ჯანმრთელობა
როგორ დავამარცხოთ გრიპი და გაციება გაჩენიდან რამდენიმე საათში
ყველა იცის, რომ ბევრი მარილის გამოყენება არ შეიძლება. ძალიან ბევრი მარილიანი საკვების მიღება ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს. აი, სამკურნალო მიზნით მარილის გამოყენება ძალიან სასარგებლოა.
მარილიანი ხსნარი ანთებას აქრობს. მისით ცხვირს და ყელს იწმენდენ. კიდევ რა სასწაულის მოხდენა შეუძლია მარილს?
ეს რეცეპტი ექიმი შეგლოვის მიერ არის გამოცდილი, რომელიც მას მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ იყენებდა. ამის შესახებ ექთანმა გვიამბო. ექთნის თქმით, ქირურგი მარილის ჰიპერტონიური ხსნარის გამოყენებით საკმაოდ სერიოზულ ჭრილობებს მკურნალობდა. 3-4 დღეში ჭრილობა მოშუშებას იწყებდა და ვარდისფერი ხდებოდა. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ მაღალი ტემპერატურა იკლებდა. შეგლოვის დროს სიკვდილიანობის შემთხვევა არ ყოფილა. როგორ? საქმე იმაშია, რომ მარილიანი ხსნარი პათოგენური მიკროფლორიდან სითხეს და ყველა სიბინძურეს იწოვს და ამით ქსოვილებს წმენდს.
მარილიანი სახვევის გამოყენების წესები
ხსნარში მარილის პროცენტი 10%-ს არ უნდა აჭარბებდეს. სჯობს უფრო ნაკლები მარილი გამოიყენოთ! მაღალკონცენტრირებული სახვევი კაპილარების დაზიანებას გამოიწვევს.
სახვევისთვის ჰაერგამტარი ქსოვილი უნდა გამოიყენოთ. ეს აუცილებელი პუნქტია! მხოლოდ ნატურალური ქსოვილი გამოიყენეთ – სელის ან ბამბის შემცველი ქსოვილი, მრავალჯერადი გამოყენების და არაერთხელ გარეცხილი. თუ მარლას იყენებთ, 8 ფენად გაკეცეთ. ნებისმიერი სხვა მასალა 4 ფენად გაკეცეთ.
მარილიანი სახვევი მოქმედებს მხოლოდ იმ ადგილას, სადაც გაქვთ დადებული.
ასეთი მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივია – 1 კვირაზე მეტი მაინც დაგჭირდებათ, რომ მარილიანი სახვევის ეფექტი დაინახოთ.
სახვევის მომზადების დროს მარილიანი ხსნარი საკმაოდ ცხელი უნდა იყოს. ქსოვილი საშუალოდ გაწურეთ – ძალიან მშრალი ან ძალიან სველი არ უნდა იყოს. ბინტით შეიხვიეთ და ლეიკოპლასტირით დაამაგრეთ.
როგორ გამოვიყენოთ მარილიანი სახვევი კონკრეტული დაავადების დროს?
- თუ სურდო ან თავის ტკივილი გაწუხებთ, სახვევი შუბლსა და კეფაზე დაიდეთ. სურდო 1-1,5 საათში გაქრება. თავის ტკივილის მოსახსნელად სახვევი სჯობს დილამდე გაიჩეროთ.
- თუ გრძნობთ, რომ ავად გახდით ან გრიპი გაქვთ, ზემოთ აღწერილი მეთოდი იმწამსვე გამოიყენეთ. თუ დრო გამოგეპარათ, სახვევი თავის გარდა ზურგზეც გაიკეთეთ (2 ფენა სველი და 2 ფენა მშრალი პირსახოცი).
სახვევი მთელი ღამე გაიჩერეთ.
დაახლოებით 4-5 პროცედურა ჩაიტარეთ.
აი, კიდევ რამდენიმე რჩევა მარილიანი სახვევის სწორად გამოსაყენებლად
ეს მნიშვნელოვანია!
- 1 ლ თბილ, ადუღებულ წყალში 3 ს/კ სუფრის მარილი გახსენით. კარგად აურიეთ.
- 8 ფენა ნატურალური ქსოვილი აიღეთ და ხსნარში 1 წუთით დაასველეთ. ოდნავ გაწურეთ, რომ არ წვეთავდეს.
- მარილიანი სახვევი მტკივნეულ ადგილას დაიდეთ, ბინტით კარგად შეიხვიეთ ან ლეიკოპლასტირით დაიმაგრეთ. ზემოდან 1 ნაჭერი ნატურალური ბეწვით (სასურველია, ცხვრის) შეიფუთეთ. მთელი ღამე გაიჩერეთ.
- დილით მოიხსენით. პროცედურა მეორე საღამოს, ძილის წინ გაიმეორეთ.
ნებისმიერი მედიკამენტის, საშუალების ან სამკურნალო მეთოდის გამოყენების წინ მკურნალ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.