კულინარია
როგორ გამოვაცხოთ თაფლის ნამცხვარი – მცენარეული ზეთით
თაფლის ნაცხვარი ერთ-ერთი ყველაზე იოლად მოსამზადებელი ნაცხვარია, რომლებსაც ჩვენი ბებიები და მშობლები ამზადებენ. მისი კლასიკური რეცეპტის გარდა დღესდღეობით უამრავი ვერსიები არსებობს. ამ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგიტხრობთ თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ის სახლში, შედედებული რძით.
როგორ მოვამზადოთ თაფლის ნაცხვარი სახლის პირობებში
ეს ნამცხვარი ძალიან რბილი დაგემრიელია. ინგრედიენტები ერთ დიდ ნამცხვარზე გეყოფათ, რომლითაც მტელს ოჯახს “დააპურებთ” და რამდენიმე ნაჭერი ნამცხვარი მეორე დღისთვისაც შემოგენახებათ.
როგორ მოვამზადოთ თაფლის ნამცხვარი
ინგრედიენტები ფენებისთვის:
- 2 კვერცხი
- 200 გრამი შაქარი
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი სოდა
- 600 გრამი ფქვილი
- 50 მილიგრამი მცენარეული ზეთი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 300 გრამი კარაქი
- 700 გრამი შედედებული რძე
- 10 გრამი ვანილი
მომზადება
1. აურიეთ კვერცხი ზეთთან, ტაფლთან და სოდასთან – ორთქლის აბაზანის თანხლებით.
2. როდესაც მასა ორჯერ გადიდდება მას 2/3 ფქვილი დაუმატეთ და 2-3 წუთი ხარშეთ
3. ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე მოზილეთ
4. ცომი 6 ტოლ ნაწილად დაყავით და თითოეული მათგანი თხლად გააბრტყელეთ ისე, ფენა რომ არ იბურცებოდეს – ის ჩანგლით ან სპეციალური საბრტყელებლით უნდა დავჩხვლიტოთ.
5. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და ყოველი ფენა 5 – 5 წუთი აცხვეთ. გამოცხობისთანავე შემოაჭერით გვერდები გამომცხვარ ფენას და საჭირო ფორმა მიეცით. მონაჭრელები კი მის გასაფორმებლად გამოგადგებათ.
6. როგორ მოვამზადოთ კრემი: ათქვეფეთ კარაქი, შედედებული რძე და ვანილი. კარაქის ნაცვლად შეგიძლიათ არაჟანი გამოიყენოთ. ამ შემთვევაში კრემი გაცილებით ნაზი და მსუბუქი იქნება.
7. წაუსვით კრემი ფენებს და ააწყვეთ ტორტი.
8. ფენის ჩამოჭრილი ნატეხები დაფხვენით და ტორტის ზედაპირებს მოაყარეთ.
9. იმისთვის, რომ ნამცხვარს კრემი კარგად გაუჯდეს, სასურველია ის რამდენიმე საათით ოთახის ტემპერატურაზე დატოვოთ.
ცოტაც მოითმინეთ და ამ რბილი და უგემრიელესი ნამცხვრით დატკბებით!