Connect with us

სხვა

როგორ გავწმინდოთ შუშის თავსახური

ახლა ტაფებისა და ქვაბების უმეტესი ნაწილი შუშის თავსახურების კომპლექტით იყიდება. ამგვარი თავსახური საკმაოდ კომფორტულია მაგრამ, მალე ისვრება. ჭურჭლის სარეცხი მანქანა დაბინძურებას იოლად უმკლავდება, თუმცა ხელით მათი რეცხვა საკმაოდ რთულია. უბრალო ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ამ საქმეში არ გამოგვადგება ამიტომ უფრო მოსახერხებელი და ეფექტური მეთოდის გამოყენებაა საჭირო. ამ სტატიაში გასწავლით თუ როგორ უნდა გაასუფთავოთ შუშის თავსახურების მიუწვდომელი ადგილები.

როგორ გავწმინდოთ შუშის თავსახური

შუშის თავსახურებს გარშემო მეტალის ზოლი ეკვრის. სწორედ ამ მეტალსა და შუშას შორის გროვდება ყველაზე დიდი ჭუჭყი და სწორედ მისი მოცილებაა ყველაზე რთული.


ამოაბრუნეთ შუშის თავსახური და მასზე წყალბადის ზეჟანგი (10 მილიგრამი) დაასხით. იმისთვის, რომ საშუალება ნაპრალებში მოხვდეს ფრთხილად დაატრიალეთ თავსახური და ხსნარი მთელს პერიმეტრზე გაანაწილეთ. შემდეგ საშუალება თავსახურზე 10 წუთით დატოვეთ.

დროის დასრულების შემდეგ სახურავზე ხსნარი კიდევ ერთხელ მოავლეთ. შემდეგ კიდეებთან 1 სუფრის კოვზი საკვები სოდა ჩაყარეთ. ჯაგრისით ეცადეთ სოდა მაქსიმალურად მოახვედროთ ნაპრალებში.

აიღეთ სუფთა ნაჭერი და პატარა ნაწილებად დაჭერით. ერთ-ერთი მათგანი დანის თხელ წვერს შემოახვიეთ, შუშასა და მეტალს შორის არსებულ ნაპრალში შეყავით და თავსახურს მთელს პერიმეტრზე მოატარეთ. შემდეგ გამოცვალეთ ნაჭერი და გაიმეორეთ იგივე მოქმედება სანამ ჭუჭყის სრულად არ მოშორდება.

ისღა დაგვრჩენია თავსახური ღრუბლითა და ჭურჭის სარეცხი ჟელეს მეშვეობით გავრეცხოთ და კარგად გავავლოთ.

შედეგი შეუიარარებელი თვალითაც იოლი შესამჩნევი იქნება. თავსახური სუფთა იქნება, ყოველგვარი ცხიმის კვალისა და ლაქების გარეშე.

თუ ამგავრ წმენდას რეგულარულად ჩაატრებთ, სახურავი იდეალურად სუფთა იქნება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.