Connect with us

თავის მოვლა

როგორ გამოვიყენოთ ხახვი კანზე ნაიარევის მოსაშორებლად: რეცეპტი

ხახვის და სხვა ნატურალური ინგრედიენტების დახმარებით შეგიძლიათ ნაიარევი მოიშოროთ და კანი უფრო ჯანსაღი და ახალგაზრდული გახადოთ.

დამწვრობამ, ქირურგიულმა ჩარევამ, აკნემ ან კანის სხვა დაზიანებამ შეიძლება ნაიარევი დაგიტოვოთ. ნაწიბურის წარმოქმნა ბუნებრივი პროცესია, რომელიც დაზიანებული ქსოვილის შეხორცების დროს ხდება. ნაიარევი ჩვეულებრივი კანისგან თავისი ფუნქციით და გარეგნული მხრით განსხვავდება.

ხახვის გამოყენება ქსოვილების აღსადგენად კანზე მოქმედებას ახდენს. ის დამუშავებულ კანის ნაწილზე კოლაგენის რაოდენობას ზრდის და მის გარეგნულ მხარეს აუმჯობესებს.

თავდაპირველად დაზიანებულ კანს წითელი შეფერილობა აქვს. იდეალური იქნება, თუ შეხორცების ბოლოს მხოლოდ მკრთალი კონტური დარჩება. თუმცა ხშირად უშნო ნაიარევი რჩება, რომელიც დისკომფორტს იწვევს.

ნაიარევი არა მხოლოდ უშნო შეიძლება იყოს, არამედ მოძრაობას ხელს უშლიდეს. ცხადია, სხეულის შიშველ ნაწილებში ნაიარევი უფრო მეტ ნერვიულობას იწვევს.

უამრავი მეთოდი არსებობს, რომელიც ჭრილობის შეხორცების პროცესს ხელს უწყობს და უკვე არსებული ან შეხორცების პროცესში მყოფი ნაიარევის გარეგნულ მხარეს აუმჯობესებს.

რა ახდენს გავლენას ნიარევის გარეგნულ მხარეზე?

მასზე რამდენიმე ფაქტორი გავლენას ახდენს, მათ შორის ასაკი, კანის ტიპი, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ნაიარევის ადგილი და ინფექცია.

ასაკი: რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, ჭრილობა მით უფრო ნელა ხორცდება. მეორე მხრივ, ბავშვის და ახალგაზრდა ადამიანის კანს გადაჭარბებული რეაგირება ახასიათებს და უფრო მეტ შემაერთებელ ქსოვილებს ქმნის, ვიდრე საჭიროა. ეს დიდი და მსხვილი ნაიარევის წარმოქმნას იწვევს.

მემკვიდრეობითი ფაქტორი და კანის ტიპი: ხილული ნაიარევისკენ მიდრეკილება შეიძლება მემკვიდრეობითი იყოს.

მდებარეობა: მხრებზე, ზურგზე და სახსრებზე ან მათან ახლოს მდებარე ნაიარევზე გაზრდილი ზემოქმედება ხდება. შედეგად, ნაიარევი უფრო შესამჩნევია.

ჭრილობის ინფექცია: ინფექცია ან ანთება ნაწიბურის ხილვადობას ზრდის. ნაიარევის ქსოვილის თმა, კანის ცხიმი ან ოფლის ჯირკვლები აღდგენას არ ექვემდებარება, რადგან მასზე ნორმალურ კანთან შედარებით ნაკლები ელასტიკური ბოჭკოები (კოლაგენი) იწარმოება. ეს დაზიანებული კანის ნაწილის შემცირებას და გამაგრებას იწვევს.

უნდა გახსოვდეთ, რომ მკურნალობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიწყოთ, როცა ჭრილობის კუთხეები უკვე დახურულია და ძაფები მოხსნილია (თუ ჭრილობა გაკერილი გქონდათ).

როგორ მოვამზადოთ ხახვის საშუალება ნაწიბურების შესამცირებლად

შედეგის გასაუმჯობესებლად საშუალება ნაიარევზე როგორც მინიმუმ დღეში ერთხელ წაისვით.

თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ამ პროდუქტის გამოყენების დროს უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვათ. მას კანის მგრძნობელობის გაზრდა შეუძლია.გამოყენების წინ ტესტი ჩაატარეთ.

ხახვის ექსტრაქტის მომზადება ძალიან მარტივი და ეკონომიურია.

ინგრედიენტები:

  • ხახვი
  • ნეიტრალური საპონი (საღებავის და არომატიზატორის გარეშე)
  • წყალი
  • ყინული
  • თერმომეტრი
  • ყავის ფილტრი
  • გამოხდილი წყალი
  • ზღვის მარილი
  • 2 საშუალო ზომის კონტეინერი

3 გრ მარილი და 10 გრ გახეხილი საპონი აურიეთ. ხახვი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ერთ კონტეინერში მოათავსეთ, მარილის და საპნის ნარევი დაუმატეთ და აურიეთ. წყლის ორთქლზე 15 წუთით გააჩერეთ.

გაზიდან გადმოდგით და წყლით და ყინულით სავსე ჭურჭელზე 5 წუთით დადეთ, მუდმივად აურიეთ. ყავის ფილტრი გამოიყენეთ, რომ ნარევი გადაწუროთ. ნარევის ქაფი ფილტრში დარჩება, ხოლო ხახვის ექსტრაქტი დაიწურება.

ეს საშუალება დღეში მინიმუმ 2-ჯერ, რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყენეთ. უშუალოდ დაზიანებულ კანზე წაისვით და რბილად დაიმასაჟეთ. ხახვის თვისებების წყალობით ნაიარევი შემცირდება, უფრო მკრთალი და ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.