Connect with us

ყვავილები

როგორ დავთესოთ ოთახის მცენარეები

დიდი ხანია ოცნებობთ ისეთი უჩვეულო მცენარეების ქონაზე რომელთა პოვნა არა მხოლოდ მაღაზიებში არამედ ონლაინშიც კი რთულია?! უნდა გაგახაროთ: მათი გახარება სახლში, დათესვით შეგიძლიათ. მართალია ყვავილობას დაახლოებით 1 წელი უნდა ელოდოთ მაგრამ, ეს ლოდინად ნამდვილად ღირს.

ოთახის მცენარეების გაზრდის საიდუმლო ორ უბრალო წესში მდგომარეობს. პირველი: თესლი წანაზარდის გაჩენამდე აუცილებლად ნესტიან გარემოში უნდა იყოს. მეორე: ნათესები სწორი განათებით უნდა უზრუნველყოთ. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა იოლია მცენარეების სახლის პირობებში დათესვა და გახარება.

კაკტუსის თესვა

კაქტუსის გახარება სხვა მცენარეზე გაცილებით იოლია. დათესეთ ის ნოტიო სუბსტრატის ზედაპირზე და 20-50 დღეში წანაზარდებსაც დაინახავთ.

ევკალიპტი

ეს მცენარე არომატულ ბუჩქად გაიზრდება, რომელიც ნებისმიერ ოთახს დაამშვენებს. დათესეთ ის ნოტიო გრუნტიან ქოტანში. ის 18 – 20 დღეში ამოიზრდება.

მეიერის სატაცური

ძალიან უცნაური და რაც მთავარია არაპრეტენზიული მცენარეა. დათესვამდე თესლი თბილ წყალში დაასველეთ, რომელშიც წინასწარ ქლორელას ფხვნილი იქნება გახსნილი (წყალმცენატრე ქლორელა). 2 დღის შემდეგ დათესეთ ნიადაგში. სატაცური 21-42 დღის განმავლობაში გაიზრდება.

სპარსული ყოჩივარდა

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ყვავილი სახლში, ქოთანში გასაზრდელად. მცენარე 45 სანტიმეტრამდე იზრდება და სხვადასხვა ფერის დიდ ყვავილებს იძლევა. დათესვამდე თესლი თბილ წყალში ჩაალბეთ მთელი ღამით. წანაზარდი მეოთხე ან მეხუთე კვირაში გაჩნდება, ამის შემდეგ ისინი ცალ-ცალკე ქოთნებში უნდა გადარგოთ და ჩრდილოეთ ან აღმოსავლეთ რაფაზე მოათავსოთ.

ბეგონია

 

ძალიან მიმზიდველი ოთახის მცენარე. ბეგონიაში ყველაფერი აღმაფრთოვანებელია: ნაზი, ლამაზი ასიმეტრიული ფოთლები, ბუჩქის ლამაზი ფორმა, ფუმფულა ყვავილები განსხვავებული ფორმებითა და ფერით. დეკემბრის ბოლოს ან მარტის დასაწყისში მათ დანოტივებულ ფოთლოვან მიწაში, ტორფსა და ქვიშაში თესავენ. პირველი წანაზარდები 1-2 კვირაში ჩნდება, შემდეგ კი მათ ცალ-ცალკე ქოთნებში გადარგავენ.

პელარგონია

 

ამ ყვავილის თესლს სველ გრუნტში, 0.5 სმ. სიღრმეზე თესავენ. იზრდება ძალიან სწრაფად – 3დან – 7 დღემდე ვადაში. ყვავილი 15 სანტიმეტრს აღწევს დიამეტრში და იმდენად ბევრი ყვავილები ეზრდება, რომ მცენარის ფოთლებსაც კი ფარავს. ის უხდება რაფებსაც და ბაღის კომპოზიციებსაც.

აჯობებს ძალიან პატარა თესლი ქვიშაში შეურიოთ, ხოლო მსხვილი და ბრტყელი თესლი კი მიწაში ჰორიზონტალურად მოათავსოთ. თესლი ძალიან ღრმად არ დაფლათ. საკმარისია ისინი მაქსიმუმ 1 სანტიმეტრის მიწით დაფაროთ. ზრდის დაჩქარებისთვის შეგიძლიათ ჭურჭელს სადაც მცენარე დათესეთ – თავზე ცელოფანი ან შუშა გადააფაროთ.