიმე თვეში“ იღებთ, სჯობს უფრო კონკრეტული პასუხის გაცემისკენ უბიძგოთ. „როგორც ვხედავ, დღეიდან დაწყებული საქმე 3 თვეს ეხება და არც ერთი დღით გვიან, მართალია?“

გახსოვდეთ, რომ ვალს რაც უფრო დიდხანს არ დაგიბრუნებენ, თანხის მიღება უფრო მეტად გაგიჭირდებათ. თუ მცირე თანხის დროს საქმე მარტივადაა და ზოგჯერ შეიძლება ხელიც ჩაიქნიოთ, მსხვილი თანხის დროს მევალეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოსთხოვოთ.

Advertisement
ყვავილები20 hours ago

9 მცენარე რომელიც ჰაერს აუმჯობესებს და სასურველია სახლში 2-3 მათგანი მაინც გვქონდეს!

საკითხავი20 hours ago

უკვე რამდენიმე წელია უთოს არ ვიყენებ. როგორ ვცხოვრობ?

ჯანმრთელობა20 hours ago

ნაწლავის მსუბუქი გამწმენდი. რეცეპტი რომელიც ძალიან ეფექტურია!

ჯანმრთელობა2 days ago

როდის გვჭირდება ანტიბიოტიკები – სასარგებლო დაფა ექიმი კომაროვსკისგან

საკითხავი3 days ago

ჯანსაღ ადამიანს გათხოვება არ სურს. ფსიქოლოგ მიხაილ ლაბკოვსკის 20 მკაცრი ციტატა

თავის მოვლა3 days ago

„ოქროს ვარსკვლავი“ სტრიებს მოგაშორებთ

საკითხავი3 days ago

რისგან შედგება კარტოფილი ფრი? გაიგეთ სიმართლე!

ჯანმრთელობა3 days ago

კალენდულა: ბუნებრივი საოჯახო საშუალება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ანთების დროს

ჯანმრთელობა3 days ago

სახლში დამზადებული მალამო სისხლჩაქცევებისა და სილურჯეებისთვის

ჰოროსკოპი4 days ago

როგორ გამოვთვალოთ იღბალი. 7 ძირითადი სასიცოცხლო ციკლი

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორც აღმოჩნდა, ხურმის ჭამა ყველასთვის არ შეიძლება! აი, ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული

ჯანმრთელობა4 weeks ago

კვირაში ერთხელ ფეხები ძმარში ჩააწყვეთ – თქვენი ყველა დაავადება გაქრება

სხვა1 week ago

ჩემი სარეცხი მანქანა უკვე 12 წელია მემსახურება – 3 ოქროს წესი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა2 weeks ago

სიმსივნის საწინააღმდეგო რეცეპტი, რომელიც მოხუცმა ბაბუამ მომცა. ღირებული მეთოდი მთელ სხეულს კურნავს

ჯანმრთელობა3 weeks ago

იოდის ასეთი სარგებლის შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ

საკითხავი4 weeks ago

სარეცხი მანქანის გაწმენდის ბიუჯეტური მეთოდი

სხვა3 weeks ago

სიროფი რომელიც თქვენს მხედველობას, სმენას და მეხსიერებას დაეხმარება, ასევე მუცელსაც გაათავისუფლებს ცხიმისგან!

ჯანმრთელობა5 days ago

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

კულინარია6 days ago

თავად ვერ მივხვდებოდი: გასაოცარი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმი ნებისმიერ ზედაპირს იდეალურად

ჯანმრთელობა3 weeks ago

იაპონელი გასტროენტეროლოგი “შეწყვიტეთ ტონობით აბების მიღება, კარგი ჯანმრთელობისთვის ეს სულაც არ არის საჭირო”

ტრენდული