საკითხავი
როგორ გამოვიყენოთ წყლის ბოთლები გაზაფხულზე, თუ ძალიან ბევრი დაგიგროვდათ
ონკანიდან წყლის დალევის შიშით ბევრი 5 ლიტრიანი ბოთლებით სუფთა წყალს ყიდულობს. დროთა განმავლობაში ლოგიკური კითხვა ჩნდება: რისი გაკეთება შეიძლება ასეთი ბოთლებიდან, რომ ტყუილად აივანი ან ავტოფარეხი არ გაავსოს?
გადაგდება არ ღირს, რადგან კარგი მეპატრონის ხელში ყველაფერი გამოდგება. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ შესანიშნავ იდეებს, თუ როგორ გადააკეთოთ ძველი ხუთლიტრიანი ბოთლები სასარგებლო ნივთებად სახლის, ბაღის ან აგარაკისთვის.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ ბოთლებიდან
პლასტმასის რგოლების დახმარებით კერძი დიდხანს ახალივით იქნება. წარმოიდგინეთ, რომ სადილობის შემდეგ ბევრი კერძი დარჩა. რომ არ გაფუჭდეს, მაცივარში უნდა შეინახოთ, მაგრამ ამდენი თეფშისთვის ადგილი არ გვყოფნის. როგორ მოვიქცეთ?
პრობლემას ერთადერთი ხუთლიტრიანი ბოთლი მოაგვარებს. უბრალოდ 5 სმ სიმაღლის თანაბარ რგოლებად გადაჭერით. ამ მიზნით სჯობს საკანცელარიო დანა გამოიყენოთ.
პლასტმასის რგოლი თეფშს დაადეთ და შემდეგ თეფში ზემოდან დაადეთ. ყველაზე ზედა თეფშს ბოთლის ძირი დააფარეთ.
წვეთოვანი მორწყვა
წვეთოვანი მორწყვისას წყალი პირდაპირ ფესვებში მიედინება, ნიადაგის ზედაპირზე არ ჩერდება და მყარ ქერქს არ ქმნის. საკუთარი ხელით ასეთი წვეთოვანი სისტემის გაკეთება რთული არაა. მხოლოდ სქელი პლასტმასის ბოთლები და ლურსმანი ან სარგისი დაგჭირდებათ.
ქილებში ძირიდან 3-4 სმ სიმაღლეზე რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ (რაც უფრო მკვრივია მიწა, მით უფრო მეტი). შემდეგ წყლით სავსე ბოთლები 10-12 სმ სიღრმეში ჩარგეთ.
ბოთლის ყელი მიწის ზემოთ უნდა იყოს. ჰაერისთვის შეგიძლიათ პატარაზე გახვრიტოთ. ასეთი მეთოდი გამოადგება მათ, ვინც ბოსტანს ყოველდღე არ სტუმრობს. ფესვების მორწყვა უყვარს პომიდორს, ბადრიჯანს, წიწაკას და სხვა მცენარეს.
ქაღალდის პირსახოცის დამჭერი
ამისთვის დაგჭირდებათ პლასტმასის ბოთლის ზედა ნაწილი სახელურით და ბოთლის დიამეტრზე ოდნავ გრძელი თხელი ჯოხი.
ბოთლი ორ მოპირდაპირე გვერდზე გახვრიტეთ.
ჯოხში პირსახოცის რულონი ჩადეთ, შემდეგ ჯოხი ბოთლის ნახვრეტებს ჩამოაცვით.
კვლები აივანზე
ისპანახი და სხვა ფოთლოვანი ბოსტნეული შეგიძლიათ ვერანდაზე ან აივანზე დარგოთ. ამისთვის საჭირო ჭურჭელი შეგიძლიათ უსარგებლო წყლის ბოთლებიდან გააკეთოთ.
უბრალოდ ბოთლს ერთი გვერდი მოაჭერით, მეორე მხარეს კი რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ.
ისღა დაგრჩენიათ ჭურჭელი მიწით გაავსოთ, თესლი დარგოთ და მორწყვა არ დაგავიწყდეთ.
პირსაბანი
ბუნებაში დასვენების მოყვარულებმა და მეაგარაკეებმა იციან, რომ თავსახურიანი პლასტმასის ბოთლიდან შესანიშნავი პირსაბანი კეთდება.
ბოთლი ძირიდან ოდნავ მაღლა გახვრიტეთ. სანამ თავსახური დაკეტილია, წყალი არ გადმოვა. ხოლო თავსახურის ტრიალით წყლით ნაკადის რეგულირება შეიძლება.
მინი სათბური
პლასტმასის ჭურჭელი სითბოს კარგად ინარჩუნებს და სითხეს აორთქლების საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამიტომ, ხუთლიტრიანი ბოთლები მინი სათბურად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ბოთლს ძირი მოაჭერით და ნერგები პლასტმასის ქუდში მოათავსეთ.
დასაკიდი ყვავილების ქოთანი აგარაკზე
ასეთ ქოთანში შეგიძლიათ ყვავილები დარგოთ და გაზაფხულზე ხის ტოტზე ან ბაღში დაკიდოთ. ამის გასაკეთებლად პლასტმასის ბოთლის ზედა ნაწილი, ცოტა აკრილის საღებავი, რამდენიმე დეკორატიული სალფეთქი და ზონარი დაგჭირდებათ.
„მრავალეტაჟიანი“ ჭურჭელი მწვანე ხახვის მოსაყვანად
როგორც წესი, ფანჯრის რაფაზე ადგილი ცოტაა. ჩვენ კი ბევრი ხახვის გაზრდა გვსურს. ამ პრობლემის მოგვარებაში ხუთლიტრიანი პლასტმასის ბოთლი დაგეხმარებათ.
ამისთვის ბოთლის ზედა ნაწილი მოაჭერით და გვერდებზე დიდი, მრგვალი ნახვრეტები გააკეთეთ, მათში ბოლქვები მოათავსეთ. ჭურჭელი მიწით გაავსეთ, ერთგვარ ხახვის ქოთანს მიიღებთ. ისღა დაგრჩენიათ, მცენარე დროულად მორწყათ და მოსავალი აიღოთ.
ახლა უკვე იცით, თუ რისი გაკეთება შეიძლება პლასტმასის ბოთლებიდან. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.